Aa Aa
12 იანვარი 2021  |  15:21

შაკილ ონილის Ferrari F355 Spider-ი იყიდება და ის დიდი ბიჭების გადასაყვანად მზად არის

Ferrari-ს კაბრიოლეტს მხოლოდ 11 909 კილომეტრი აქვს გავლილი.

თუ თქვენი სიმაღლე 210 სანტიმეტრს აჭარბებს და კლასიკურ სპორტულ ავტომობილს ეძებთ, მაშინ ეს 1998 წელს გამოშვებული F355 Spider-ი აუცილებლად დაგაინტერესებთ. ავტომობილი Bring-aTrailer-ის აუქციონზეა განთავსებული და მის მოსაგებად მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მთელი განსაკუთრებულობა კი ის გახლავთ, რომ მანქანა NBA-ს ლეგენდის, შაკილ ონილის, მფლობელობაში იყო.

მათ, ვისაც 90-იანებში უცხოვრია და ეს პერიოდი კარგად ახსოვს, მაშინ დიდი შაკიც ემახსოვრება. მისი კომფორტულად მოთავსებისთვის Ferrari-მ ავტომობილს ქარხნული სახურავი და საწვავის ავზი მოხსნა.

როგორც სურათებში ხედავთ ავტომობილი ვერცხლისფერია, ხოლო სალონი სარბოლო მოკაზმულობითა და აფტერმარკეტ სავარძლებით არის დამშვენებული. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი სავარძლებზე დატანილი Superman-ის ლოგოა. შეგახსენებთ, რომ შაკს NBA-ში ზედმეტსახელად Superman-ი შეარქვეს.

საუკეთესო დეტალი კი ისაა, რომ ონილს ამ ავტომობილით გადაადგილება დიდად არ ხიბლავდა, რის გამოც ოდომეტრი 11 909 კილომეტრს აჩვენებს. საწვავის ავზი წინა საბარგულშია გადატანილი. მოდელში სპეციალური შეკვეთით დამზადებული ხმის სისტემა და Bluetooth კავშირიც გვხვდება.

სავარძლების უკან 3.5-ლიტრიანი V8 ძრავაა განთავსებული, რომელიც 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აგრეგატი 6-სიჩქარიან F1-ის Transaxle კოლოფთან არის დაკავშირებული, რომელიც სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე მიმართავს.

ამჟამად ავტომობილის ფასი 48 500$-ია, თუმცა, აუქციონის დასრულებამდე ორი დღეა დარჩენილი.

გაზიარება: