Aa Aa
19 დეკემბერი 2020  |  13:56

იუკი ცუნოდა AlphaTauri-ს გუნდის ახალი პილოტია

2021 წლისთვის გუნდებში დიდი ცვლილებებია.

2021 წლის სეზონისთვის AlphaTauri-მ ახალი პილოტი აირჩია. პიერ გასლის გუნდელი იუკი ცუნოდა გახდა.

ცუნოდა დანილ კვიატს ჩაანაცვლებს. კვიატი „რედ ბულის“ დაქვემდებარებულ გუნდს 2014 წელს შეუერთდა. მაშინ გუნდს ჯერ კიდევ Toro Rosso  ერქვა. 2015 წელს კვიატი „რედ ბულის“ გუნდში გადაიყვანეს. 2016 წლიდან კი ისევToro Rosso/AlphaTauri-ს გუნდში იყო. 2018 წელს კი „ფერარის“ სატესტო პილოტი იყო.

ცუნოდა Honda-ს Formula Dream პილოტების განვითარების პროგრამის მონაწილე იყო. 2020 წლის ფორმულა 2-ს ჩემპიონატში კი 20 წლის პილოტმა Carlin-ის გუნდის ბოლიდით მესამე ადგილი დაიკავა. 2018 წელს იაპონიის ფორმულა 4-ის ჩემპიონატი მოიგო და 2019 წლის ფორმულა 3-ს ჩემპიონატშიც თავი გამოიჩინა.

ცუნოდამ სამშაბათს AlphaTauri-ს ბოლიდი ატარა. გუნდის ხელმძღვანელმა ფრანც ტოსტმა თქვა, რომ ცუნოდა სწრაფად სწავლობს და მან გუნდის ინჟინრებთან კარგი კონტაქტი დაამყარა.

ბოლო იაპონელი, რომელმაც 2014 წელს აბუ დაბის გრან პრიში მიიღო მონაწილეობა კამუი კობაიაში იყო.

„ვხვდები, რომ იაპონელი გულშემატკივრები იმედს ჩემზე ამყარებენ. ვეცდები, მათთვის ყველაფერი გავაკეთო“. - ამბობს ცუნოდა.

2021 წელს გუნდებში დიდი ცვლილებები იქნება. ფერნანდო ალონსო „რენოში“ ბრუნდება, რომელსაც შემდეგი წლიდან Alpine ერქმევა, ფეტელი Racing Point-ში პერესს ჩაანაცლებს. საინსი კი „ფერარიში“ იქნება. გროჟანის და მაგნუსენის ადგილს „ჰაასის“ გუნდში მიკ შუმახერი და ნიკირა მაზეპინი დაიკავებენ.

Red Bull-ს ჯერ ალექს ალბონთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. კონტრაქტი ჯერ არც ლუის ჰამილტონს აქვს.

გაზიარება: