Aa Aa
1 მარტი 2021  |  11:04

ნახეთ რა ხდება მაშინ, როდესაც Hummer-ს -40 გრადუსში გარეცხავთ

Hummer-ი ვარდისფერ მოძრავ სკულპტურად გადაიქცა.

ზამთარში ავტომობილის სისუფთავის შენარჩუნება რთულია. უარყოფითი ტემპერატურა და საგზაო მარილი მანქანას მალევე სვრის. სამრეცხაოში ხშირი გარეცხვა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ყინვაში ხელით რეცხვა კი გმირობასთან. რა მოხდება მაშინ თუ H2 Hummer-ი დასვრილია, მისი გარეცხვა გსურთ და გარეთ -40- გრადუსია? Garage 54-ს ამ კითხვაზე პასუხი აქვს.

-40 გრადუსი განსაკუთრებული ტემპერატურა გახლავთ, რადგან ის ფარენჰაიტსა და ცელსიუსშიც ერთი და იგივე ტემპერატურაა. სიცივის ეს ექსტრემალური ზღვარი ნიშნავს, რომ ყველა ჩვეულებრივი სამრეცხაო დაკეტილია. Garage 54-ს კი რეცხვა საკუთარი ძალებით უწევს. ნამდვილი ენთუზიასტის მსგავსად, ქაფის წნევითი გამანაწილებელი სამუშაო სივრცეშია.

მაშინ, როდესაც ვარდისფერი ქაფით Hummer-ი დაფარეს, ფენა მაშინვე გაიყინა. შავი, აგრესიული ავტომობილი ნელნელა ვარდისფერ სათამაშოდ გადაიქცა, გაყინულ ქუჩებში გადაადგილებისას კი ყველაფრისგან გამოირჩეოდა. ცივ ამინდში ავტომობილის ვარდისფერი ქაფით დაფარვა მას განსხვავებულობას სძენს და ძვირიანი გადასაკრავის ყიდვა საჭირო აღარ არის.

რამდენიმე ფენის შემდეგ H2 ხელოვნების ნიმუშად იქცა. თუმცა, ავტომობილში ჩაჯდომა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რისთვისაც სიფრთხილე გმართებთ. მათთვის კი ვინც პანდემიისას განსაკუთრებულად მოიწყინა ვიტყვით, რომ ასეთ გარემო-პირობებში ავტომობილით გართობა მარტივადაა შესაძლებელი.

გაზიარება: