Aa Aa
5 მარტი 2021  |  10:48

აკრძალვის მიუხედავად, Haas-ის ბოლიდზე რუსეთის დროშაა

როგორ აღმოჩნდა რუსეთის დროშა ამერიკული გუნდის ბოლიდზე?

შეხედეთ Haas-ის გუნდის ახალ ბოლიდს და თქვით, რას ხედავთ პირველს. დიახ! ეს რუსეთის დროშაა. ამერიკული გუნდის ბოლიდზე რუსეთის დროშა გამოსახეს. უცნაური გრძნობაა, არა?

კიდევ უფრო უცნაური კი ისაა, რომ ამ დროშის გამოჩენა ნებისმიერ მსოფლიო ჩემპიონატზე აკრძალულია. 2020 წლის დეკემბერში „სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ“, რუსეთის დროშა, ჰიმნი და სიტყვა „რუსეთის“ გამოჩენაც კი აკრძალა. ეს აკრძალვა შემდეგ ორ ოლიმპიადასა და ორი წლის განმავლობაში ნებისმიერ ჩემპიონატს ეხება. ეს ზომები რუსეთის წინააღმდეგ ანტიდოპინგური კამპანიის ნაწილი იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთი მოსკოვში ანტი-დოპინგური ლაბორატორიის მოქმედებაში უხეშად ჩაერია და 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ინფორმაცია დამალა.

ოფიციალურად, Haas-ს გუნდს Uralkali აფინანსებს. ეს კომპანია კალქვის მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორია. Uralkali-ს ბაზა რუსეთში მდებარეობს და მისი ლოგოს ფერებიც სწორედ ამ ქვეყნის დროშის ფერებისგან შედგება. კიდევ ერთი საეჭვო დამთხვევა ისაა, რომ გუნდის ერთ-ერთი პილოტის, რუსი ნიკიტა მაზეპინის მამა, მილიარდერი დიმიტრი მაზეპინი ამ კომპანიაში ყველაზე მსხვილი აქციონერია.

ალბათ, ეჭვი არც არავის ეპარება იმაში, რომ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა არ არის.

გაზიარება: