Aa Aa
9 თებერვალი 2021  |  22:19

საუკეთესო პიკაპები საქართველოში, რომლის შეძენაც 10 000$-მდეა შესაძლებელი

ალბათ მოგეხსენებათ, რომ პიკაპები ამერიკაში  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სასურველი ავტომანქანებია. ასეთი ტიპის ავტომობილები პრაქტიკულობისა და უნივერსალურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. პიკაპებში მგზავრებისთვის და ტვირთისთვის უამრავი ადგილია, რის გამოც მათი ფუნქცია მომხმარებელთა ფანტაზიის დონემდეც კი დაიყვანება. ძირითად შემთხვევებში მათ საბუქსირედ, სამშენებლო ან სამეწარმეო სამუშაოებისთვის, სატვირთოდ ან უბრალოდ სიმწვანეში დროის გასატარებლად იყენებენ.

ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურულ ავტოპარკში მსუბუქი სატვირთო ავტომობილების წილი დიდი ნადმვილად არ არის. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში „პიკაპების კულტურა“ ნელ-ნელა ფეხს მაინც იკიდებს. თუ თქვენ ან თქვენი მეგობარი ასეთი ტიპის ავტომანქანის შეძენით ხართ დაინტერესებული და თან ახლის შეძენის შესაძლებლობა არ გაქვთ, მაშინ ეს სტატია აუციელებლად დაგეხმარებათ. ქართულ საავტომობილო ბაზარზე მეორადი პიკაპების საკმაოდ ფართო არჩევანია, რომლის შეძენაც 10 000$-მდეა შესაძლებელი.

სიაში შეყვანილია ავტომობილები, რომლებიც გამძლეობით, პრაქტიკულობითა და მაღალი ხარისხით სახელი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვეს.


1. 2005-2012 Toyota Tacoma


პიკაპების მოყვარულთა სოციუმში თუ მოხვდებით და Toyota Tacoma-ს შესახებ იკითხავთ, ამ მოდელს ყველა მათგანი საუკეთესოდ დაგიხასიათებთ. ყველაზე საიმედო და გამძლე მოდელი 2005-2012 წლებში იწარმოებოდა, რომელიც კომპანიის მეორე თაობას წარმოადგენს.

მისი შეძენა ორი აგრეგატითაა შესაძლებელი: შედარებით ეკონომიური, 2.7-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი და მძლავრი 4-ლიტრიანი V6 ტიპის ძრავით. Toyota-მ ავტომობილი სხვადასხვა კომფიგურაციითა და თვლების ბაზით გამოუშვა. არსებობს კაბინის ორი ვერსია და თვლების ბაზის სამი ვერსია. კომპანია ამ მოდელით მომხმარებელთა სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას შეეცადა.

Tacoma-ს საუკეთესო თვისება ღირებულების შენარჩუნებაა. თუ თქვენ შესაბამისად მოუვლით, დიდი ალბათობით, მას რამდენიმე წლის შემდეგ იმავე ფასში გაყიდით, რა ფასშიც შეიძინეთ. საქართველოში 2005-2012 წლების მოდელის ფასი  8 000$-დან 10 000$-მდე მერყეობს.

2. 2006-2012 Ford Ranger


დღევანდელ დღეს Ranger-ი დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მისი ადრეული მოდელები არანაკლებ სასურველი იყო. მეტიც, 2006-2012 წლის მოდელი ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა მწარმოებლის შემადგენლობაში. კონფიგურაციები აქაც განსხვავებულია, რაც მის ტრანსპორტაბელობას და უნივერსალურობას განაპირობებს.

Ranger-ის შეძენა როგორც 4-ცილინდრიანი, ისე 6-ცილინდრიანი აგრეგატებითაც შესაძლებელია, თუმცა, გირჩევთ, რომ 4 ლიტრიანი V6 ეძებოთ. ავტომობილი მწყობრიდან რთულად გამოდის, ხოლო მისი შეკეთება ძვირიც არ დაგიჯდებათ.

ერთდერთი სირთულე, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს Ranger-ის ცოტა რაოდენობაა. 2006-2012 წლის მოდელის ფასი 6 500$-დან 9 500$-მდე, მდგომარეობის მიხედვით მერყეობს.

3. 2002-2008 Dodge Ram 1500


Ford-ის მსგავსად Dodge Ram-ი ყველა იმ კომპონენტს გთავაზობთ, რაც კარგი პიკაპისთვისაა დამახასიათებელი. მას გამორჩეულად ტევადი სატვირთო მოცულობა და უხვი სიმძლავრე აქვს. ერთადერთი, რითაც Ram-ი კონკურენტებისგან განსხვავდება ეს მეტი სტილი და აგრესიული დიზაინია.

წლების განმავლობაში სხვადასხვა კონფიგურაციის შეძენა იყო შესაძლებელი. საბაზისო მოდელი 4.7 ლიტრიანი ძრავით, ხოლო ყველაზე გამორჩეული 5.7-ლიტრიანი Hemi V8 მოდელი გახლდათ. ავტომობილი 345 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ეს რიცხვები მსუბუქი სატვირთო ავტომობილისთვის, რომელიც 10 000$-მდე ღირს, არც ისე ცუდად ჟღერს.

ის, რაც ამ ავტომობილის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს საწვავის მოხმარებაა. Ram-ის მოწყურებული ძრავა ეკონომიურად სიარულისას მინიმუმ 16 ლიტრ საწვავს მოიხმარს. საქართველოში მისი ფასი შესაძლოა ამ ფაქტორის გამო დაბალია - 2002-2008 წლის საბაზისო Dodge Ram-ის ფასი, ჩვენს ბაზარზე, 5 000$-დან იწყება.

4. 2004-2013  Ford F-150


Ford F150 ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი პიკაპის ტიპის ავტომობილია. მიზეზი რატომაც ის ამერიკელების საყვარელი მსუბუქი სატვირთო ავტომობილია მრავალია. თუ მანქანის გარბენზე პრობლემა არ გაქვთ, მეთერთმეტე თაობის მოდელს ამ ფასად მარტივად იპოვით. თუმცა, თუ ცოტა მეტი თანხის დახარჯვასაც შეძლებთ მეთორმეტე თაობის F-150 მოგივათ.

ახალი მოდელის მარგალიტი EcoBoost-ის ძრავაა, რომელიც საკმაოდ ეკონომიურია. კონფიგურაცია ფასზე აისახება, თუმცა, 10 000$-მდე თქვენთვის სასურველი მოდელი მაინც მოინახება.

საქართველოში 2004-2013 წლების F150-ის ფასი 6 000 $-დან იწყება. ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ავტომობილის გარბენი და მდგომარეობა.

5. 2004-2013 Nissan Frontier


მეორე თაობის Frontier-ი ისეთივე პოპილარული არ გამხდარა, როგორც Tacoma. სწორედ ამიტომ ის შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესო სატვირთო ავტომობილი იყოს ამ ფასში. მისი პოვნა რთული არ არის და თქვენთვის სასურველ მოდელსაც მარტივად აარჩევთ. კონკურენტებთან შედარებით მოდელი არანაკლებ პრაქტიკულად და გამოსადეგად არის აღჭურვილი. მას, როგორც ერთხიდიანი, ისე ორხიდიანი ვერსიებიც აქვს, თუმცა აუცილებლად 4x4 ვერსიას გირჩევთ. საუკეთესო კომპლექტაციის მქონე მოდელი კი კომპრესორიანი V6 ძრავათაა აღჭურვილი, მაგრამ ეს მოდელი იშვიათობას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ იაპონური ავტომობილი გსურთ და Toyota-ს ვერ გაწვდებით Frontier-ი საუკეთესი ალტერნატივაა.

საქართველოში საბაზისო მოდელის ფასი 4 500$-დან იწყება და 9 000$-მდე განისაზღვრება.

6. 2005-2014 Mitsubishi L 200


მეოთხე თაობის L 200 (იგივე Triton-ი) ქარხანამ 2005 წელს გამოუშვა. ავტომობილი 2.5-ლიტრიანი ტურბოდიზელი ძრავათაა აღჭურვილი,  რომელიც 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. იაპონური ბაზრისთვის გამოშვებული ვერსია 3.5 ლიტრიანი ბენზინის ძრავითაც არის აღჭურვილი, თუმცა, მისი შოვნა გაგიჭირდებათ. L 200 სატვირთო ნაწილის მრავალმხრივ კომპლექტაციას მოიცავდა, რის გამოს მას კომერციულ საქმიანობებში აქტიურად იყენებდნენ.

საქართველოში მეოთხე თაობის L 200-ის შეძენას 5 000-ად შეძლებთ, თუმცა, კარგ მდგომარეობაში მისი ფასი 10 000$-მდეც ადის.

7. 2006-2014 Honda Ridgeline


თუ გსურთ პიკაპი, რომელიც SUV-სავით იმართება, მაშინ Honda-ს Ridgeline-ი თქვენთვის იდეალური ავტომობილი იქნება. ის იმავე ძარას იყენებს, რასაც Acura MDX-ი და Honda Pilot-ი. Ridgeline-ი 3.5 ლიტრიანი V6 ტიპის ძრავათია აღჭურვილი. ეს სრული ზომის მსუბუქი ავტომობილი მცირე ზომის პიკაპივით ეკონომიური და ქროსოვერივით მართვადია.

რა თქმა უნდა, ამ ავტომობილით მძიმე საგნების ბუქსირება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ სხვდასხვა აღჭურვილობების ან ნივთების გადასატანად ის უპრობლემოდ მოგემსახურებათ. Ridgeline-ი ისეთი მძღოლისთვისაა, რომელიც აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და ავტომობილისგან მეტ პრაქტიკულობას მოითხოვს.

მომხმარებლები მოდელს საიმედოობის კუთხითაც უმაღლესად აფასებენ. ავტომობილი თუ მწყობრიდან გამოვიდა ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან არ გაგიმართლათ. აღსანიშნავია მისი ფუტურისტული და განსხვავებული დიზაინიც. მას უხეში ფორმები ნამდვილად არ აქვს და მისი ქალაქში დანახვა თვალში ბასრი საგნის მოხვედრას არ უდრის.

საქართველოში Honda Ridgeline-ის ფასი 7 000$-დან იწყება.

გაზიარება: