Aa Aa
24 დეკემბერი 2020  |  15:01

ეს საექსპედიციო ფორდი 9 ადამიანის მგზავრობას, 6 ადამიანის მოსვენებას და ყველგან მისვლას შეძლებს

იდეალური გამოსავალი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისგან. 

მაშინ, როდესაც თვეებია სახლების დატოვებას ვერიდებით ოთხ კედელს შორის გამოკეტვა ბევრი ადამიანისთვის გაუსაძლისი ხდება. თუ თქვენთვის ბუნებაში გასვლა, დროის გატარება და უსაფრთხოდ დარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ ეს ძირფესვიანად მოდიფიცირებული 2019 წლის Ford F-450 იდეალურ ავტომობილად მოგეჩვენებათ. მისი ოდომეტრი მხოლოდ 60 000 კმ.-ს აჩვენებს, რაც მისი სისცოცხლისუნარიობის დიდ ხანგრძლივობას ნიშნავს. მფლობელი მის სანაცვლოდ 135 000$-ს ითხოვს.

მფლობელის თქმით, ავტომობილი ზამთრის კემპინგისთვის აიწყო. ჩარჩო მაღალხარისხიანი იზოლაციის სენდვიჩპანელებითა და ბოჭკოვანი მინის ჭერით არის დამზადებული. ისინი ძარას მეტალის სამაგრებით უერთდება, რეზინის შუასადები კი მოძრაობას იწოვს. კორპუსი ოთხი ფენა გრუნტით და ოთხი ფენა საღებავით არის დაფარული. ყველა მეტალის დეტალი რეზინის თხელ ფენაშია გახვეული.

უკან არსებული ალუმინის ყუთები ძირითადად დასასაწყობებლად გამოიყენება. ქვედა მხარეს განთავსებული ყუთები ბატერეებს მოიცავს, ხოლო ზემოთ არსებული ყუთები იმხელაა, რომ სრული სათხილამურო აღჭურვილობა დაეტევა. სახურავზე ორი 350-ვატიანი მზის პანელი და 190 ლიტრიანი მზის საშხაპეა განთავსებული.

სალონში 9 ადამიანისთვისაა უსაფრთხოების ღვედები, ხოლო უკანა კაბინაში სამი საწოლი განთავსებაა შესაძლებელი, რაც ექვსი ადამიანის მოსვენებას უზრუნველყოფს. დამატებითი ადგილისთვის მფლობელს ახლა მხოლოდ ორი საწოლი აქვს დამონტაჟებული.

ინტერიერის საცხოვრებელ პირობებს მიკროტალღური ღუმელი, სამზარეულოს ღუმელის ზედა ნაწილი და Wi-Fi-ც აუმჯობესებს. გათბობას დიზელზე მომუშავე გამათბობელი სისტემა უზრუნველყოფს. 190 ლიტრიან ავზთან ერთად 320 ლიტრიანი სუფთა წყლის ავზია ცალკე განყოფილებად. ნარჩენებისთვის კი ავტომობილს 160 ლიტრიანი ავზი „შავი წყლისთვის“, ხოლო 160 ლიტრიანი ავზი „ნაცრისფერი წყლისთვის“ აქვს გამოყოფილი.

ძალოვანი აგრეგატს F-450-ის ორიგინალი, 6-7-ლიტრიანი დიზელის ძრავა წარმოადგენს, რომელიც სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე მიმართავს. დაკიდებაც ქარხნული გახლავთ, თუმცა მფლობელის თქმით, ავტომობილზე 44-იანი საბურავების დაყენებაც თავისუფლად შესაძლებელია.

გაზიარება: