Aa Aa
18 იანვარი 2021  |  16:03

Spyker-ს ფულადი რესურსები ეწურება და გაკოტრებას უახლოვდება, თუმცა, ეს დასასრულს მაინც არ ნიშნავს

ჰოლანდიური ავტომწარმოებელი ფარ-ხმალს არ ყრის!

2021 წელს ჰოლანდიური ავტომწარმოებელი Spyker-ი, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ორი ავტომობილის წარადგენას გეგმავდა. D8 Peking-to-Paris SUV-სა და B6 Venator-ის კონცეპტუალური მოდელები ჩვენ 2013 წლის ჩვენებაზე ვიხილეთ.

თუმცა, წელს ამ ორი ავტომობილის საწარმოო მოდელი არ განხორციელდება. Spyker-ს ფულადი რესურსები ამოწურული აქვს და კომპანიის ხელმძღვანელი - ვიქტორ მულერი - გაკოტრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიას 2020 წლის აგვისტოში ორი რუსი ბიზნემენის სახით ინვესტორი გამოუჩნდა. ერთ-ერთი ინვესტორი SMP Racing-ის მფლობელი, ბორის როტენბერგია, ხოლო მეორე მისი ბიზნეს პარტნიორი - მიხაილ პესისი. მულერის თქმით, ამ ადამიანებისგან კომპანიას ფინანსები არასდროს მიუღია და მოლაპარაკება შეთანხმებისამებრ არ წარიმართა. კონტრაქტის შესახებ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

იქამდე, Spyker Events-ის ხელმძღვანელმა, ვილენ იან ვან ანდელმა და Spyker Service-ის დირექტორმა დენის სტეფენმა რესურსების ნაკლებობის გამო გაკოტრების შესახებ განცხადება გაავრცელეს. კომპანიას დიდი რაოდენობით დავალიანება აქვს. გაკოტრების შესახებ გაკეთებული ბოლო განცხადება კი შესაძლოა სასახლის საბოლოო ლურსმნად მოგვევლინოს. ყველაფრის მიუხედავად, მულერი არ ნებდება და იმედოვნებს, რომ Spyker-ი მაინც გაცოცხლდება.

„ეს ყველაფერი საქმიანობისგან ვერ ჩამომაცილებს. ვფიქრობ, რომ Spyker-ში ინვესტირების მაღალი შანსი არსებობს. სიტუაცია შეცვლასა და გაუმჯობესებას ჯერ კიდევ ექვემდებარება“ - განაცხადა მულერმა უახლეს პუბლიკაციაში.

გაზიარება: