Aa Aa
4 მარტი 2021  |  10:51

64-დან ერთ-ერთი McLaren F1 გასაყიდად გამოჩნდა

იშვიათი სუპერქარის აუქციონზე გამოჩენა ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს!

McLaren-მა თავისი ლეგენდარული სუპერქარი F1 მხოლოდ 64 ეგზემპლარად ააწყო. მათგან 7 ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა. ახლა კი ამ 7-დან ერთ-ერთი გასაყიდად გამოჩნდა.

McLaren F1 შასით 042, რეგისტრაციის მიხედვით 33-ე იყო. ის Issimi.com-ზე იყიდება. ექსტერიერი წითელია, სალონში კი წითელი და შავი ფერებია გამოყენებული. როგორც სურათებიდან ჩანს, შესანიშნავ მდგომარეობაშია. საიტის თანახმად, ავტომობილს მხოლოდ ორი მფლობელი ჰყავდა. გარბენს არ ასახელებენ. თუმცა მიანიშნებენ, რომ ახალი მფლობელი ამ ავტომობილით რამდენიმე სასიამოვნო გასეირნების მოწყობას კიდევ შეძლებს.

Issimi-ს ჯერ ფასი არ დაუსახელებია, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ის 8-ნიშნა იქნება. როგორც წესი, F1-ს ფასი აუქციონებზე დაახლოებით $15 მილიონს აღწევს. 2019 წელს კი LM ვერსია $19.8  მილიონად გაიყიდა.

სარბოლო ვერსიების მოყვარულთათვის სხვა ვარიანტიც არსებობს. დიდ ბრიტანეთში ამჟამად McLaren F1 GTR Longtail-ი იყიდება!

გაზიარება: