Aa Aa
18 დეკემბერი 2020  |  20:01

Pagani Huayra Tricolore 829 ცხენის ძალიანი და 6.7 მილიონ დოლარიანი ჰიპერქარია

ყველაზე მძლავრი Pagani-ს საწარმოო ხაზი მხოლოდ სამ ავტომობილს მოიცავს.

თითქმის 11 წელი გავიდა, რაც Pagani-მ Zonda Cincuqe-ზე დაფუძნებული Tricolore, იტალიური საჰაეროს ძალების გუნდის, Frecce Tricolori-ს პატივსაცემად გამოუშვა. 313° Gruppo Addestramento Acrobatico-ს 60 წლის აღსანიშნავად Pagani-მ, ექსკლუზიური მოდელი, Huayra Tricolore გამოუშვა. მოდელი ამ კომპანიის ყველაზე მძლავრ ავტომობილად გვევლინება.

ავტომობილის გულს იგივე, AMG-ის მიერ სპეციალურად დამზადებული 6-ლიტრიანი V12 ძრავა წარმოადგენს. აგრეგატს 829 ცხენის ძალა აქვს, რაც Imola-ზე ორით მეტია. 1 100 ნიუტონ მეტრიანი მაბრუნი მომენტი ის რაოდენობაა, რაც Pagani-ის ახალი ავტომობილის სახით სურდა წარედგინა Geneva Motor Show-ზე. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ღონისძიება კორონავირუსის გამო გაუქმდა.

სიმძლავრე უკანა ღერძებზე, 7-სიჩქარიანი თანმიმდევრული გადაცემათა კოლოფის მეშვეობით ნაწილდება. ავტომობილი 1 270 კილოგრამს იწონის, რაც საოცარი შედეგია. შედარებისთვის Pagani Huayra Tricolore იმდენს იწონის, რამდენსაც სამცილინდრიანი Volkswagen Golf-ი.

სტილი და დიზაინი Zonda Tricolo-ს გვაგონებს. ორივე მათგანი Aermachi MB-339 სამხედრო რეაქტიული თვითმფრინავის პატივსაცემად შეიქმნა. იტალის დროშის ფერების გარდა, Huayra-ს წინ უფრო გამოკვეთილი ბამპერი და გამყოფიც ამშვენებს.

კორპუსის ცვლილები ახლად შემუშავებული ჰაერის შემშვების მიხედვით განხორციელდა, რაც ძრავისკენ ცივი ჰაერის მეტ ნაკადს აფრქვევს. Pagani-მ ახალი დიფუზორიც შექმნა, რომელიც აეროდინამიკულობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. Huayra Tricolore-ს განსაკუთრებულობას უკანა ფრთაც წარმოადგენს. ეს დეტალი უკანა ხუფშია ჩაშენებული და კარბონის ერთ მთლიან ნაჭერს წამოადგენს.

ყურადღება ინტერიერზეც გამახვილდა. სიჩქარის გადასართავის სახელური ალუმინისა და კარბონის ერთ დიდი ნაწილით არის დამზადებული. სალონში სხვა უამრავი ალუმინის დეტალი ატმოსფეროსთვის განკუთვნილი, სპეციალურად დამუშავებული ალუმინით არის წარმოდგენლი. სავარძლები კი ლურჯ და თეთრ ფერებშია შესრულებული, რაც Zonda Tricolore-ს ინტერიერსაც მოგაგონებთ.

Zonda Tricolore-ს მსგავსად Pagani მხოლოდ სამ მოდელს გამოუშვებს. ავტომობილის ფასი კი 6.7 მილიონი დოლარი იქნება.

გაზიარება: