Aa Aa
22 დეკემბერი 2020  |  13:18

კვირობით დატოვებულმა BMW i8-მ მფლობელს სველი სიურპრიზი დაახვედრა

მფლობელი ძალიან გაბრაზებულია.

თურქმა ავტომოყვარულმა, სერჰატ დურმუსმა, ინტერნეტ სივრცეში 2015 წლის BMW i8-ის შოკის მომგვრელი სურათები გაასაჯაროა. Covid-19-თან დაკავშირებით ქვეყანაში მიღუბული შეზღუდვების გამო მფლობელს ჰიბრიდული სპორტული კუპეს სახლიდან მოშორებით დატოვება მოუხდა. საბოლოოდ, როდესაც ის ავტომობილთან მივიდა საბარგულში მას უზარმაზარი წყლის გუბე დახვდა.

დურმუსმა ადგილობრივ BMW-ს სადილეროს წყლის პრობლემასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ მიმართა. სადილეროს მექანიკოსებმა მფლობელს განუცხადეს, რომ ეს მხოლოდ „უმნიშვნელო პრობლემაა და მისი მოგვარება საჩქარო არ იყო“. გუბე კი რომელსაც სურათებში ხედავთ ავტომობილში ორი კვირის განმავლობაში დაგროვდა.

უცნაური და გაურკვეველია, რომ თუ დურმუსმა გაჟონვის შესახებ იცოდა და i8-ს გარეთ ყოფნა კვირობით მოუწევდა რატომ არ დაფარა მან ავტომობილის უკანა მხარე იმგვარად, რომ კაბინაში წყალი არ მოხვედრილიყო. უკანა ნაწილის ბრეზენტით დაფარვით ავტომობილი იქამდე გაძლებდა, სანამ დილერი პრობლემის მოგვარებას მოახერხებდა.

ეგზოტიკური კუპეს უკანა ნაწილში წყლის გუბე ცუდი ამბავია, თუმცა, პრობლემა კოსმეტიკურია თუ მძიმე ეს სურათებიდან არ ჩანს. წყალს ზიანის მიყენება სავარაუდოდ ავტომობილის ელექტრო კომპონენტებისთვის შეეძლო. დიდი ალბათობით ეს ყველაფერი დეფექტის მქონე საბარგულის რეზინებმა გამოიწვია. სხვაგვარად ამდენი წყლის საბარგულში მოხვედრა შეუძლებელია. დურმუსი კი BMW-ს წარმომადგენებთან უკმაყოფილებას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გამოთქვამს.

გაზიარება: