Aa Aa
12 თებერვალი 2021  |  11:40

70-იანებიდან დაწყებული თითოეული დეკადის ორი ყველაზე სწრაფი ავტომობილი

ყველაზე სწრაფი ავტომობილის გამოშვების იდეა ავტომწარმოებლებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო. ისინი ერთმანეთს წლების განმავლობაში ეჯიბრებოდნენ და შედეგად წარმოუდგენელი შესაძლებლობების ავტომობილებს ქმნიდნენ. რეკორდები იმისთვისაა, რომ მოიხსნას... ბოლო წლებში გამოშვებულმა ავტომობილებმა სიტყვა „სისწრაფე“ თავიდან განსაზღვრა.

ამ სიაში თქვენ შეხვდებით ავტომობილებს, რომლებიც არა მხოლოდ უბრალოდ სწრაფია, არამედ ისინი მათი ეპოქის ღირსეული წარმომადგენლები არიან. მათ დეკადა განსაზღვრეს - 70-იანებიდან დაწყებული, დღევანდელობით დასრულებული.

10. 1973 Lamborghini Miura SV – 273.5 კმ/სთ

ეს ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე სწრაფის ტიტულს 1966 წლიდან 1973 წლამდე ინარჩუნებდა. გენიალური დიზაინი ბერტონემ და განდინიმ შექმნეს. ფანტასტიკური 3.9-ლიტრიანი V12 ძრავა 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ახლა Miura SV $3 მილიონზე მეტი ღირს. იტალიაში წარმოებულ ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილად მიიჩნევა. მაშუქებს ზემოთ თითქოს წამწამები აქვს, რაც მას უნიკალურ სტილს მატებს.  

 

9. 1974 Lamborghini Countach – 315კმ/სთ

ერთადერთი მიზეზი რის გამოც Miura-მ ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსი დაკარგა, იყო ის, რომ Lamborghini-მ უფრო სწრაფი ავტომობილის, ყოვლისშემძლე Countach-ის გამოშვება გადაწყვტა. მისი 4.8-ლიტრიანი V12 ძრავა 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ავტომობილს იმდროისთვის თვალისმომჭრელი აჩქარება ჰქონდა. 0-100კმ/სთ-მდე 5.6 წამში აღწევდა.

ამ უნიკალური დიზაინის მქონდე ავტომობილმა თამაში მთლიანად შეცვალა. Countach-ი 1974 წლიდან 1990 წლამდე გამოდიოდა.

 

8. 1986 Porsche 959 – 317კმ/სთ

ეს ავტომობილი ნამდვილი მხეცია. მისი გამოშვებისას ის Group B რალის მონაწილედ მოიაზრებოდა. მისმა ვერსიამ 1986 წელს Dakar რალიშიც მიიღო მონაწილეობა. 2.8-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 444 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

959 0-100კმ/სთ-მდე 3.7 წამში აღწევდა. ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდა. 959 ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ავტომობილია, რაც „პორშეს“ შეუქმნია. ის 1986 – 1993 წლებში გამოდიოდა და ჯამში 330 ეგზემპლარად აიწყო. 

 

7. 1988 Ferrari F40 – 367კმ/სთ

ეს არის ევროპული ავტომობილი, რომლის მართვაზე ამერიკელების ოცნებობდნენ. F40 არის ბოლო ავტომობილი, რომლის შექმნაშიც ენცო ფერარიმ 1988 წელს გარდაცვალებამდე პირადად მონაწილეობდა. ეს ავტომობილი დღემე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა მათ შორის, რომლებიც მარანელოს ჭიშკრიდან გამოსულა.ტვინ-ტურბოდაბერვის 2.9-ლიტრიანი V8 ძრავა 471 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე 3.9 წამში აღწევდა. „ფერარის“ და „პორშეს“ დაპირისპირებამ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილის შესაქმნელად, ავტოინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა.

 

6. 1991 Bugatti EB110 – 342კმ/სთ

Bugatti მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილების შექმნაში ნამდვილი ექსპერტია. ყველაფერი კი EB110-ით დაიწყო. 30 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი ავტომობილი, რომელიც კომპანიამ ააწყო. ავტომობილს ოთხმაგი ტურბოდაბერვის 3.5-ლიტრიანი V12 ძრავა ჰქონდა, რომელიც 553 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

EB110 0-100კმ/სთ-მდე 3.5 წამში აღწევდა. ავტომობილი 1995 წლამდე გამოდიოდა და მხოლოდ 139 ეგზემპლარი აიწყო.

 

5. 1998 McLaren F1 – 386.4 კმ/სთ

ამ ავტომობილმა ყველაზე სწრაფის ტიტული დიდხანს შეინარჩუნა. ის იყო ყველაზე სწრაფი წარმოებული ავტომობილი 1992-2005 წლებში. F1 ფაქტობრივად წარმოებაში მყოფი ფორმულა 1-ის ბოლიდი იყო. ეს McLaren-ი თავის დროზე ყველაზე მაღალტექნოლოგიური იყო.

6.1-ლიტრიანი V12 ძრავა 618 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე 3.2 წამში აღწევდა. ეს შედეგი დღევანდელობისთვისაც შთამბეჭდავია. F1 ბევრ დღევანდელ სუპერქარსაც გაუსწრებს. მისი სტრუქტურის დიდი ნაწილი ხომ კარბონია.

 

4. 2005 Koenigsegg CCR – 388კმ/სთ

ეს ავტომობილი მხოლოდ 11 ეგზემპლარად არსებობს. ის 2005-2006 წლებში გამოდიოდა. CCR-ს 4.7-ლიტრინი V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც შთამბეჭდავ 806 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე 3.2 წამში აღწევდა.

Koenigsegg-მა სიჩქარის რეკორდი ნარდო-ს სატესტო ტრასაზე, იტალიაში დაამყარა. 16 წლის შემდეგაც CCR წარმოებულ მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ტოპ 10 ავტომობილში შედის.

 

3. 2010 Bugatti Veyron SS – 431კმ/სთ (ელექტრონულად შეზღუდული - 415)

ეს ვეირონი 0 – 100კმ/სთ-მდე 2.5 წამში აღწევს. ის იმდენად სწრაფია, რომ უსაფრთხოებისთვის  Michelin-ის სპეციალური საბურავები სჭირდება, რომლებიც დაახლოებით $25,000 ღირს.

0-100კმ/სთ-მდე 2.5 წამში აღწევს. გადაცემა TopGear-ის გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო, როცა ჯეიმს მეიმ Bugatti Veyron SS-ი გამოსცადა.

 

2. 2017 Koenigsegg Agera RS – 458კმ/სთ

ეს ავტომობილი 2011 წლიდან 2018 წლამდე გამოდიოდა. ის თითქოს შორეული მომავლიდან იყო. ტვინ-ტურბოდაბერვის 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა 1161 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 2.8 წამში აღწევს. ძრავა წარმოუდგენლად მსუბუქია. ის მხოლოდ 197 კილოგრამს იწონის. ის ძირითადად ალუმინითა და კარბონითაა აგებული.  

1. 2019 Bugatti Chiron 300+ - 490 კმ/სთ

სახელი უკვე ყველაფერზე მეტყვებეს. ეს არის პირველი წარმოებული ავტომობილი, რომელის სიჩქარებმაც 300 მილს (483კმ/სთ) - ს გადააჭარბა. Bugatti-ს კარგად ესმის, როგორ უნდა მოხსნას რეკორდები და შეცვალოს ავტოსამყარო. Chiron-ს 8.0-ლიტრიანი ოთხმაგი ტურბოდაბერვის W16 ძრავა 1578 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ეს Bugatti 0-100კმ/სთ-მდე 2.4 წამში აღწევს. მან სისწაფის განსაზღვება სწრულიად ახალ დონეზე აიყვანა. Chiron 300+ მხოლოდ 30 ეგზემპლარად აიწყო.

 

 

გაზიარება: