Aa Aa
22 იანვარი 2021  |  18:42

Italdesign-ი თანამედროვე DeLorean DMC-12-ს აანონსებს.

კომპანია ავტომობილს პეპლისებრი კარებითა DMC-ს ემბლემით აპროექტებს.

მსოფლიოს მასშტაბით ცოტა თუ არის ისეთი საყოველთაოდ პოპულარული ავტობილი, როგორიც DeLorean DMC-12-ა. ფუტურისტული, უჟანგავი მეტალის კორპუსის მქონე ავტომობილი 1980 წელს შეიქმნა და 40 წლის შემდეგაც, ქუჩაში გამოჩენისას, ყველას ყურადღებას იპყრობს. ასეთი ტიპის დიდი ხანია არ გვინახავს, თუმცა, Italdesign-ის Facebook-ის გვერდზე ახლახანს საინტერესო ანონსი გავრცელდა. ანონსში საკულტო დიზაინისა და უნიკალური სტილის ავტომობილი მოჩანს, რომელსაც ცხაურაზე DMC-ის ემბლემა აქვს.

Italdesign-ის მიერ გასაჯაროებულ სურათში ავტომობილის სილუეტი ჩანს, სადაც პეპლისებრი კარების გარჩევაა შესაძლებელი. კომპანიამ სურათი ამგვარად დაასათაურა: "რა იქნებოდა ავტოინდუსტრიის სიმბოლოს ისტორიის აღნიშვნა იმის გარეშე, რასაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ"? ამ სიტყვების გარდა, Italdesign-ი სხვას არაფერს ასაჯაროებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სილუეტში გამოჩენილ პეპლისებრ კარებს უცნაური ფორმა აქვს. ეს შესაძლოა იმისთვის არის გაკეთებული, რომ პანელმა სხვა დეტალები დამალოს. საინტერესოა DMC-ის ლოგოს განთავსებაც. არის იმის ალბათობაც, რომ ემბლემა უბრალოდ ადგილს ავსებს.

სიურპრიზი არავისვის იყო, რომ Italdesign-ი DMC-12-ის 40 წლიანი იუბილესთვის რაღაც განსაკურებულს შექმნიდა. DeLorean-ის საკულტო ავტომობილის დიზაინი ჯორჯიტო ჯუჯაროს შექმნილია. სამწუხაროდ, Italdesign-ი დამატებით არაფერს განმარტავს. ჩვენ კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ანონსში ნახსენები „ახლო მომავალი“ მალე დადგება.

გაზიარება: