Aa Aa
15 მარტი 2021  |  18:03

2020 წლის Top 10 ყველაზე ნელი ავტომობილი

თუ ფიქრობთ, რომ 21-ე საუკუნეში ყველა ავტომობილი ტექნიკური მაჩვენებლების გარკვეულ ზღავრს აკმაყოფილებს, მაშინ თქვენ ცდებით.

ქვემოთ ჩამოთვლილი ავტომობილები წარმოუდგენლად ნელია, განსაკუთრებით კი 2020 წლის მოდელის კვალობაზე.

თანამედროვე სუპერ და ჰიპერქარებში მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტი თითქმის აღარ არსებობს. მსოფლიოში ურბანიზაციის დონე საკმაოდ მაღალია. მცირე ზომის ავტომობილები პატარა, მაგრამ ძლიერი ძრავებით იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ტურბოდაბერვის ძრავა მეტი ცხენის ძალის მისაღებად, იაფიანი გამოსავალია.

თუმცა, დღეს ავტომწარმოებლების შემოთავაზებული ზოგიერთი მოდელი ნაკლებად ამაღელვებელია.

 

Toyota Corolla Hybrid (Subcompact) - 10.9 წამი

მსოფლიო ავტოინდუსტრიაში ჰიბრიდების ერა დგას და მომხმარებელი ამას ნელ-ნელა ეჩვევა: დამატებითი მაბრუნი მომენტი ელექტრო ძრავებიდან და უფრო სწრაფი აჩქარება. ყოველ შემთხვევაში თეორიულად ასეა. ჰიბრიდული ავტომობილების საქმეში გამოცდილ Toyota-ს ნამდვილად უკეთესი Corolla-ს შემოთავაზება შეეძლო. ჰიბრიდული სისტემა 120 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე კი 10.9 წამში აღწევს.

Mitsubishi Mirage (City Car) - 12 წამი

ეს ავტომობილი გადატვირთულ ქალაქებში მოსახერხებლობისთვისაა შექმნილი. თუმცა, მის შემქმნელებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე მუშაობა გამორჩათ - ტექნიკურ მაჩვენებლებზე. 1.2-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავა ძალიან ეკონომიურია - 100 კილომეტრზე საშუალოდ 5.5 ლიტრს მოიხმარს. Mirage-ს მხოლოდ 78 ცხენის ძალა აქვს და 0-100კმ/სთ-მდე 12 წამში აღწევს.  

Toyota C-HR (Crossover/SUV) - 11 წამი

C-HR-ი სუვებით სავსე ბაზარზე Toyota-ს ავტომობილია. მას უარყოფითად ვერ შევაფასებთ, თუმცა, სუვის ფუნქციებს ნაკლებად ასრულებს. არჩევით ოთხივეწამყვან ვერსიას უკეთესი ყველგანმავალი შესაძლებლობები აქვს.

ტრასაზე კი ამ ავტომობილის სისუსტეები თავს იჩენს. 1.8-ლიტრიანი ძრავა C-HR-ის დიდ სხეულს არ უხდება. წონა მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახება. 0-100კმ/სთ-მდე მისაღწევად ავტომობილს დაახლოებით 11 წამი სჭირდება.  

Ford EcoSport (Crossover/SUV) - 11.8 წამი

Ford-ის Ecoboost ძრავა მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია. EcoSport-ის ძრავამ კი რამდენიმე ცილინდრი დაკარგა. 1-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავა 123 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 11.8 წამში აღწევს.  

მცირე ზომის სუვებზე მოთხოვნა გაზრდილია. ამიტომ ავტომწარმოებლები ავტომობილის გაბარიტებთან ერთად, ძრავებსაც აპატარავებენ.

Citroën C-Zero (City Car) - 15.9 წამი

მოგვწონს თუ არა ეს ფაქტი, მალე ავტომობილების უმეტესობა ელექტრო იქნება. 2030 წლიდან შიგა წვის ძრავის გამოყენება ბევრ ქვეყანაში იკრძალება. რეგულაციების დასაკმაყოფილებლად და გარემოს დასაცავად Citroën-მა თავის პატარა ავტომობილში პატარა ელექტრო აგრეგატი მოათავსა. ამან ავტომობილი სრულიად მოსაწყენად აქცია.

ელექტრო ავტომობილების შემქმნელებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ნულოვანი გამონაბოლქვის გარდა, მყიდველებს კარგი დიზაინიც და მხიარული ძრავაც აინტერესებთ.  C-zero-ს მფლობელებს კი 100კმ/სთ-ს გასავითარებლად დაახლოებით 16 წამი სჭირდებათ.

Nissan Sentra (Compact Sedan) - 9.2 წამი

დღეს ავტომწარმოებლები ძრავების და გადაცემათა კოლოფების მრავალფეროვნებას გვთავაზობენ. 2020 წლის Sentra კი მხოლოდ ერთ აგრეგატს გვთავაზობს. 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 149 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავის მონაცემები იმედისმომცემად გამოიყურება, თუმცა რიცხვები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. 0-100კმ/სთ-მდე Sentra 9.2 წამში აღწევს. CTV ტრანსმისია პატარა ძრავებს უხდება. ძალაც წესით საკმარისი უნდა იყოს, თუმცა, საკმაოდ მოსაწყენია.

Chevrolet Spark (City Car) - 11 წამი

Spark-ს GM Korea აწარმოებს. ეს არის ბიუჯეტური, საოჯახო, მცირე ზომის ავტომობილი. შესაბამისად, ისიც პრაქტიკულობასა და მგზავრებისთვის კომფორტულობაზეა გათვლილი. ამ ყველაფერს კი ტექნიკური მაჩვენებლები შეეწირა.

ქალაქის ავტომობილის 1.4-ლიტრიანი ძრავა უხალისოა. 0-100კმ/სთ-მდე კი დაახლოებით 10.7 წამში აღწევს.

Smart EQ Fortwo (City Car) - 12 წამი

„პეტროლჰედებში“ ეს ავტომობილი პოპულარული არასდროს ყოფილა. 2020 წელს კი მთელი ხაზი სრულიად ელექტრო გახდა. Smart EQ Fortwo-ც დატვირთულ ქალაქზე მორგებული ავტომობილია. გამძლეობა - 93კმ. Smart-ი ვერც სიმძლავრით დაიკვეხნის. 0-100კმ/სთ-მდე საახლოებით 12 წამში აღწევს.

17, 2 კვ/სთ-იან ბატარეას გამძლეობაც აკლია და სიმძლავრეც. თუმცა, ნულოვანი გამონაბოლქვის მოყვარულების გულებს ეს ავტომობილი მაინც იგებს.

Tata Tigor (Compact Sedan) - 13.9 წამი

ეს ავტომობილი თავდაპირველად მხოლოდ ინდოეთის ბაზრისთვის შეიქმნა. საბოლოოდ კი Tata-მ დასავლელებს ამ არამიმზიდველი და წარმოუდგენლად ნელი ავტომობილის მართვის უფლება მისცა. Revotron-ის 1.2-ლიტრიანი ძრავა 85 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 5-სიჩქარიანია. Tigor-ის მფლობელებს კი 100კმ/სთ-ს გასავითარებლად 14 წამი სჭირდებათ.  

საჩვენებელი მოდელების ფასი $6,000-ია. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს Tata ერთ-ერთი პრესტიჟული ავტომწარმოებელია. შესაბამისად, მყიდველი ამ კომპანიისგან მეტს ელოდება.

Volkswagen Up! ( City Car) - 15.6 წამი

Up!-ის დაბალმა ფასმა მისი ტექნიკური მახასიათებლები შეიწირა. პატარა, 1-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ძრავა მხოლოდ 64 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ქალაქის ავტომობილი წარმოუდგენლად ნელია. 0-100კმ/სთ-მდე 15.6 წამში აღწევს.

მიუხედავად ამისა, Up!-ი ქალაქის ავტომობილებში ერთ-ერთი საუკეთესოა. 2020 წლისთვის VW-მ ამ ავტომობილის ტექნიკური მონაცემების შემცირების უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. დიზელის ძრავების სკანდალის შემდეგ, ფოლკსვაგენი გამონაბოლქვის რეგულაციების დაცვაზე უფრო ყურადღებით ზრუნავს.

გაზიარება: