Aa Aa
13 იანვარი 2021  |  13:19

Tesla Model Y NHTSA-ის უსაფრთხოების ტესტში საუკეთესო შეფასებას იღებს

Model Y-მ ყველა კატეგორიაში ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა

Tesla-ს ავტომობილები უსაფრთხოების გამოცდაში განსაკუთრებული შეფასებით გამოირჩევიან. ახალი მოდელის - Model Y-ს - ტესტის უმაღლესი შეფასება კი არავის უკვირს. გასაკვირი ის იქნებოდა თუ Model Y-ს National Highway Traffic Safety Administration-ი დაბალი ქულებით შეაფასებდა.

მოდელმა 5-ვარსკვლავიანი შეფასება რეიტინგის ყველა კატეგორიაში მიიღო: წინიდან შეჯახება, გვერდიდან შეჯახება და გადაბრუნება. ავტომობილმა მწვანედ უსაფრთხოების ისეთი გრაფებიც მონიშნა, როგორიც წინა საავარიო გაფრთხილება, ხაზიდან გადასვლის გაფრთხილება და ავტონომიური დამუხრუჭების სისტემაა.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ Model Y საავტომობილო ავარიისას მასში მსხდომ მგზავრებს მაქსიმალურად დაიცავს. ავარიის თავიდან აცილების სისტემები კი, პირველ რიგში, შემთხვევის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. თუმცა, NHTSA აღნიშნავს, რომ Model Y, სხვადასხვა დეფექტების გამო, უკვე ორჯერ იქნა გაწვეული ქარხნებში.

პირველი გაწვევა 2020 წლის 17 ნოემბერს განხორციელდა, რისი მიზეზიც საჭის დეფექტიანობა გახლდათ. მეორე გაწვევა კი 2020 წლის 30 სექტემბრით თარიღდება, როდესაც ავტომობილებზე სამუხრუჭე მაშუქების ხარვეზი დააფიქსირეს.

გაზიარება: