Aa Aa
5 მარტი 2021  |  12:29

Audi Quattro WRC-ში დაბრუნებისთვის მზად არის

Audi-ს ლეგენდარული Quattro შესაძლოა FIA World Rally Championship-ის ახალ პროექტში, მატიას ეკსტრომის თაოსნობით ჩაერთოს.

ეკსტრომის მიერ ახლად დაფუძნებული EKS JC ჯგუფი Rallt2-ის სპეციფიკაციების Quattro A1-ს ამუშავებს. ავტომობილი WRC2-სა და WRC3-ის კატეგორიებს დააკმაყოფილებს.

მანქანა FIA-ს რეგულაციების მიხედვით, სამხრეთ აფრიკულ კომპანია - Rally Technic-თან კოოპერაციით იქმნება. WRC-ის შეჯიბრისთვის კი დადასტურებლად ხელმისაწვდომი იქნება.

„როდესაც ახალი თაობის A1 გამოვიდა, მაშინვე მივხვდით, რომ მისგან რაღაც უნდა შეგვექმნა“ - განაცხადა ეკსტრომმა. „და რადგანაც ყველამ იცოდა ჩემი რალის მიმართ არსებული ვნებების შესახებ, მალევე ნათელი გახდა, რომ რალის ავტომობილი აიწყობოდა.“

„მანქანა მზადაა. მხოლოდ მორგების სამუშაოებია დარჩენილი. სატესტო კილომეტრები გვაქვს დასაფარი, რათა ინფორმაცია მოვიპოვოთ და დავამუშავოთ. დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ავტომობილი გაზაფხული/ზაფხულის შეჯიბრზე მზად უნდა იყოს.“

„ამჟამად ავტომობილი მხოლოდ ჩვენს განკარგულებაშია და როდესაც მისი წარმადობით კმაყოფილი ვიქნებით მონაწილეებს მის შეძენას შევთავაზებთ.“ - დაამატა მან.

ეკსტრომის სახელი დიდიხანია, რაც Audi-სთანაა დაკავშირებული. ის FIA World Rallycross Championship-ზე, 2014-19 წლებში, S1-ს მართავდა. 2016 წელს კი ტიტული მოიგო.

ეს სრული ამძრაობის Quattro A1 1.6-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 263 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრეს კი 5-სიჩქარიანი მიმდოვრიბითი გადაცემათა კოლოფი ანაწილებს. მისი სატესტო ღონისძიებები, საწყის ეტაპზე, თოვლსა და ხრეშიან გზაზე გაიმართება. შემდეგ კი ასფალტზე გადაინაცვლებს. 

გაზიარება: