Aa Aa
10 მარტი 2021  |  14:02

BMW-ს ყველა დროის ყველაზე მომხიბლავი მოდელები

BMW-ს საავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ამოცნობადი და ამაღელვებელი მანქანები ჰყას შექმნილი.

თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია თქმა, რომ ყველა ავტომოყვარულს BMW-ს დიზაინის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს. მწარმოებელს 100 წლიანზე მეტი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ამაღელვებელი და ადვილად ამოსაცნობი მოდელები ჰყავს შექმნილი. ქვემოთ კი BMW-ს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული და ლამაზი მოდელების სიას წარმოგიდგენთ.

1936-40 წლების BMW 328


ათწლეულებით ადრე, სანამ კომპანიის ლოზუნგს, „საუკეთესოდ მართვადი ავტომობილი“, „ახალი კლასის“ ხაზი გაუძღვებოდა, 1930 წლის BMW 328 ნამდვილი მკვლელი გახლდათ. მოქნილი, მსუბუქი და ტექნოლოგიურად დახვეწეილი ავტომობილი არამარტო რბოლებს იგებდა, არამედ იმ პერიოდში ყველაზე ლამაზი ავტომობილიც იყო. მისი შემტევი და აგრესიული ხაზები სპორტულობას გამოხატავდა. წინ მასიური ცხაურა კი გაბედულად და ელეგანტურად გამოიყურებოდა, რასაც ახალი თაობის BMW-ზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

 1956-59 წლების BMW 507


ეს ავტომობილი არამხოლოდ მწარმოებლის ისტორიაში, არამედ საავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ავტომობილად ითვლება. სამწუხაროდ ამ გრძელ ხუფიანმა როდსტერმა BMW ბიზნესისგან, მაღალი წარმოების ხარჯების გამო, კინაღამ ჩამოაშორა.

1954 წელს, ამერიკაში ევროპული მდიდრული ავტომობილების იმპორტიორმა, მაქს ჰოფმანმა, BMW დაარწმუნა 501-ის სპორტული ვარიანტი შეექმნა. V8 ძრავიანი როდსტერის დებიუტი New York-ში 1955 წელს გაიმართა. წარმოების ლიმიტი წელიწადში 5 000 ეგზემპლარით იყო განსაზღვრული. თუმცა, მაშინ, როდესაც მის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 5 000$-დან 10 000$-მდე გაიზარდა, ავტომობილის შეძენას ელიტური გამოჩენილი ხალხიც კი ერიდებოდა. შედეგად, მხოლოდ 252 მოდელია წარმოებული. მათგან 11 კი მოხსნადი ხისტი სახურავით ააწყო ქარხანამ. იდენტური არცერთი მოდელი არ გახლავთ. ყველა მათგანი ხელით, ალუმინისგან არის შექმნილი. ალბრეხტ ვონ გიორცმა 507 სრულყოფილად შექმნა და ერთ დროს პრობლემური როდსტერის ღირებულება დღეს აუქციონებზე მილიონებს აღწევს.

1962-65 წლების BMW 3200 CS-ი


BMW 3200 CS-მა პირველად შემოიტანა და გაგვაცნო CS სახელწოდება. ის ომის შემდგომ, BMW-ს მდიდრული ავტომობილის უკანასკნელ მოდელს წარმოადგენდა. ეპოქის დასასრულს, საინჟინროს უფროსმა, ფრიც დიფლერმა, ძარის შესაქმნელად იტალიური ავტო დიზაინის კომპანია - Bertone დაიქირავა. მოთხოვნა ისეთი დიზაინის შექმნა იყო, რომელშიც BMW-ს OHV V8 ძრავა უპრობლემოდ განთავსდებოდა.



"იტალიური BMW-ს" სახელით ცნობილი 3200 CS-ი კორპუსის მაღალი ზედა ნაწილითა და დაბალი შუახაზით გამოირჩეოდა. 600 შექმნილი მოდელიდან დაახლოებით 50 ეგზემპლარია გადარჩენილი. მათ აუქციონებზე იშვიათად თუ იხილავთ. ყველაზე ექსკლუზიური მოდელი კი 3200 CS კაბრიოლეტია, რომელიც კომპანიის უდიდესი აქციონერისთვის, ჰერბერტ ქუანდტისთვის სპეციალურად შეიქმნა.

1967-68 წლების 1600 GT-ი


1960 წელს BMW-მ German manufacturer Hans Glas GmbH-ი შეიძინა და საოცარი - Glas 1700 GT-ს კორპუსი მიიღო. BMW-მ ძარას მოდიფიცირება ჩაუტარა, რათა 1 573 cc-იანი ძრავა მორგებულიყო. შედეგად უნიკალური BMW მივიღეთ. 1967-68 წლებში BMW-ს ლოგოთი 1 250-მა 1600 GT-მ დატოვა ქარხნები. ეს მოდელი გაუმჯობესებულ დაკიდებას, ცხაურას, მრგვალ მაშუქებსა და ქრომირებულ დეტალებსაც მოიცავდა.

1968-73 წლების BMW 2002


BMW-ს პორტრეტული ავტომობილი ალბათ 2002-ა. არამხოლოდ იმიტომ, რომ ის „საუკეთესოდ მართვადი ავტომობილის“ ნიმუშია, არამედ იმიტომაც, რომ ის სამანქანო დიზაინში პროპორციის მნიშნელოვან როლს აჩვენებს. სრულყოფილი პროპორციის „სამი ყუთის“ დიზაინი მინიმალისტურად, მრგვალი მაშუქებითაა გაფორმებული და ქრომირებული ელემენეტები აქვს. ეს დეტალები ავტომობილს სადას და მარტივს ხდის, რის გამოც მას საუკეთესო დიზაინის მქონე BMW-დაც ასახელებენ. მათ შორის ისინიც, ვისაც ეს ავტომობილი მხოლოდ სურათებში აქვთ ნანახი.

1976-89 წლის BMW 6 Series (e24)


შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მისი დიზაინი სახაზავითაა შექმნილი. თუმცა, ესაა სწორედ იმის მიზეზი, რატომაც ეს ავტომობილი ასე საოცრად გამოიყურება. მის დიზაინზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ. ის კვადრატული და ბრტყელია. დეტალების სხვდასხვაგვარობა კი მხოლოდ რამდენიმე ნაკეცით და ბორბლების თაღების მოხაზულობითაა წარმოდგენილი. E24 კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საავტომობილო დიზაინის შექმნისას პორპორციებია უმნიშვნელოვანესი. წინ გადახრილი ცხაურით, ინტერიერის პარამეტრებით და ადვილად ამოსაცნობი გრძელი ხუფით, E24 თვით ფიბონაჩისაც აიძულებდა მიშტერებოდა მას. ეს „ცოტა უფრო ბევრიას“ მასტერკლასია, რომელსაც BMW-ს დიზაინი გამოხატავს.

1978-81 BMW M1


BMW M1-ის პროექტი შესაძლოა ყველაზე დიდებული საავტომობილო კოლაბორაცია იყოს. Lamborghini-მ მისი სივრცითი ღეროვანი კონსტრუქცია დააპროექტა, ხოლო მრუდი ხაზების ცნობილმა მოძულემ, ჯორჯიტო ჯუჯარიომ ავტომობილს ცნობილი სოლის ფორმა მისცა.

რბოლისთვის განკუთვნილმა M1-მა, ვერასდროს შეძლო სარბოლო მიზნების სრულად შესრულება. Procar-ის სერიაში მონაწილეობის ნაცვლად ავტომობილი შეზღუდული წარმოებით, საქალაქო დანიშნულებით გამოვიდა. წარმოების ხაზმა კი 400 ეგზემპლარი მოიცვა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ტრადიციულად ლამაზად არ გამოიოყურება, ისე როგორც სიის სხვა წევრები, M1-ის დიზაინი ერთდროულად მიზნობრივიცაა, ამაღელვებელიც და დასამახსოვრებელიც. თუ მისი ხილვის საშუალება რეალურ ცხოვრებაში მოგეცემათ გარწმუნებთ, რომ ამ მომენტს სუნთქვის შემკვრელი ეფექტი ექნება.

1986-91 წლების BMW M3 (e30)


როცა BMW-მ 1987 წლის World Touring Car Championship-ის რბოლაზე ყურადღების გამახვილება გადაწყვიტა, BMW 3 Series-ის სპორტული მოდელი დაიბადა. ავტომობილი პირველად 1985 წლის ფრანკფურტის ავტოჩვენებაზე გამოჩნდა. ის დაბერილი ფრთებით, წინა გამყოფით, უკანა ორმაგი ფრთითა და განახლებული უკანა საყრდენით წარსდგა. Group A-ს კონკრეტული მიზნების შესასრულებლად 5 000 E30 M3 აიწყო. ყველა მათგანი საკმაოდ მოკლე დროში გაიყიდა. E30 განსხვავებული ცხოველი იყო, ხოლო 1990 წლის M3 Sport Evolution-ი ნამდვილი მარგალიტი გახლდათ.

1990-99 წლების BMW 8 Series (e31)


შესაძლოა ბავარიული ლამაზმანების სია დავის საგანს წარმოადგენდეს, მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ BMW-ს ორიგინალი E31 მერვე სერია ადამიანში სისხლის წნევის ამაღლებას იწვევს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ამ ავტომობილს მცირე ზომის, თუმცა საოცრად ლამაზი ცხაურა აქვს. უბრალოდ შეხედეთ მის ტანწერწეტა პროფილს! და რაც მთავარია - კეცვადი მაშუქები! ეს ეპოქის სრულყოფილებაა. ამ სექსუალური დიზაინის ქვეშ კი თავდაჯერებული 5.6 ლიტრი მოცულობის V12 ძრავა იმალება. ამ ძრავზე კი ლეგენდარული McLaren F1 Le Mans-ის აგრეგატი შეიქმნა.

1995-2003 წლების BMW Z3 M-ი 


ამ თაობის Z3, E36 3 Series-ის პლატფორმაზეა დაფუძნებული. მისი დიზაინის შემუშავება 1991 წელს დაიწყო და ის 2021 წელსაც შესანიშნავად გამოიყურება. საბარგულის, კაბინისა და ძრავის ხუფის პროპორციები იდეალურადაა შერწყმული. მის დიზაინში BMW-ს დიზაინერული შტრიხები ისეა თავმოყრილი, რომ ის ერთდროულად აგრესიულიცაა და ელეგანტურიც. ფრთებზე არსებული ჭრილები ზვიგენის ლაყუჩის ნაპრალებსაც მოგაგონებთ.

წლების განმავლობაში ყველაზე დიდი პოპულარობით Z3-ის Hardtop ვერსია სარგებლობდა. ხისტი სახურავი მოდელს განსაკუთრებით უხდება. გარდა ამისა, მეტ პრაქტიკულობასაც სძენს. Z3 კარგ ღვინოს ჰგავს, რომელსაც წლების გასვლის შემდეგ უფრო მეტად აფასებენ.

2006-2008 წლების BMW Z4 M Coupe


არ არის აუცილებელი „ყველაზე ლამაზი BMW“ ძველი კლასიკური ავტომობილი იყოს. ათეულის პირველი ადგილისთვის არჩევანი E86 Z4 M Coupe-ზე გაკეთდა. ამ არჩევანმა შესაძლოა დავა და კამათი გამოიწვიოს, თუმცა მიზეზს აუცილებლად განვმარტავთ.

პროპორციები დაბალანსებული არ ჩანს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოსაწყენი არ არის. გრძელი და ლამაზი ხუფიდან წამოსული ხაზი სახურავზე ელეგანტურად გადმოდის და იხვის კუდთან მიდის, რომელიც შუახაზზე მაღლაა განთავსებული. ეს უცნაური დიზაინია, რომელიც საოცრად არის შესრულებული. რაც მთავარია, მუშაობს. მტკიცე ხასიათი მის აგრეგატსაც აქვს. ის 8 000-ბრუნიანი, 3.2-ლიტრიანი, S54 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 6-სიჩქარიან გადაცემათ კოლოფთანაა დაკავშირებული. ავტომობილის ცქერა, მართვა და შეგრძნება ერთ წერტილში იკვეთება. ეს წერტილი კი სრულყოფილი სილამაზეა.

გაზიარება: