Aa Aa
2 მარტი 2021  |  10:22

Toyota Yaris-მა „წლის ავტომობილის“ ტიტული მოიპოვა

როგორც ჩანს, ახალმა Yaris-მა ბევრი ავტომოყვარულის გული დაიპყო.

Toyota Yaris-ი 2021 წლის ავტომობილია. მან ჯილდო ხელიდან კიდევ ერთ მცირე ზომის ავტომობილს - FIAT 500-ს გამოსტაცა, რომელმაც თავის მხრივ Cupra Formentor-ს მხოლოდ 1 ქულით გაუსწრო.

თავდაპირველად, ამ ტიტულზე ფავორიტი VW ID.3 იყო, მაგრამ ჟიურის წევრები საკონტროლო სისტემასა და ეკონომიურობაში პრობლემებს გადააწყდნენ.

დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან შეფასებაში 56 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მსაჯების ხმები და დეტალური შეფასებები მოგვიანებით გამოქვეყნდება. ჟიურის თითოეულ წევრს ჯამში 25 ქულის დაწერა შეეძლო. საბოლოო შედეგები კი ასე გამოიყურება:

Toyota Yaris: 266
Fiat 500: 240
Cupra Formentor: 239
Volkswagen ID.3: 224
Škoda Octavia: 199
Land Rover Defender: 164
Citroën C4: 143

„წლის ავტომობილი“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ჯილდოა. ქულებში სიახლოვე იმაზე მიუთითებს, რომ ჟიურის წევრები ამ ჯილდოს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ წელს სერიოზული კონკურენცია იყო. ამ ავტომობილებიდან უნაკლო არც ერთია, მაგრამ მათში საუკეთესო Yaris-ი აღმოჩნდა.

ჰიბრიდული სისტემა ამ მცირე ზომის ავტომობილს უხდება. ექსტერიერი დახვეწილია, სალონი კომფორტული. ძრავაც, სხვა ჰიბრიდებთან შედარებით, ძლიერი და სახალისოა. თუმცა, რამდენად იმსახურებდა წლის ავტომობილის ტიტულს, ეს უკვე მსჯელობის საგანი გახდება. 

გაზიარება: