Aa Aa
22 იანვარი 2021  |  11:13

2022 წლის BMW 2 Series Coupe პაპარაცებმა ზამთრის პირობებში ტესტირებისას შენიშნეს

უკანაწამყვანი და ყინვაგამძლე!

ახალი BMW 2 Series Coupe-ს პაპარაცული სურათები უკვე არაერთხელ გამოჩნდა. მათ შორის, წინა წელსაც. როგორც ჩანს, პანდემიამ მისი გამოსვლა შეაყოვნა. თუმცა, მეორე სერიის კუპეს შვედეთში, ზამთრის პირობებში ტესტირებებისას პირველად ვხედავთ.

ეს პროტოტიპი M Performance მოდელს ჰგავს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში პაპარაცებმა ნიურბურგრინგზე ტესტირებებისას შენიშნეს. უკან ორმაგი გამოსაბოლქვი მილებია. წინ პატარა ფრთა. მართალია, მანქანა ბოლომდე შეფუთულია, მაგრამ დიზაინში აგრესიული დეტალები მაინც შეინიშნება.

წინა საბურავებთან ნარინჯისფერი მონიშვნა იმის მაჩვენებეია, რომ ეს მოდელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ჩანს, M240i-ს M245i-თ ჩაანაცვლებენ, რომელიც უფრო სწრაფი იქნება. ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ BMW ჯერ დეტალების გამხელას არ აპირებს.

2 Series Gran Coupe-სგან განსხვავებით, მეორე სერიის კუპე ისევ უკანაწამყვანად დარჩება. დებიუტი 2021 წელს იგეგმება.  ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ, როგორც კი გახდება. მაშინვე შეგატყობინებთ.

რაც შეეხება M2-ს, მის დებიუტს წელს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ. მის გამოსვლამდე ლოდინი კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს.

გაზიარება: