Aa Aa
14 იანვარი 2021  |  11:37

Apple ელექტრო ავტომობილების კომპანია Canoo-ს შეძენას განიხილავდა

ჩაშლილი მოლაპარაკება შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რის გამოც Apple-ს ავტომობილის წარმოება იგვიანებს.

წლებია ვრცელდება ხმები, რომ Apple ავტოსამყაროში ელექტრო ავტომობილით გამოჩნდება. ამ ბოლო დროს მათი კონცეპტი თვალში სულ უფრო ხშირად გვხვდება. ახლა კი ფაზლის კიდევ ერთი ახალი ნაწილი ვიპოვეთ.

2020 წლის დასაწყისში Apple Canoo-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მათ ინვესტიციის განხორციელება ან კომპანიის სრულად შეძენა სურდათ.  

აღმოჩნდა, რომ Canoo უფრო ინვესტიციით იყო დაინტერესებული. საბოლოოდ კი მოლაპარაკება ჩაიშალა.

Canoo კალიფორნიაში დაფუძნებული ელექტრო ავტომობილების სტარტაფია. ის Faraday Future-ის ყოფილმა აღმასრულებლებმა დაარსეს. მათ ელექტრო ავტომობილის პლატფორმაზე სამგზავრო და მიტანის სერვისზე გათვლილი მიკროავტობუსები შექმნეს. რამდენადაც ცნობილია, ისინი კუპეს ვერსიაზეც მუშაობენ.  

2020 წელს Canoo Hyundai-სთან ერთად EV პლატფორმის შექმნაზე მუშაობდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ისინი მოლაპარაკებებს სერვისის გაწევაზე სხვა კომპანიებთანაც აწარმოებენ.

უკვე ცნობილია, რომ Hyundai-სთან თანამშრომლობით 2024 წელს Apple ელექტრო ავტომობილს გამოუშვებს. რამდენიმე მცდელობა აქამდეც იყო, თუმცა, კომპანია წარმოების დაწყებამდე ვერ მივიდა. ახლა კი უკვე ნიშნები გვაქვს იმის, რომ Apple ავტომობილის წარმოების თემას სერიოზულად ეკიდება.

გაზიარება: