Aa Aa
26 იანვარი 2021  |  17:47

Ares Design-ის Tesla Model S-ი კაბრიოლეტი საინტერესო ავტომობილია

Ares-მა Model S-ის 4-კარიანი სალონი 2-კარიან კაბრიოლეტად აქცია.

Ares Design-ი საკმაოდ საინტერესო "ტუნინგ" ატელიე გახლავთ. მოდიფიცირებული Land Rover Defender-ის გასაჯაროების შემდეგ, იტალიური კომპანია მსოფლიოში ერთადერთ Tesla Model S-ს წარმოგვიდგენს. ავტომობილის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მას ოთხი კარის ნაცვლად ორი აქვს და თან კაბრიოლეტია.

4-კარიანი ავტომობილის 2-კარიანად ქცევა მარტივი ამოცანა არ არის. მანქანის სახურავი მოჭრა მნიშვნელოვნად ამცირებს კორპუსის სიხისტეს. Ares-ი ირწმუნება, რომ ინჟინრებმა სტრუქტურული სიძლიერე სხვადასხვა გამაგრებებით აღადგინეს და ამ Tesla-ს კორპუსს არასასურველი მოძრაობა არასდროს შეაწუხებს.

Model S-ი ახლა უფრო მოკლე ჩანს, თუმცა, Ares-ი ღერძებს შორის მანძილის დამოკლების შესახებ არაფერს ამბობს. ამიტომ შესაძლებელია, რომ გრძელი კარი უბრალოდ თვალს ატყუებს. მეტი გამორჩეულობისთვის სალონისა და სავარძლების დეტალებზე ნარინჯისფერი აქცენტებია დატანილი. უკანა სავარძელი კი სპეციალურად ამ მოდელისთვის დაპროექტდა და დამზადდა. კორპუსის ვიზუალზე კი Ares-მა კარბონის აეროდინამიკური დანამატებით იზრუნა.

კომპანია Model S-ის წარმადობასა და სხვა ტექნიკურ დეტალებს არ ამხელს. გამომდინარე აქედან არ ვიცით, თუ რა წონა მოამატა ავტომობილს კონსტრუქციული გამაგრებების შედეგად. სამწუხაროდ, არ ვიცით ფასიც. ეს Model S-ი მსოფლიოში ერთადერთია და მის მფლობელს ნამდვილად არ სურს გაასაჯაროოს რა თანხა დახარჯა ამ ავტომობილის Ares-თან ერთად გადაკეთებაზე.

გაზიარება: