Aa Aa
21 დეკემბერი 2020  |  14:10

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის

სიტყვები „ზამთარი მოდის“  მხოლოდ „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟებს როდი აშინებთ. წელიწადის ამ დროს ავტომობილი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს. გეშინიათ თოვლსა და  ყინულში ტარების? მგზავრობას ხშირად თავს არიდებთ? შიში სრულიად ადეკვატურია. ზამთრის პირობებში მართვა ნამდვილად საფრთხილოა. განსაკუთრებით კი დამწყები მძღოლებისთვის.

ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ თავი და ავტომობილი ზამთრისთვის:

1. დარწმუნდით, რომ თქვენი ავტომობილი კარგ ფორმაშია. ნუ დაგენანებათ ფული მის პროფილაქტიკურ შემოწმებაზე წასაყვანად. შეამოწმებინეთ სინათლეები, სითხეები და საბურავები. ნუ იფიქრებთ, რომ ეს გადაყრილი ფულია. გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში ავარიის საშიშროება იზრდება და ამ ტექნიკური გაუმართაობების გამო მომხდარი ავარია შესაძლოა გაცილებით ძვირად დაგიჯდეთ.

2. საბურავების შემოწმება ყველაზე მნიშვნელოვანია. საბურავის პროტექტორის დასაშვები მინიმალური სისქე 1.6 მილიმეტრია. ოპტიმალური უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია გქონდეთ საბურავები, რომლის პროტექტორის სისქეც სამი მილიმეტრი ან მეტია. თუ ზამთრის საბურავები გაქვთ, მაშინ პროტექტორის სისქე არ უნდა იყოს 4 მილიმეტრზე ნაკლები.  ზამთრის საბურავები კარგი არჩევანია, რადგან ისინი ნებისმიერ სეზონზე გამოგადგებათ. კარგი იქნება, თუ მარაგსაც იქონიებთ.

3. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ "თოვლის წინდები" და ჯაჭვები, მაგრამ ისინი მხოლოდ თოვლსა ან ყინულზე სასიარულოდ გამოიყენება და როგორც კი მშრალ გზაზე გახვალთ მაშინვე უნდა მოხსნათ. ჯაჭვების სწორად შერჩევა და მოხსნა არც თუ ისე მარტივი საქმეა.

4. ზამთარში სიცივეში ავტომობილის სითხეები სქელდება. სანამ ავტომობილს დაძრავთ, დატოვეთ ძრავა ანთებული მინიმუმ 5 წამს. ეს იქნება ოპტიმალური წნევა საწვავის ამოსატუმბად. ძრავის ზეთს გაცილებით დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ სიცივეში ყველა მოძრავ ნაწილს მიეწოდოს. სწრაფმა დაძვრამ შესაძლოა ძრავა დაგიზიანოთ.

5. ყინულიან მდგომარეობაში ატარეთ ყოველთვის ფრთხილად. თავიდან აირიდეთ სწრაფი დამუხრუჭება ან აჩქარება.

6. იარეთ მთავარ გზებზე. ისინი ძირითადად თოვლისგანაა გაწმენდილი. მეორე ხარისხოვანი გზები შესაძლოა არც იყოს გაკვალული. ყოველთვის გქონდეთ სასწრაფო დახმარებისთვის საჭირო აღჭურვილობა: თბილი მოსასხამი, ადვილად შემჩნევადი ჟაკეტი, საკვები და სასმელი, სანათი, მობილური ტელეფონი კარგად დატენილი ბატარეით...

რა უნდა გქონდეთ თან:

თუ ზამთარში გრძელ დისტანციაზე გადაადგილებას გადაწყვეტთ., რეკომენდებულია, რომ თან იქონიოთ ტელეფონის ავტომობილის დამტენი, მარშრუტის დაბეჭდილი რუკა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების საჭირო აღჭურვილობა. ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ:

  • საბანი ან საძილე ტომარა
  • ნიჩაბი
  • ყინულის მჭრელი
  • სანათი დატენილი ბატარეებით
  • საჭმელი

ეს არის ზოგადი რჩევები, რომლებიც ზამთრის გადაგორებაში დაგეხმარებათ. იმედია, ჩვენი სტატია ზამთრის მკაცრ პირობებთან უსაფრთხოდ გამკლავებაში ხელს შეგიწყობთ.

გაზიარება: