Aa Aa
7 მარტი 2021  |  12:38

Top 10 რეკორდი ფორმულა 1-ში, რომელსაც 2021 წელს საფრთხე ემუქრება

2020 წელს ფორმულა 1-ში ბევრი რეკორდი მოიხსნა. მათ შორის, ყველზე მნიშვნელოვანებიც. ლუის ჰამილტონმა ყველაზე მეტი გამარჯვების (95) და პოდიუმის (165) რეკორდი მოხსნა. მაგრამ, ნუ მოიწყენთ: 2021 წელს ჯერ კიდევ ბევრი რეკორდის დამხობა შეიძლება. ამ სიაში თქვენ მათგან ყველაზე მნიშვნელოვნებს შეხვდებით. ზოგი მათგანი საამაყოა, ზოგიც კი პილოტების უიღბლობაზე მიუთითებს. 

1. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

ამჟამინდელი რეკორდი: 7 (მიხაელ შუმახერი და ლუის ჰამილტონი იზიარებენ)

ლუის ჰამილტონმა 2020 წელს უკვე შეძლო შუმახერის გამარჯვებების და პოდიუმების რეკორდის მოხსნა. წელს კი მერვე ტიტულისთვის ბრძოლის საშუალება ექნება. „მერსედესის“ გუნდის დომინირებას წელს საფრთხე არ ემუქრება.

გამარჯვების შემთხვევაში, ჰამილტონი შუმახერის ზედიზედ ხუთი გამარჯვების რეკორდსაც გაუტოლდება.  გამოვა, რომ 2017 წლის სეზონიდან ყველა სეზონში ბრიტანელმა გაიმარჯვა.

2. კონსტრუქტორთა თასში ზედიზედ ყველაზე მეტი გამარჯვება

ამჟამინდელი რეკორდი: 7 (Ford, Mercedes)

მნიშვნელობა არ აქვს Williams-ი მოიგებს, Aston Martin-ი, McLaren-ი თუ თვითონ ისევ Mercedes-ი, ეს „ფორდის“ 1974 წლის რეკორდს დაამხობს. „ფორდს“, როგორც ძრავის მწარმოებელს ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს.  ამ რეკორს „მერსედესი“ 2020 წლის სეზონში გაუთანაბრდა.  

თუ Mercedes-ის გუნდი, ან იმ გუნდებიდან რომელიმე მოიგებს, რომელსაც ეს მწარმოებელი ძრავებით ამარაგებს, გამოვა, რომ გუნდი ზედიზედ მერვე გამარჯვებას მოიპოვებს და რეკორდიც მოიხსნება.

3. ყველაზე მეტი წრე პირველ პოზიციაზე

ამჟამინდელი რეკორდი: 5,111 (მიხაელ შუმახერი)

ჰამილტონს შუმახერის კიდევ ერთი რეკორდის მოსახსნელად, სულ 13 წრეზე ლიდერობა სჭირდება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ბოლო სეზონში ჰამიტონი 613 წრეზე ლიდერობდა, ეს რეკორდიც ძალიან მალე მოიხსნება.

4. ყველაზე დიდი შუალედი გამარჯვებებს შორის

ამჟამინდელი რეკორდი: 6 წელი, 6 თვე და 28 დღე (რიკარდო პატრისი)

როგორც ჩანს, ველოსიპედით ავარიის შემდეგ, ალონსოს ტრავმა მას ფორმულა 1-ის ახალი სეზონისთვის მზადყოფნაში ხელს არ შეუშლის. ესპანელს რიკარდო პატრისის რეკორდის მოხსნა შეეძლება.

ალონსომ გამარჯვება ბოლოს 2013 წლის ესპანეთის გრან პრიზე მოახერხა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბოლო გამარჯვებიდან დაახლოებით 8 წელია გასული. პატრისმა 1983 წლის სამხრეთ აფრიკის გრან პრიზე გაიმარჯვა. 6 წლის, 6 თვის და 28 დღის შემდეგ კი 1990 წლის სან მარინოს გრან პრი მოიგო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020 წლის სეზონში პოდიუმზე მრავალფეროვნება ვიხილეთ, არაა გამორიცხული ალონსოს ამ რეკორდის გაუმჯობესების საშუალება მიეცეს.

5. ყველაზე მეტი Grand Chelems-ი და ჰეთრიკი

ამჟამინდელი რეკორდი (Grand Chelems): 8 (ჯიმ კლარკი)
ამჟამინდელი რეკორდი (პეთრიკი): 22 (მიხაელ შუმახერი)

კიდევ ერთი რეკორდი რომლის მოხსნაც ჰამილტონს შეუძლია, ჯიმ კლარკის 56-წლიანი რეკორდია. რვა Grand Chelems – ეს ნიშნავს პოლ პოზიციას, გამარჯვებას, ყველაზე სწრაფ წრეს და ყველა წრეზე ლიდერობას. ეს ბრიტანელმა ბოლოს 2019 წლის აბუ დაბის გრან პრიზე მოახერხა. ჯამში კი 6-ჯერ შეძლო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ წელიწადში 3-ჯერ მოუხერხებია, გამორიცხული არაა, წელს ეს რეკორდიც მოიხსნას.

ჰეთრიკი უფრო ადვილია: პოლ პოზიცია, გამარჯვება და ყველაზე სწრაფი წრე. შუმახერმა ეს 22-ჯერ შეძლო. ამ რეკორდის მოსახსნამდე ლუისს 5 ჰეთრიკი აშორებს. მან ამჟამად ერთ რბოლაში სამივე პირობის შესრულება 18 რბოლაზე შეძლო.

6. ყველაზე შხირი ტრიო პოდიუმზე

ამჟამინდელი რეკორდი: 14 (ლუის ჰამილტონინიკო როზბერგისებასტიან ფეტელი)

ლუის ჰამილტონმა, ვალტერი ბოტასმა და მაქს ფერშტაპენმა სხვადასხვა თანმიმდევრობით 2020 წლის სეზონში პოდიუმი 8-ჯერ გაიზიარეს.

ჯამში ისინი პოდიუმზე ერთად 13-ჯერ იდგნენ. ამჯამინდელი რეკორდი, ჰამილტონმა, როზბერგმა და ფეტელმა 2016 წლის აბუ დაბიში დაამყარეს. ახლა კი ჰამილტონის, ბოტასის და ფერშტაპენის ტრიოს რეკორდის მოსახსნელად 2 ერთობლივი პოდიუმი აკლიათ.

7. ყველაზე მეტი ტიტული გამარჯვების გარეშე

ახლანდელი რეკორდი: 16 (სტირლინგ მოსი)

არსებობს რეკორდები, რომლის მოხსნაც გიხარია, მაგრამ მაინცდამაინც საამაყო არ არის. ეს რეკორდიც ასეთია. ფერშტაპენს და ბოტასს წელს ამ მხრივ თავის გამოჩენა შეუძლიათ. ბოტასს ამჯერად 9 გამარჯვება აქვს და 8 კიდევ სჭირდება. მაქს კი ამ რეკორდის მოხსნამდე 7 გამარჯვება დარჩა. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთვავში თუ ისინი ტიტულს ვერ მოიპოვებენ.

თუ ეს შეუძლებლად მიგაჩნიათ, გაითვალისწინეთ, რომ კიმი რაიკონენმა 2005 წელს, მიხაელ შუმახერმა 2006 წელს, ალან პროსტმა 1984 და 1988 წლებში 7-ჯერ გაიმარჯვეს, მაგრამ ტიტული ვერ მოიგეს. 2016 წელს ჰამილტონმა 10 გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონის ტიტული მაინც როზბერგმა მოიგო.

8. ყველაზე მეტი პოდიუმი ტიტულის გარეშე

ამჟამინდელი რეკორდი: 68 (რუბენს ბარიკელო)

ბოდიში, ვალტერი... მაგრამ კიდევ ერთი არც თუ ისე სახარბიელო რეკორდის კანდიდატი სწორედ შენ ხარ. თუ 2021 წელს ბოტასი 13-ჯერ აღმოჩნდება პოდიუმზე და ტიტულს ვერ მოიგებს, ის ბარიკელოს რეკორს მოხსნის.

რამდენად შესაძლებელია? 2017 და 2019 წელს ბოტასი პოდიუმზე 13-ჯერ ან მეტჯერ აღმოჩნდა. თუმცა, ფინელს ეს რეკორდი ნაკლებად ადარდებს და 2021 წელს ის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

9. ყველაზე მეტი გამარჯვება ერთ ტრასაზე

ამჟამინდელი რეკორდი: 8 (მიხაელ შუმახერი, ლუის ჰამილტონი)

2021 წლის უნგრეთის გრან პრი 1 აგვისტოს გაიმართება. თუ ლუის ჰამილტონი ამ ტრასაზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს, მაშინ ის ახალ რეკორდს დაამყარებს.

მიხაელ შუმახერს საფრანგეთის ტრასაზე 8 გამარჯვება აქვს. 2021 წელს ამ რეკორდის მოხსნაც საკმაოდ რეალურია.

10. ყველაზე მეტი პოლ პოზიცია ერთ ტრასაზე

ამჟამინდელი რეკორდი: 8 (აირტონ სენა, მიხაელ შუმახერი, ლუის ჰამილტონი)

ჰამილტონს ერთ ტრასასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეკორდის მოხსნა შეუძლია. მას მელბურნში პოლ პოზიცია 8-ჯერ მოიპოვა. საინტერესოა, რომ ამათგან რბოლა მხოლოდ 2-ჯერ მოიგო.

მელბურნში რბოლა ნოემბერში ჩატარდება და, როცა ეს მოხდება, ბრიტანელი ამ რეკორდის მოსახსნელად იბრძოლებს. ამჟამად ის ამ მიღწევას ლეგენდარულ პილოტებთან იზიარებს. შუმახერმა ამ წარმატებას სუზუკაზე მიაღწია, სენამ კი იმოლაზე. ირონიულია, არა?

გაზიარება: