Aa Aa
15 იანვარი 2021  |  11:07

ამერიკის მთავრობამ Toyota $180 მილიონით დააჯარიმა

მოხსენებები ვერ შეავსეს!

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა Toyota-ს ე.წ. „სუფთა ჰაერის აქტის“ ხანგრძლივ დარღვევაში ადანაშაულებს: Toyota-ს ავტომობილები გამონაბოლქვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. იაპონური გიგანტი $180 მილიონით დააჯარიმეს. ჯარიმის გადახდა კომპანიას 2021 წლის 31 მარტს მოუწევს.

ნიუ იორკის სამხრეთ რაიონის რწმუნებული ოდრი შტრაუსის თანახმად, Toyota-ს ავტომობილები სისტემატურად არღვევდა გამონაბოლქვის სტანდარტებს. ეს არ ნიშნავს, რომ იაპონურმა ავტომწარმოებელმა გამონაბოლქვის ტესტებში მოიტყუა. მათ უბრალოდ EPA-ს საბუთები სწორად ვერ შეავსეს. სტანდარტებს კომპანია 10 წლის განმავლობაში, 2005-2015 წლებში ვერ აკმაყოფილებდა.

„სუფთა ჰაერის აქტის“ თანახმად, ყველა ავტომწარმოებელი ვალდებულია, გამონაბოლქვთან დაკავშირებული დეფექტების შესახებ EPA-ს დოკუმენტები შეავსოს. როცა კომპანია პრობლემის მიზეზს დაადგენს, მათ დეფექტური ავტომობილები უკან უნდა გაიწვიონ. 10 წლის განმავლობაში Toyota-მ მოხსენები ვერ შეავსო. მთავარ მიზეზად კომპანიასა და მთავრობას შორის გაურკვევლობა სახელდება. Toyota-მ არ იცოდა, როდისთვის იყო დოკუმტების ჩაბარება საჭირო.

იმავე საქმეში Toyota-მ 2015 წელს თავი დამნაშავედ სცნო. თავი იმით იმართლეს, რომ პრობლემის დადგენას ცდილობდნენ და დოკუმენტის შევსება დააგვიანდათ. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგიერთი მოხსენება ჩვენს სტანდარტებსაც ჩამოუვარდებოდა და ამ პრობლემას სიამოვნებით მოვაგვარებთ“. - დაამატეს მათ.

გაზიარება: