Aa Aa
5 თებერვალი 2021  |  13:00

Ford v. Ferrari: რეალური ისტორია ცნობილი კადრების მიღმა

ისტორიის ფურცლები სავსეა ცნობილი დაპირისპირებებით. ბევრი მათგანი ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილის, ან დაჭრილი ღირსების გამო წარმოიშვა. ეს ისტორია კი იმითაა განსაკუთრებული, რომ ორივეს აერთიანებს. ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ ეცადა ჰენრი ფორდ მეორე „ფერარის“ შეძენას და როგორ წარმოიშვა დიდი მტრობა მასა და ლეგენდარულ ენცო ფერარის შორის.

სწორედ ეს ლეგენდარული დაპირისპირება აისახა ჰოლივუდის ფილმში Ford v. Ferrari, რომელშიც მთავარ როლებს მეტ დეიმონი და კრისტიან ბეილი ასრულებენ.

ბიზნესგარიგება „ფერარისა“ და „ფორდს“ შორის ჩაიშლება. ავტომწამოებელი ტიტანი ღირსებით აღსადგენად და „ფერარის“ გასაცამტვერებლად $25 მილიონს და უამრავ ადამიანურ რესურს დახარჯავს იმისთვის, რომ, რაც შეიძლება ნაკლებ დროში „ფერარი“ სამარცხვინოდ დაამარცხოს. იმ დროს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ რბოლაში, ლე მანის 24 საათში „ფერარი“ დომინირებდა.

რეალური ისტორია 1960-იანებში იწყება. ბეიბი ბუმის თაობა გაიზარდა. კონსიუმერიზმის ფორმა შეიცვალა და მარკეტინგული სტრატეგიები შეიცვალა. პირველად ისტორიაში ახალგაზრდები უფრო მნიშვნელოვანი გადხა ბიზნესისთვის, ვიდრე მათი მშობლები. „ბუმერები“ თანხას უფრო ხელგაშლილად ხარჯავდნენ ავტომობილებზე, ტანსაცმელზე და ფუფუნების საგნებზე, ვიდრე მათი მშობლების თაობა, რომლებმაც დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომი გამოიარეს და კაპიკს კაპიკზე აწებებდნენ. ახალგაზრდები რაღაც უფრო ამაღელვებელს ეძებდნენ. ავტომობილებს, რომლებიც უფრო სპორტული და სექსუალური იქნებოდა. ისინი სანდოობას და კომფორტს სისწრაფეს ამჯობინებდნენ.

1962 წელს „ფორდის“ გაყიდვები გაუარესდა. ეს ისეთი მოდელების ჩავარდნამ განაპირობა, როგორიცაა Edsel-ი. თანაც კონკურენტების GM-ისა და Chrysler-ის პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედსელ ფორდის უფროსმა შვილმა და ჰენრი ფორდის შვილიშვილმა, სიტუაციის გაუმჯობესება გადაწყვიტა. Ford-ის დივიზიის თავმჯომარე ლი აიაკოკამ დაარწმუნა, რომ კითხვაზე პასუხი სპორტული ავტომობილის შექმნა იყო.

მხოლოდ ერთი პრობლემა იყო: Ford-ს პორტფოლიოში სპორტული ავტომობილი არ ჰყავდა და აწყობა არც იგეგმებოდა.

სპორტული ავტომობილის ყოლის ერთადერთ გზად ჰენრი მეორეს მისი შეძენა ეჩვენებოდა. სწორად აქედან გაჩნდა „ფერარის“ შეძენის იდეა, რომელიც მაშინ სარბოლო ავტომობილების წარმოებაზე იყო ორიენტირებული და საგზაო ავტომობილებს მხოლოდ სარბოლო ავტომობილის ხარჯების დასაფარად ყიდდა.

1963 წელს რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო. ამერიკული კომპანია ფერარის მილიონს გადაუხდიდა. ყოფილი მრბოლელი, ენცო ფერარი „ფორდთან“ შეთანხმებაზე კომპანიის გადასარჩენად მზად იყო. თუმცა გარიგება ჩაიშალა. იტალიელს არ მოეწონა პუნქტი, რომელიც ამბობდა, რომ „ფორდი“ მთელ ბიუჯეტს გააკონტროლებდა და „ფერარის“ გუნდების მართვის გადაწყვეტილებებსაც ის მიიღებდა. ენცოს ავტოსპორტის პროგრამაზე კონტროლის დაკარგვა არ უნდოდა. გაბრაზებულმა თქვა, რომ ის თავის კომპანიას არასდროს მიყიდდა მახინჯ ავტომწარმოებელს, რომელიც თავის მახინჯ ქარხანაში მახინჯ მანქანებს ამზადებს. ეს იყო პირადი შეურაცხყოფა ჰენრი მეორესი და დიდი ჰენრი ფორდის ხსოვნის.

უფრო მეტი შეურაცხყოფისთვის ენცომ კომპანიის წილი პატარა და ახალგაზრდა იტალიურ ავტომწარმოებელს - Fiat-ს მიყიდა. ზოგიერთი თანამდებობის წევრი „ფორდში“ ამტკიცებდა, რომ ფერარი ამ შეთანხმების მიმართ სერიოზულად არასდროს იყო განწყობილი და სპექტაკლი მხოლოდ Fiat-ის სასურველ ფასად მისაზიდად დადგა. ჰენრი ფორდი ავტომობილისა და ღირსების გარეშე დარჩა.

შურის საძიებლად ჰენრი მეორემ სარბოლო ავტომობილის აწყობა გადაწყვიტა, რომელიც „ფერარის“ დაამცირებდა. თანაც იქ, სადაც მათთვის წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ლე მანის 24 საათზე. ასე ჩაეყარა საფუძველი ლეგენდარული GT40-ის შექმნას.

თავდაპირველად ე.წ. „ფერარის მკვლელის“ აწყობა ბრიტანეთში Advanced Vehicles Group-ს დაევალა. ისინი უკვე ავითარებდნენ ავტომობილს, რომელსაც ექსპერიმენტული ძრავა ექნებოდა. ეს ძრავა დედბორნში, მიჩიგანში აიწყო.

პირველი GT40-ები სწორედ ამ ჯგუფის ნამუშევარი იყო, თუმცა, საიმედოობით არ გამოირჩეოდა. მუხრუჭები სასიცოცხლოდ საშიში იყო.

„ფორდის“ ინჟინრებმა გამოთვალეს, რომ, როცა ავტომობილი ლე მანის ბოლოს მულსეინის სწორზე გავიდოდა, მურუჭები 1 500 ფარენჰეიტამდე წამებში გაცხელდებოდა. ეს ნებისმიერი პილოტისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა.

საბოლოოდ, „ფორდის“ გუნდმა ასფალტის ზედაპირზე ავტომობილის სტაბილურობას ვერ მიაღწია. 1964-1965 წლებზე ლე მანში მარცხის შემდეგ, „ფორდმა“ დახმარებისთვის ლოს ანჟელესელ ლეგენდარულ ქეროლ შელბის მიმართა. მანამდე შელბი უბრალოდ კონსულტატნი იყო, ამჯერად კი პროექტის მართვა მის ხელში გადავიდა. გამარჯვებაზეც და დამარცხებაზეც პასუხისმგებელი ის იყო.

რთული დასაწყისის შემდეგ, ქეროლ შელბიმ და ინჟინერმა და მრბოლელმა კენ მაილსმა GT40 თავიდან შექმნეს.

შელბიმ და მაილსმა პირველ რიგში მართვადობა და სტაბილურობა დახვეწეს. მათ აეროდინამიკა გააუჯობესეს. მათ ავტომობილს გარედან ლენტები და შალის ბოჭკოები მიამაგრეს, რომ დაენახათ, როგორ გადაადგილდებოდა ჰაერი მის ქვეშ და გარშემო. რაც უფრო უკეთესად ჭრის ავტომობილი ჰაერს, მას გაადგილებისთვის ნაკლები ენერგია სჭირდება. რაც საწვავის ნაკლებ ხარჯზეც აისახება. თუ ბოჭკოების გრეხილი თანაბრად იყო განაწილებული, ყველაფერი კარგად იყო.  თუ არა, მაშინ ეს ავტომობილის კონსტრუქციაში ნაკლებზე მიუთითებდა, რომლებიც მიმჭერ ძალაზე უარყოფითად მოქმედებდა. შეგროვებულმა მონაცემებმა შელბის და მაილსს საშუალება მისცა, ძარა და დაკიდების სისტემა შეეცვალათ. ამ ყველაფერმა GT40 უფრო სტაბილური და ტრასაზე კარგად მანევრირებადი გახადა.

მუხრუჭების პრობლემა „ფორდის“ გუნდის ინჟინერმა ფილ რემინგტონმა მოაგვარა. მან მუხრუჭების შეცვლის სისტემა მოიგონა. ამ სისტემის თანახმად, მუხრუჭების შეცვლა სწრაფად, მძღოლის შეცვლის დროს იყო შესაძლებელი. გუნდს არ მოუწევდა იმაზე დარდი გაძლებდა თუ არა მუხრუჭების ერთი კომპლექტაცია მთელი რბოლა.

სანდოობის ასპექტების შესამოწმებლად, გუნდი დინამომეტრს იყენებდა. თანამედროვე პრაქტიკა, როცა ავტომობილს დინო ტესტზე აყენებენ, 60-იანებში რევოლუციური იყო. დინამომეტრი მოწყობილობაა, რომელიც ძალასა და სიჩქარეს ზომავს.  ექპერიმენტულმა გუნდმა ლე მანზე პრაქტიკების ვიდეო ჩაიწერა და დინამომეტრი ისე დააპროგრამა, რომ ხელოვნური დაბრკოლებები შექმნილიყო. შემდეგ დინოზე ძრავას 24-48 საათის განმავლობაში ამუშავებდნენ. ძრავას ყველა დაბრკოლებისათვის უნდა გაეძლო.

ბრძოლამ შედეგი გამოიღო. შურისძიება შედგა. მეორე თაობის GT40-მა არამხოლოდ დაამარცხა „ფერარი“ არამედ შეურაცხყო კიდეც. 1966 წელს ლე მანზე „ფორდმა“ პირველი, მეორე და მესამე ადგილი დაიკავა. „ფერარის“ ვერც ერთმა ავტომობილმა ფინიშის ხაზი ვერ გადაკვეთა.

თუმცა, ამ გამარჯვებას უსამართლობის გარეშე არ ჩაუვლია. რბოლას კენ მაილსი დიდი უპირატესობით იგებდა. „ფერარის“ დომინირება სრულდებოდა. მაილსი ხდებოდა ერთადერთი პილოტი, რომელსაც დაიტონას 24 საათი, სებრინგის 12 საათი და ლე მანის 24 საათი ექნებოდა მოგებული.

„ფორდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ლეო ბიბის გამარჯვების აღნიშვნა უნდოდა ფოტოთი, რომელიც ისტორიაში შევიდოდა: სამ „ფორდს“ ფინიშის ხაზი ერთად უნდა გადაეკვეთა. მაილს შელბიმ შენელება უბრძანა. სხვა პილოტები მას დაეწივნენ და ლეგენდარული ფოტო შედგა. მაილსმა მოგვიანებით შეიტყო, რომ რბოლა მისმა გუნდელმა ბრუს მაკლარენმა მოიგო. მაილსმა შეანელა, მაკლარენმა კი უკეთესი შედეგი აჩვენა.

ეს იყო დიდი იმედგაცრუება მაილსისთვის, რომელმაც GT40-ის შექმნაში დიდი შრომა ჩადო და, საბოლოოდ, „ფორდისთვის“ სიცოცხლეც კი გაიღო. იმავე წელს „რივერსაიდის საერთაშორისო ავტოდრომზე“, კალიფორნიაში კენი კიდევ ერთ „ფორდს“ ცდიდა, როცა კონტროლი დაკარგა და ავარიაში მოყვა. 1966 წლის 17 აგვისტოს მაილსი ტრაგიკულად დაიღუპა.

ამასობაში 1967 წელს ჰენრი მეორემ „ფერარის“ შურისძიების ცივი კერძი 1967 წელსაც აგემა, როცა ლე მანი მეოთხე თაობის GT40-თ მოიგო. ამ ავტომობილის აგებაშიც ქეროლ შელბი მონაწილეობდაა.

ლე მანზე მიღწეული დიდი წარმატების გამო GT40 კოლექციონერებისთვის ღირებული ავტომობილია. ტრეკზე ორიენტირებული მოდელი, მეორე თაობის Ford GT $1.2 ღირს. პირველი ავტომობილი „ფორდის“ ქარხნიდან, რომლის ფასმაც მილიონზე მეტს მიაღწია. როგორც ჩანს ეს ისტორია, კომპანიაზე უდიდეს გავლენას ახდენს და მომავლშიც ასე გაგრძელდება.

ფაქტი გამონაგონის წინააღმდეგ: Ford v Ferrari (2019)

ყველა მეტოქეობა ჰოლივუდისთვის მიმზიდველი არ არის. ასევე, არც ყველა დეტალი ავტოსამყაროდან. Ford v Ferrari-ს სცენარისტებმა ჯონ-ჰენრი ბათერვორსმა, ჯეზ ბათერვორსმა და ჯეისონ კელერმა მხატვრული ფილმი რეალური ფაქტებით გაამდიდრეს. სად მთავრდება ფაქტები და იწყება ფანტაზია? 

  1. ფილმიდან დასამახსოვრებელია სცენა, როცა ჰენრი მეორე ფორდი დედბორნის, მიჩიგანის ქარხანაში სიტყვით გამოდის. ეს სინამდვილეში ასე არ მომხდარა. ამ პროექტს 20-მდე ხელმძღვანელი ჰყავდა. ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა სიტყვით გამოსულიყო, მაგრამ არა აღმასრულებელი დირექტორი.
  2. ფილმში ჰენრი მეორე მეორე თაობის GT 40-ში ქეროლ შელბისთან ერთად ჯდება. სინამდვილეში კი გამორიცხულია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სარბოლო მანქანაში ადეკვატური დაცვის გარეშე ჩამხტარიყო.
  3. ფილმის მიხედვით, ლი აიაკოკა „ფერარისთან“ მოლაპარაკებებში პირადად იყო ჩართული. „ფორდის“ გუნდი ნამდვილად ჩავიდა მარანელოში, იტალიაში მოლაპარაკებებზე, მაგრამ აიაკოკა ამ ჯგუფის ნაწილი არ იყო.
  4. ფილმიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მეტ დეიმონის და კრისტიან ბეილის პერსონაჟების ჩხუბის სცენაა. შელბიც და მაილსიც, გონებაგიხსნილები და პროფესიონალები იყვნენ. რა თქმა უნდა, მათ კამათი მოსდიოდათ. მაგრამ ფიზიკურ დაპირისპირებაზე რეალური ისტორია არაფერს გვეუბნება.
  5. ფილმში 1966 წელს ლე მანზე გამარჯვების შემდეგ აღმასრულებლებმა პიტებში გამარჯვება ალკოჰოლით აღნიშნეს. რა თქმა უნდა, არც ესაა სიმართლე. ეს რომ მომხდარიყო ავტომობილს შეჯიბრიდან დისკვალიფიკაციას მისცემდნენ.

ერთი რამ კი ფაქტია: ეს ლეგენდარული დაპირისპირება ჰოლივიდური ფილმისთვის იდეალური გამოდგა და ჯეიმს მანგოლდის შემოქმედებამ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

გაზიარება: