Aa Aa
28 თებერვალი 2021  |  13:38

თუ კალიფორნიაში McLaren-ს დაამტვრევთ, პოლიცია Twitter-ზე პოსტს მოგიძღვნით

რა მოხდება, თუ ამერიკაში McLaren-ს დაამტვრევთ?

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ McLaren-ის დამტვრევა არ გინდოდეს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, დიდი ხარჯია. ახლა კი ამას კიდევ ერთი კარგი მიზეზი დაემატა: თუ McLaren-ს დაამტვრევ, ადგილობრივი პატრული Twitter-ის გვერდზე დაგცინებთ.

სწორედ ეს შეემთხვა McLaren-ის მძღოლს კალიფორნიაში, რომელიც ტრასაზე Lamborghini-ს ეჯიბრებოდა. როგორც პოლიციის განცხადებიდან ჩანს, უიღბლო მძღოლს McLaren-ი ნაქირავები ჰყავდა.

საბედნიეროდ ავარიაში არავინ დაშავებულა. კარბონის აგებულება ავტომობილის უსაფრთხოებას განაპირობებს. ეს სტრუქტურა ფორმულა 1-ს პილოტების უსაფრთხოებას იცავს. უსაფრთხოების შეგრძნება და ის ფაქტი, რომ ავტომობილი ძალიან სწრაფია, მძღოლებს სიჩქარის გადაჭარბების სურვილს უჩენს.

გაზიარება: