Aa Aa
5 მარტი 2021  |  10:24

Nismo R32 GT-R-ს $400,000-იან რესტავრაციას უკეთებს

R32, R33 ან R34 Nissan GT-R-ის ქარხნული რესტავრაცია იაფი არ ჯდება და ამ ვიდეოს ყურების შემდეგ მიხვდებით, რატომ.

თავდაპირველად ავტომობილს შლიან და საღებავს მთლიანად აცლიან. რჩება მხოლოდ შიშველი მეტალი. მოწმდება ძარის სიმყარე. თუ შეკეთებას საჭიროებს, მაშინ ასეც იქცევიან. თითოეული დეტალი საგულდაგულოდ იწმინდება. ავტომობილის დარჩენილი ნაწილი კი თავიდან იღიბება. სალონი ღრმა წმენდას გადის და ქარხნიდან ახალი გამოყვანილივით სუფთაა.

თითოეული საფეხური დოკუმენტირებულია. ძრავა დინო ტესტს გადის. ამ ტესტის გავლა უკვე დასრულებულ ავტომობილსაც უწევს. დამატებითი თანხის სანაცვლოდ, RB26-ის 6-ცილინდრიანი ძრავიდან 500-მდე ცხენის ძალის მიღებაა შესაძლებელი.

რესტავრაციას, საფეხურების მიხედვით, სხვადასხვა ფასი აქვს. უბრალოდ განახლება $233,000 ღირს, სრული რესტავრაცია იმავე შესაძლებლობებით, რაც ავტომობილს ჰქონდა - $330,000. Nismo-ს კლიენტები სრულ რესტავრაციაზე საშუალოდ $420,000-ს ხარჯავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავიანთი „გოძილას“ გაძლიერების შანსით სარგებლობენ.

 

გაზიარება: