Aa Aa
12 მარტი 2021  |  12:06

Top 10 ყველაზე გრძელი ამერიკული ავტომობილი

10. 1978 წლის Ford Country Squire


არაფერი გამოიყურება ისე ძვირფასად, როგორც უდიდეს უნივერსალზე გაყოლებული ხის ტექსტურა. თუმცა, ის, რის გამოც 1978 წლის Country Squire-მა სახელი გაითქვა მისი სიდიდე გახლდათ. შემდეგი თაობის მოდელის გაბარიტები კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

1978 წელს აწყობილი ავტომობილი 2.2 ტონას იწონის და მის ვერსიებში 7.5-ლიტრიანი V8 ძრავის მონახვაც არის შესაძლებელი. ამ წლოვანების Country Squire-ი 5.73 მეტრი სიგრძისაა და ის ამ მონაცემით ათეულში მეათე ადგილს იკავებს.

9. 1970 წლის Buick Electra 225


მაშინ, როდესაც მწარმოებელი ავტომობილის გაბარიტულ ზომას სახელწოდებაში წერს, ეს სახმელეთო იახტების ზომის მნიშვნელობაზე მიუთითებს. 1959-69 წლების Electra ზომებში დაპატარავებული იყო, თუმცა 1970 წელს გამოსული Electra 225 სიგრძეში 225.8 ინჩი გახლდათ, რაც 5.7 მეტრს უდრის.

1970 წლისთვის სიახლე 7.5-ლიტრიანი V8 ძრავიც იყო, რომელიც 370 ცხენის ძალასა და 690 ნიუტონ მეტრს შეადგენდა. იახტის გაბარიტებთან ერთად, ავტომობილს კარგი სიმძლავრეც ჰქონდა, რაც მას უფრო სასურველს ხდიდა.

8. 1972 წლის Lincoln Continental Mark IV


Ford Thunderbird-თან ერთად, 1970-იანების Lincoln Continental-ის მოდელები მდიდრული კუპეს ჟანრის საუკეთესო მაგალითებია. ბილ ბლასის, პუჩის და კარტიერის მიერ შექმნილი ავტომობილები საოცრად ლამაზი ფერებით გამოდიოდა. ’72 წლის Mark IV "კონტინენტალი" კი ზომითაც გამორჩეული გახლდათ. მისი სიგრძე 5.8 მეტრს შეადგენდა.

7. 1969 წლის Imperial LeBaron


Chrysler-ი Imperial-ის სახელს 1920-იანი წლებიდან იყენებს. 1955 წლიდან 1975-მდე კი კომპანიამ ამ საავტომობილო ხაზით Cadillac-ისა და Lincoln-ისთვის კონკურენციის გაწევა გადაწყვიტა. სფერო, სადაც Imperial-ს კონკურენციის გაწევა შეეძლო სიმძლავრე გახლდათ.

მისი 7.2-ლიტრიანი აგრეგატი 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. კაბინის სიდიდიდან გამოდინარე, ავტომობილში ჯდომა დიდ დივანზე ჯდომას უდრიდა. '69 წლის Imperial LeBaron-ის სიგრძე კი 5.83 მეტრს შეადგენდა.

6. 1975 წლის Cadillac Coupe de Ville


ნელ-ნელა სუპერ-იახტის კატეგორიამდეც მივედით. ამ კატეგორიას კი 5.83 მეტრიანი Cadillac Coupe de Ville ხსნის. ავტომობილი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ გარკვეულ მოდიფიკაცებს სახურავზე ვინილი ჰქონდა, ხოლო მოსახვევებში მაშუქები კუთხის შესაბამისად მოძრაობდა. მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები დამატებით ოფციებში შედიოდა. საინტერესოა, რომ ავტომობილი მოცურების საწინააღმდეგო სისტემითაც იყო აღჭურვილი.

5. 1978 წლის Chrysler New Yorker Brougham


გვიანდელი 70-იანების, New Yorker-ის მსგავსი, სახმელეთო იახტები კლუბურ მუსიკაზე უფრო გრძელი იყო. 6.6-ლიტრიანი V8 ძრავა მოდელში სტანდარტული იმ შემთხვევაში იყო, თუ კალიფორნიაში არ ცხოვრობდით. ამ ნაწილში ეს ავტომობილი 5.9-ლიტრიანი ვერსიით გამოდიოდა, რაც სავადებულო გახლდათ. 1978 წლის Chrysler New Yorker Brougham-ი სიგრძეში 5.86 მეტრი გახლდათ.

4. 1974 წლის Oldsmobile Ninety-Eight LS


ეპოქის კიდევ ერთი გიგანტი Oldsmobile Ninety-Eight-ი გახლდათ. 2004 წლამდე კომპანია უძველესი ამერიკული ავტომწარმოებლის სტატუსს ინარჩუნებდა. დიდება კი ბრენდმა 70-იანებში, ისეთი ავტომობილებით მოიპოვა, როგორიც მაგალითად Ninety-Eight LS-ია. მოდელი სიგრძეში 5.9 მეტრი იყო და მასში უზარმაზარი, 7.5 ლიტრი მოცულობის V8 ძრავა იყო განთავსებული.

3. 1977 წლის Lincoln Continental Town Coupe


ამასობაში სამეულსაც მივუახლოვდით. თუ ფიქრობდით, რომ Mark IV Continental-ი ვეშაპის ზომის „ლინკოლნი“ იყო, მაშინ Continental Town Coupe უნდა ნახოთ. ის, როგორც ორკარიანი, ისე ოთხკარიანი დიზაინით გამოდიოდა. 1977 წელს, ფედერალური ბამპერების დამონტაჟების შემდეგ, ისედაც გრძელი Town Coupe, კიდევ უფრო დაგრძელდა და მისმა სიგრძემ 5.91 მეტრი შეადგინა.

2. 1975 წლის Buick Electra 225


5 წლის შემდეგ, Electra-მ ახალი გაბარიტები მიიღო, თუმცა, სახელი არ შეცვლია. ის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ავტომობილია, რომელიც აშშ-ში ოდესმე წარმოებულა. მისი სიგრძე 5.93 მეტრს შეადგენდა.

7.5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა კი, გამონაბოლქვის შესამცირებლად, მხოლოდ 205 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

1. 1973 წლის Imperial Lebaron


ჩვენი ეპიკური ვოიაჟი დასასრულს მიუახლოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდეს სახმელეთო იახტამდეც მივედით. 1973 წლის Imperial Lebaron-ი, ომის შემდგომ აშშ-ში წარმოებულ ავტომანქანებში, ყველაზე გრძელი მოდელი გახლდათ. მხოლოდ ფედერალური ბამპერების დამონტაჟების შემდგომ ავტომობილის სიგრძე 14 სანტიმეტრით გაიზარდა. ჯამში კი 5.97 მეტრი შეადგინა.

სამწუხაროდ, ნავთობისა და დაბინძურების რეგულაციებმა Imperial-ი, როგორც კოპანია, 1973 წელს ჩაძირა.

გაზიარება: