Aa Aa
18 თებერვალი 2021  |  11:24

„ჩემპიონთა რბოლა“ - სადაც ყველა თანაბარია

წარმოიდგინეთ, რა დიდებული სანახაობა იქნებოდა, როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს მსგავსი მანქანებით ფორმულა 1-ის და რალის პილოტები. რა იქნებოდა, რომ ეს პილოტები თან მსოფლიო ჩემპიონებიც ყოფილიყვნენ?  თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ ამის წარმოდგენა სულაც არაა საჭირო, როცა „ჩემპიონთა რბოლა“ არსებობს.

 

 

„ჩემპიონების რბოლაში“  საუკეთესო რვა პილოტი ინდივიდუალურად ეჯიბრება ერთმანეთს. თოთოეული კონკურსანტი სხვა კონკურსანტებს რიგ-რიგობით ხვდება. ROC „ნაციის თასისთვის“ მრბოლელები 8 ორ-კაციან გუნდად იყოფიან და იმავე ფორმატით ეჯიბრებიან ერთმანეთს. ორივე შეჯიბრში ფინალურ დაპირისპირებაში 3 წრეა. ვინც 2 წრეს იგებს, „ჩემპიონების ჩემპიონიც“ ის ხდება.

„ჩემპიონების რბოლა“ პირველად 1988 წელს ყოფილმა რალის პილოტმა მიშელ მუტონმა და ფრედრიკ ჯონსონმა ჩაატარეს. რბოლებში თავდაპირველად მხოლოდ რალის პილოტები მონაწილეობდნენ. მას შემდეგ შეჯიბრება გაფართოვდა და აქ უკვე ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობის პილოტებსაც შევხვდებით. 

 

მანქანები

შეჯიბრში გამოყენებული მანქანები ყოველ წელს საინტერესო და განსხვავებულია. რბოლა იმითაა განსაკუთრებით მიმზიდველი, რომ პილოტები თანაბარ პირობებში არიან. მათ სრულიად იდენტური ავტომობილები ჰყავთ. ღონისძიების მსვლელობისას თითოეული პილოტი რამდენიმე განსხვავებულ ავტომობილს მართავს.

ტიგ ბლომკვისტი მართავს Audi Quattro S1-ს

 

 ადრეული ღონისძიებები (1988–1991)

პირველად ეს ტურნირი 1988 წელს პარიზთან ახლოს Autodrome de Linas-Montlhéry -ზე ჰენრი ტოივონენის საპატივსაცემოდ და რალის მსოფლიო ჩემპიონატის დაარსებიდან 10 წლის თავის აღსანიშნად  ჩატარდა. ახალგაზრდა, უნიჭიერეს რალის პილოტ ჰენრი ტოივონენს, ავტოსამყაროში იცნობდნენ, როგორც „ყველაზე უშიშარს“ და აირტონ სენასაც კი ადარებდნენ.  ტოივონენი კორსიკის რალიზე 1986 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. პირველ რბოლაში მონაწილეობდა რალის 8 მსოფლიო ჩემპიონი 1979-1988 წლებში: ბიორნ ვალდეგარდი, ვალტერ რორლი, არი ვატანენი, ჰანუ მიკოლა, სტიგ ბლომქვისტი, ტიმო სალონენი, იუჰა კანკუნენი და მიკი ბიაზიონი. ფინალში „მფრინავი ფინელები“ გავიდნენ. კანკუნენმა სალონენი დაამარცხა და გახდა პირველი „ჩემპიონების ჩემპიონი“. საინტერესო იყო რბოლაზე გამოყვანილი ავტომობილების სიაც: Audi Quattro S1, BMW M3, Ford Sierra RS Cosworth, LanciaDelta Integrale, Opel Manta 400 და Peugeot 205 Turbo 16.

რალის 8 მსოფლიო ჩემპიონი პირველ რბოლაზე (1988წ.)

 შემდეგ წლებში ამ ღონისძიებას ნელ-ნელა ახალი რბოლები ემატებოდა და სულ უფრო მიმზიდველი ხდებოდა, როგორც პილოტებისთვის, ასევე მაყურებლებისთვის.  The International Rally Masters 1990 წელს დაიწყო. სეზონის საუკეთესო მრბოლელებს, ვისაც ტიტული არ მოუგია, ეძლეოდათ შანსი მთავარ რბოლაზე - „ჩემპიონების რბოლაზე“ ადგილი მოეგოთ. The Classic Rally Masters პირველად 1994 წელს გაიმართა. ეს იყო ისტორიული რბოლა, რომელიც 1965 Porsche 911s-ებით ჩატარდა. ეს ორი შეჯიბრი მართალია მალევე გაუქმდა, მაგრამ დროდადრო  ნიურნბურგრინგზე, ბარსელონასა და მადრიდში ტარდებოდა. 

 

გრან კანარია (1992–2003)

ეს ღონისძიება კანარის კუნძულებზე 1992 წლიდან ტარდება. სწორედ არ პერიოდში რალის ჩემპიონების უპირატესობა ყველასთვის მოულოდნელად გაქრა. ამის მტკიცებულება იყო, ანდრია აჯინის და ფრანსუა  დელეკურის გამარჯვება. მათგან  არც ერთს რალიში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოგებული არ ჰქონდა.

„ნაციების თასი“ 1999 წელს ჩატარდა. ჩემპიონატში წრიული რბოლის პილოტები და მოტოციკლეტისტები ჩაერთვნენ, რამაც ეს შეჯიბრი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. 2001 იყო პირველი წელი, როცა რალისარც ერთ მრბოლელს მთავარი ტიტულისთვის არ უბრძოლია.

2003 წელს რბოლები გრან კანარიაზე ბოლოჯერ ჩატარდა. 2004 წლიდან ჩემპიონების დაპირისპირებამ სტადიონებზე გადაინაცვლა. რალის პილოტებმა დომინირება დაკარგეს. 2007 წელს შეჯიბრზე უფრო მეტი ფორმულა 1-ის და სპორტული ავტომობილების პილოტი იყო, ვიდრე რალის.  

სენტ-დენისი (2004–2006)

2004 წლის რბოლა 6 დეკემბერს სენტ დენისში Stade de France-ზე ჩატარდა. ინდივიდუალ ჩემპიონატში ფორმულა 1-ის ფინელმა პილოტმა ჰეიკი კოვალაინენმა გაიმარჯვა და გახდა პირველი „ჩემპიონების ჩემპიონი“, რომელიც რალის პილოტი არ იყო. ჟან ალეზიმ და სებასტიენ ლოებმა საფრანგეთს გამარჯვება მოუტანეს.

2004 წელს ასევე ჩატარდა სპეციალური დაპირისპირება World Champions Challenge, რომელშიც ერთმანეთს ფორმულა 1-ის 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი მიხაილ შუმახერი და რალის 9-გზის ჩემპიონი სებასტიენ ლოები დაუპირისპირდნენ. გერმანელმა შეძლო მეტოქის დამარცხება.

2005 წელს შეჯიბრი 3 დეკემბერს ჩატარდა და „ლე მანის“ 9-გზის დანიელი ჩემპიონის ტომ კრისტენსენის დამარცხებით დასრულდა. „ნაციების თასი“ სკანდინავიელების გუნდმა, რომელიც ტომ კრისტენსენისა და მათიას ეკსტრომისგან შედგებოდა, მოიგო.

2006 წელს რბოლები 16 დეკემბერს გაიმართა. „ნაციის თასი“ ფინელების გამარჯვებით დასრულდა. ჰეიკი კოვალაინენმა ამერიკელი ტრეივის პასტრანა დაამარცხა. მის მეწყვილე მარკუს გრონჰოლმსაც პასტრანასთან დაპირისპირება მოუხდა. ამერიკელის მეწყვილე ჯიმი  ჯონსონი და და მისი შემცვლელი სკოტ სპიდი რბოლას ტრავმის გამო გამოეთიშნენ.

ინდივიდუალური შეჯიბრი და ჰენრი ტოივონენის სახელობის ჯილდო შვედმა მათიას ეკსტრომმა მოიგო. მან ნახევარფინალში  0.0002წმ-ით დაამარცხა კოვალაინენი. ფინალში კი სებასტიენ ლოებს მოუგო.

 

ლონდონი (2007–2008)

2007 წლის რბოლები „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა. შეჯიბრი „ნაციის თასით“ დაიწყო. გერმანელებმა ფინელების დამარცხება შეძლეს. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში  FIA World Rallycross-ის და DTM-ის ორგზის ჩემპიონმა მათიას ეკსტრომმა შუმახერი დაამრაცხა. 

2008 წელს შეჯიბრება 14 დეკემბერს გაიმართა. გერმანელებმა კვლავ გაიმარჯვეს.  სებასტიენ ლოებმა ინდვიდუალურ შეჯიბრებაში ფორმულა 1-ის ბრიტანელ ლეგენდას დევიდ ქულთარდს მოუგო.

დევიდ ქულთარდი და სებასტიენ ლოები

პეკინი (2009)

2009 წელს რბოლები პეკინის ნაციონალურ სტადიონზე  3-4 ნოემბერს გაიმართა. პირველად ჩატარდა რეგიონალური შეჯიბრება, რომლის გამარჯვებულიც „ნაციის თასში“ მიიღებდა მონაწილეობას. 6-7 ნოემბერს პორტოში გამართულ რბოლაზე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მონაკომ შეძლო იტალიის, ესპანეთის და პორტუგალიის დამარცხება.

გერმანიამ ნაციის თასი კიდევ ერთხელ მოიგო. ამჯერად გერმანელებმა ბრიტანელები დაამარცხეს. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში შუმახერი მათიას ეკსტრომთან კიდევ ერთხელ დამარცხდა.

 

დუსელდორფი (2010–2011)

2010 წლის ჩემპიონატი დუსელდროფში „ესპრიტ არენაზე“ 27-28 ნოემბერს გაიმართა. გერმანიამ საკუთარ სამშობლოში კიდევ ერთხელ მოიგო „ნაციის თასი“ და ისევ დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ყველასთვის გასაკვირად, პორტუგალიელმა ფილიპე ალბუკერკემ ნახევარფინალში სებასტიან ფეტელი, ხოლო ფინალში სებასტიენ ლოები დაამარცხა და „ჩემპიონების ჩემპიონი“ გახდა.

2011 წელს რბოლები ფრანკფურტის „კომერცბანკ არენაზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ფრანკფურტის აინტრახტი“ მეორე დივიზიონში ჩამოქვეითდა, სტადიონს ამ დღეებში ღონისძიების მასპინძლობა აღარ შეეძლო. 2011 წელსაც შეჯიბრი დუსელდორფში გაიმართა. გერმანიამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. სებასტიან ოჟიემ „ლე მანის“ ლეგენდა ტომ კრისტენსენი დაამარცხა და ინდივიდუალური ტიტული მოიგო.

ბანგკოკი (2012–2013)

2012 წლის რბოლა 14-16 დეკემბერს რაჯამანგალას სტადიონზე ბანგკოკში გაიმართა. ინდივიდუალური „ჩემპიონების რბოლა“ ფრანგმა რომან გროჟანმა მოიგო. ფინალში მან ტომ კრისტენსენი დაამარცხა. ნაციის თასი ზედიზედ მეექვსედ გერმანიამ მოიგო. გერმანელებმა ფინალში ფრანგები დაამარცხეს.  

2012 წელს პირველად გაიმართა ROC Asia-ს შეჯიბრება, რომელშიც გუდნები ტაილანდიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან და იაპონიიდან  ROC  ნაციის თასზე ორი ადგილისთვის იბრძოდნენ.  

რთული პოლიტიკური მდგომარეობის გამო 2013 წლის ტურნირი ბანგკოკში გაუქმდა.

სებასტიან ფეტელი და მიხაილ შუმახერი

ბარბადოსი (2014)

2014 წლის „ჩემპიონების რბოლა“ ბარბადოსში 13-14 დეკემბერს Bushy Park circuit-ზე ჩატარდა. ეს იყო პირველად, როცა შეჯიბრი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართა. ინდივიდუალური ჩემპიონატი დევიდ კულთარდმა მოიგო, რომელმაც DTM-ის ახალგაზრდა პილოტი პასკალ ვერლაინი დაამარცხა.  სკანდინავიელების გუნდმა დიდი ბრიტანეთი დაჯაბნა. ტომ კრისტენსენმა და პეტერ ზოლბერგმა შეძლეს დევიდ კულთარდისა და სუზი ვოლფის წინააღმდეგ გამარჯვება.  

დევიდ ქულთარდი

ლონდონი (2015)

2015 წელს „ჩემპიონების რბოლა“ ლონდონს დაუბრუნდა. შეჯიბრი სტენფორდში „ლონდონის“ მოედანზე გაიმართა. „ნაციების თასი“ ჩატარდა პარასკევს 20 ნოემბერს, ხოლო ჩემპიონების რბოლა - 21 ნოემბერს.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ისეთი პილოტები, როგორებიც არიან ფორმულა 1-ის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ლე მანის 9 -გზის გამარჯვებული ტომ კრისტენსენი და FIA World Rallycross Championship-ის გამარჯვებული პეტერ ზოლბერგი. The ROC Nations Cup ინგლისის გუნდმა მოიგო, რომელიც ჯეისონ პლატოსა და ენდი  პრიოლისგან შედგებოდა. „ჩემპიონების ჩემპიონი“ სებასტიან ფეტელი გახდა.

სებასტიან ფეტელი - ,,ჩემპიონების ჩემპიონი"

მაიამი (2017)

2017 წელს „ჩემპიონების რბოლა“ „მარლინს პარკ მაიმიში“, ფლორიდაში 21-22 იანვარს გაიმართა. 15 მრბოლელი 6 ქვეყნიდან 2017 ROC-ზე ერთმანეთს ეჯიბრებოდა. მათ შორის იყვნენ 2015 NASCAR Sprint Cup-ის ჩემპიონი კაილ ბუში და  Indy 500-ის ჩემპიონი ხუან პაბლო მონტოია. „ჩემპიონების ჩემპიონი“ ხუან პაბლო მონტოია გახდა. მან ტომ კრისტენსენი დაამარცხა. სებასტიან ფეტელმა გერმანიისთვის ნაციის თასი მარტომ მოიგო, მას შემდეგ, რაც მისი გუნდელი პასკალ ვერლაინი ავარიის გამო რბოლას ვეღარ აგრძელებდა.

 

ერ-რიადი (2018)

2018 წელს 2-3 თებერვალს King Fahd International Stadium-ზე გაიმართა.  ეს იყო პირველი საერთაშორისო რბოლა საუდის არაბეთში. გერმანელებმა ლათინური ამერიკის გუნდი დაამარცხეს. ხოლო დევიდ კულთარდმა ფინალურ დაპირისპირებაში პეტერ ზოლბერგს სძილია.

 

მეხიკო (2019)

2019 წელს საიუბილეო 30-ე „ჩემპიონების რბოლა“  „ფორო სოლში“ მეხიკოში 19-20 იანვარს გაიმართა. ეს იყო მესამე რბოლა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარდა. ადგილობრივმა რალის პილოტმა ბენიტო გერა ჯუნიორმა ლოიკ დუვალი დაამარცხა და „ჩემპიონების ჩემპიონი“ გახდა.  ტომ კრისტენსენმა და იოჰან კრისტოფერსონმა სებასტიან ფეტელი და მიკ შუმახერი დაამარცხეს და სკანდინავიელების გუნდს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობით ბევრ ღონისძიებას ჩამოუვარდება, შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა რბოლა ავტოსპორტის ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობაა. პილოტების თანაბარ პირობებში ხილვა კი ისაა, რაც დღევანდელ ავტოსამყაროს ასე აკლია.

 

ჩემპიონების ჩემპიონი

 

პილოტი

გამარჯვებები

 დიდიე ორიოლ

4

 სებასტიენ ლოები

3

 მათიას ეკსტრომი

 სტიგ ბლომქვისტი

2

 იუჰა კანკუნენი

 დევიდ ქულთარდი

 ხუან პაბლო მონტოია

1

 კარლოს საინზი

 ტომი მაკინენი

 ჰარი როვანპერა

 მარკუს გრონჰოლმი

 ჰეიკი კოვალაინენი

 ფრანსუა დელეკური

 რომან გროჟანი

 სებასტიენ ოჟიე

 ანდრეა აჯინი

 სებასტიან ფეტელი

 ბენიტო გერა

 კოლინ მაკრეი

 

 

 

 

გაზიარება: