Aa Aa
3 მარტი 2021  |  11:01

ჩინური EV, რომელმაც Tesla Model 3-ს გაყიდვებში აჯობა

შედარებით იაფმა Wuling Hong Guang Mini EV-მ ჩინეთი შტურმით აიღო.

Wuling Hong Guang Mini EV წლის დასაწყისში ჩინეთში ელვისებურად იყიდება. ამას მისი დაბალი ფასი $5,000 განაპირობებს. ეს ავტომობილი SAIC-GM-Wuling-ის ერთობლივი პროექტია. ის ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი სუვი უკვე გახდა.   

როგორც ელექტრო ავტომობილმა, მან გაყიდვებში უკვე ყველას გაასწრო და მათ შორის Tesla Model 3-საც. ჩინეთში 25,778 ეგზემპლარი Wuling Hong Guang Mini EV გაიყიდა და ექსპორტზე 37 000-მდე ავტომობილი გავიდა. შედარებისთვის იანვრის თვეში Tesla-მ 21,589 ცალი Model 3 გაყიდა. თებერვლის თვის მონაცემები კი ჯერ ცნობილი არ არის.

„მცირე ზომის, სრულიად ელექტრო Wuling Hong Guang MINI EV, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ელექტრო ავტომობილია. იანვარში მისი 25,778 ეგზემპლარი გაიყიდა. ეს 2020 წლის მეორე ნახევარში მიღწეული წარმატების გამო, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. SAIC-GM-Wuling-ის გაერთიანებამ ჯამში 38,496 ეგზემპლარი გაყიდა“. - წერია China Passenger Car Association-ის განცხადებაში.

რისი შემოთავაზება შეუძლია 4-ადგილიან Wuling Hong Guang MINI EV-ს?

მაქსიმალური სიჩქარე: 100 კმ/სთ
მაბრუნი მომენტი85ნმ

ბატარეის ორი ტიპი და გამძლეობა:

  • 9.3 კვ/სთ | 120 კმ
  • 13.9 კვ/სთ | 170 კმ

გაზიარება: