Aa Aa
4 მარტი 2021  |  10:57

პანდემიის პირობებში კარბონით დაბინძურება შემცირდა

თუმცა, ყველაფერი მალევე შეიცვალა. 

მსოფლიო ბიზნესის ტიპურ წარმოებას უბრუნდება. 2020 წელს კარბონით დაბინძურების ისტორიული ვარდნის შემდეგ, International Energy Agency ღელავს, რომ 2020 წელი საკმარისად კარგი გაკვეთილი არ გამოდგა. IEA-მ ახალი და მეტად საინტერესო მონაცემები გაასაჯაროვა.

როგორც მოგეხსენებათ, „ეშმაკი დეტალებშია.“ ჭეშმარიტია, რომ 2020 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაბიძნურების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. IEA-ს შეფასებით, 2019 წლის მაჩვენებლთან შედარებით, დაბინძურება 6%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, სურათი მაშინვე შეიცვალა, როდესაც 2020 წლის მიწურულს ყველაფერი კარგად წავიდა. გასული წლის დეკემბრის თვეში დაბინძურება 2%-ით გაიზარდა. ეს კი იმაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც 2019 წლის დეკემბერში გახლდათ. რატომღაც პანდემიისას მსოფლიომ უფრო მეტად დაბინძურება მოახერხა. 2%-იანი ზრდა 60 მილიონი ტონა კარბონის ატმოსფეროში მოხვედრას უდრის.

ეს შედეგი ერთი რომელიმე ქვეყნის ბრალი გახლავთ. პანდემიისას ჩინეთში დაბინძურების მატება 0.8%-ით შეფასდა. ამ მაჩვენებელმა ინდოეთში 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა. აშშ-ში ჯამურად დაბინძურება 10%-ით შემცირდა, თუმცა, დეკემბერში 2019 წლის მაჩვენებელს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გამაფრთხილებელი სიგნალია, IEA ოპტიმისტურად არის განწყობილი. გლობალურ დაბინძურებასთან გამკლავება საერთო ძალებით უნდა განხორციელდეს. ჩინეთი კარბონ-ნეიტრალური ქარხნების გეგმაზე აქტიურად მუშაობს. აშშ კი კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას „პარიზის კლიმატის შეთანხმებაში“. ევროკავშირი, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი კი დაბინძურების შესამცირებლად დიდ ნაბიჯებს დგამენ.

გაზიარება: