Aa Aa
19 იანვარი 2021  |  12:48

ვაშლიჯვრის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 

თბლისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გრძელდება.

„პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.ვაშლიჯვრის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით იზღუდება

 

გაზიარება: