Aa Aa
25 დეკემბერი 2020  |  15:55

Toyota Supra ტარგა კონცეპტი SEMA-სთვის შეიქმნა და ის წარმოებას ითხოვს

Toyota-მ Supra-ს ტოპ ვერსიას ფირი მოხსნა!

Toyota-ს ახალი ნაწარმი, სახელად Supra Sport Top-ი, ექსკლუზიურად 2020 წლის SEMA-ს ჩვენებისთვის შექმნილი კონცეპტია. ფესტივალი ნოემბერში იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

Supra Sport Top-ი თავისი ტყუპისცალის - BMW Z4-ის - გსგვავსად კაბრიოლეტი არ არის. ის ტარგაა. ტარგას ტიპის სახურავიანი ოფცია Supra-ს წინა თაობებში კი ყველაზე პოპულარული გახლდათ.

ამ კონცეპტუალური მოდელის აწყობა ისეთი უბრალო არ ყოფილა, რომ სამუშაოები მხოლოდ სახურავის კონკრეტული ნაწილის მოჭრით დასრულებულიყო. Toyota-ს მიხედვით, ინჟინრების გუნდს ავტომობილის სტრუქტურული სიხისტისთვის კორპუსის დიდი ნაწილების გაძლიერება მოუხდათ. გუნდმა ისეთი მსუბუქი სახურავის შემუშავებაც მოახერხა, რომ ის საბარგულში თავისუფლად ეტევა და მისი მოხსნა პრობლემას არ წარმოადგენს.

მოდელი უფრო გასართობი რომ ყოფილიყო ავტომობილს ისეთი რეტრო დეტალებიც დაუმონტაჟდა, რომელიც მეოთხე თაობის Supra-დან გვახსოვს: უკანა ფრთა და მრგვალად განათებული უკანა მაშუქები.

2020 წლის SEMA-ს ჩვენება ნოემბრის პირველი კვირისთვის იყო ჩანიშნული. ამ პერიოდში Toyota-მ სამი სხვა Supra-ს მოდელის პრეზენტაცია გამართა, რომლებიც ჩვენებაზე უნდა გვენახა.

Supra-ს ტარგა ვერსიის სერიული წარმოება უამრავ ავტომოყვარულს გაახარებდა, თუმცა, დარბრუნდება თუ არა 1986 წლის მოდელიდან მოყოლებული გლამური ახალ ნაჭუჭში დრო გვეტყვის.

გაზიარება: