Aa Aa
20 იანვარი 2021  |  20:01

BMW M-ი ადასტურებს, რომ 2021 წელს ახალი სპორტული ელექტრო ავტომობილი გამოვა

BMW i4 თუ iNext-ი M-ის ლოგოთი? მოდელია გზაშია და ის წელს გამოვა

BMW M-ი ადასტურებს, რომ 2021 წელს, ისტორიაში პირველად, სპორტული ელექტრო ავტომობილის პრეზენტაციას გამართავს. ეს ნიშნავს იმას, რომ M Performance-ის ლოგო ახლა ელექტროფიცირებულ i4-ს ან iNext ქროსოვერს დაამშვენებს. ეს ორი ამაღლევებელი ელექტრო მობილია, რომლის გამოსვლასაც მოუთმენლად ველით.

2020 წელს BMW-ს ხელმძღვანელმა, მარკუს ფლაშმა, M მოდელთა გაყიდვების ახალი რეკორდის შესახებ გვამცნო. ახლა კი მარკუსი M-ის ახალი როლის გამოცხადებისთვის ემზადება.

2020 წელს, როდესაც i4 გასაჯაროვდა, BMW-მ განაცხადა, რომ ამ ავტომობილის ძალოვანი აგრეგატი BMW-ს V8-ს არ ჩამოუვარდებოდა. ნამდვილად, i4 ისეთ ელექტრო სისტემას იყენებს, რომელიც ავტომობილს 0-დან 100-მდე 4 წამში აჩქარებს, ხოლო სრული დატვირთვით 600 კმ.-მდე ფარავს.

ამასთანავე, კომპანია ირწმუნება, რომ ავტომობილი სასიამოვნო სატარებელიც იქნება. M-ის ლოგო კი ამის გარანტია. BMW-ს ახალი M ავტომობილი მათ სტრატეგიაში საუკეთესოდ ეწერება - „არჩევანის ძალაუფლება, ნებისმიერი სერია, ნებისმიერი ძალოვანი აგრეგატით“. გარდა ამისა, მომდევნო წელს მომხმარებელი კიდევ ერთ M ავტომობილს იხილავს. 2022 წელს BMW M-ს 50 წელი უსრულდება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური მოდელი გამოვა.

დაფიქრდით - M440i თუ Mi4?

გაზიარება: