Aa Aa
1 მარტი 2021  |  10:27

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა

3-თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტმა მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა, თუმ­ცა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გარკვეულ ნა­წილ­ზე ტარიფები გაზრდილია.

დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნეს­ტორ მი­ქა­ტა­ძე ამ­ბობს, რომ მგზავ­რო­ბა მხო­ლოდ შორ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე და ისიც, მძღო­ლე­ბის მო­თხოვ­ნით გაძ­ვირ­და. ზრდა კი 10%-ის ფარ­გლებ­ში მოხ­და.

„მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლია რიგ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, მძღო­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. ყვე­ლა გაზ­რდი­ლი ტარიფი შორ რე­ი­სებ­ზეა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ ვართ ავ­ტო­სად­გუ­რი, რო­მე­ლიც ვემ­სა­ხუ­რე­ბით მგზავ­რთა გა­დამ­ყვა­ნებს. ამიტომაც, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ პო­ზი­ცი­ას. მა­ტე­ბა 10%-ს არ ას­ცდე­ნია არ­ცერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე.

რაც შეეხება თბილისთან ახლო მდებარე რაიონებსა და სოფლებს, მათ უცვლელად დატოვეს ტარიფი. მიზეზად კი დაასახელეს, რომ თუ ფასს გაზრდიან, კონკურენციაში ვერ შევლენ მათთან, ვინც მრავლად დგანან ავტოსადგურის მიმდებარედ. ამიტომ ზარალდებიან თვითონაც და ჩვენც, ავტოსადგურის ადმინისტრაციაც, მაგრამ მათი თქმით, სხვა გზა არ არის. ინარჩუნებენ არსებულ ფასს“- აცხადებს მიქატაძე.

მიუხედავად, ოფიციალურად გაცხადებული პოზიციისა, 50 თეთრით არის გაზრდილი თბილისი-მუხრანის მარშრუტიც.

რაც შეეხება შორს მიმართულებებს, დიდუბის ავტოსადგურიდან მგზავრობის ტარიფები ასე გამოიყურება:

თბილისი-ქუთაისი, თბილისი-თერჯოლა, თბილისი-ხონი, თბილისი-ზესტაფონის მიმართულებებზე ტარიფი 15 ლარამდე გაიზარდა. თბილისი-ზუგდიდი, თბილისი- სენაკი, თბილისი-აბაშა, თბილისი-მარტვილის მიმართულებებზე - 20 ლარამდე. ხოლო, თბილისი საჩხერის 12 ლარამდე. ფასის ზრდა სხვადასხვა მიმართულებაზე 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

წყარო: bpn.ge

გაზიარება: