Aa Aa
6 აპრილი 2021  |  09:51

10 ყველაზე იშვიათი წარმოებული ავტომობილი

დიდი ბაზრების მოყვარულ ყველაზე ცნობილ ავტომწარმოებლებსაც ჰყავთ მცირე რაოდენობით წარმოებული ავტომობილები. მაგალითად Honda-ს, Toyota-ს და Volkswagen-ს. ეს ავტომობილები რამდენიმე მიზეზის გამო, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა: ზოგმა მათგანმა საკმარისი პოპულარობა ვერ მოიპოვა, ზოგიც კი ფინანსურად გაუმართელებელი აღმოჩნდა.

ამ სტატიაში საუბარი გვაქვს ავტომწარმოებლების ქარხნებში აწყობილ, გზებზე დაშვებულ ავტომობილებზე. აქ ვერ შეხვდებით შეზღუდული გამოშვების, ან  სარბოლო ავტომობილებს. ვერც პროტოტიპებსა და კონცეპტებს.

Hummer: H3T (2738 ეგზემპლარი, 2008-2010)

2008 წელს Hummer-მა H3 გადარქმნა და შედეგად H3T მიიღო. ეს იყო ავტომობილი მოგზაურობის მოყვარულთათვის. სახურავზე კაიაკები ედო. H3T ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი იყო და პოპულარულიც გახდა.

მიუხედავად პოპულარობისა, ეს ავტომობილი 2008-2010 წლებში მცირე რაოდენობით - 2738 ეგზემპლარად აიწყო. მაშინ, როცა H1 დაახლოებით 11 000, ხოლო H2 150 000 ეგზემპლარად გამოუშვეს. 2010 წელს ბრენდმა ამ ავტომობილზე უარი თქვა.  

Audi: Quattro (11,452 ეგზემპლარი, 1980-1991)

Audi Quattro რალის სამყაროში დომინირებდა. მაგრამ, კომპანიის ხაზში ადგილი ყოველდღიური გამოყენებისთვის პრაქტიკული მოდელისთვისაც იყო. ავტომობილის პოპულარობამ მისი მაღალი ფასი განაპირობა. ამიტომ ამ ავტომობილს ქუჩებში ხშირად ვერ შეხვდებოდით. Audi-მ 1980-1991 წლებში 11 452 ეგზემპლარი გაყიდა.  

უფრო იაფი, წინაწამყვანი კუპე 1980-1988 წლებში იყიდებოდა და ბევრად მეტი - 174 687 ეგზემპლარი გაიყიდა. 2006-2014 წლებში კი პირველი თაობის R8-ს 23,905 ეგზემპლარი აიწყო.  

Subaru: R1 (10,501 ეგზემპლარი, 2005-2010)

Subaru-მ 1954 წელს თავისი პირველი ავტომობილი 1500 მხოლოდ 20 ეგზემპლარად ააწყო, თუმცა, ისინი პროტოტიპის დონეზე დარჩა ამიტომ ჩვენს სიაში ვერ მოხვდა. ჩვენს R1-ზე გესაუბრებით, რომელიც 360-ის შთამომავალია და 2005-2010 წლებში გამოდიოდა. ეს 2-კარიანი პატარა, ქალაქის ავტომობილი იყო, რომელსაც იაპონიის რეგულაციები უნდა დაეკმაყოფილებინა. 5-წლიანი წარმოების პერიოდში მხოლოდ 10 501 ეგზემპლარი აიწყო.

Subaru-ს კიდევ ერთი მცირე წარმოების ავტომობილი Traviq-ია, რომელიც General Motors-ის ქარხანაში ტაილანდში იწყობოდა. 2001-2004 წლებში იაპონიის ბაზარზე 12 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

Kia: Elan (1056 ეგზემპლარი, 1996-1999)

Kia-მ M100-თაობის Elan-ზე უფლება Lotus-ისგან იყიდა. რამდენიმე ცვლილების შემდეგ 1996 წელს ამ ავტომობილის წარმოება დაიწყო. შეიცვალა უკანა მაშუქების დიზაინი, Isuzu-ს 1.6-ლიტრიანი ძრავა, 1.8-ლიტრიანით ჩაანაცლეს.

Elan-ი სულ 1056 ეგზემპლარად გამოვიდა. უმეტესობა სამხრეთ კორეაში გაიყიდა, თუმცა, რამდენიმე ეგზემპლარმა ინგლისში და იაპონიაშიც შეაღწია.   

Mercedes-Benz: W188 (760 ეგზემპლარი, 1951-1958)

300 S-ს თავდაპირველად W188 ერქვა და ის 1951 წელს Mercedes-ის ხაზში უმაღლეს პოზიციას იკავებდა. რამდენიმე ნაწილს W186-თან იზიარებდა, თუმცა, უფრო მდიდრული და ძვირადღირებული იყო. განახლებულ მოდელს 300 Sc ერქვა და 1955 წელს გამოჩნდა. მას ქრომის მეტი დეტალი ჰქონდა. ფასიც გაიზარდა. ბევრი ამ ავტომობილს თავის მოსაწონებლად და სტატუსზე ხაზგასასმელად ყიდულობდა. S-Class-ის ვერსიებიც, სწორედაც რომ Mercedes-ის ოჯახის ამ ხიდანაა.  

W188 ყველაზე ძვირიანი Mercedes-ი იყო, რომლის შეძენაც 1950-იანებში შეიძლებოდა. 1951-1958 წლებში 760 ეგზემპლარი აიწყო. მათგან 314 კუპე იყო, 446 - კაბრიოლეტი. ეს ავტომობილი უფრო იშვიათია, ვიდრე ლეგენდარული 300SL, რომელიც 1954-1957 წლებსი 3250-მა ადამიანმა შეიძინა.

BMW: 507 (252 ეგზემპლარი, 1956-1959)

იმპორტიორმა მაქს ჰოფმანმა BMW დაარწმუნა, რომ 507 მოდელი ამერიკის ბაზრისთვის შეექმნათ. მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე ეს ავტომობილი ბრენდის სპორტულ ავტომობილებზე დადებითი განწყობის შემქმნელი უნდა გამხდარიყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან 507 უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე ჰოფმანი ელოდა. თუმცა, რამდენიმე ეგზემპლარი ცნობილი ადამიანების ხელშიც აღმოჩნდა. მაგალითად, ელვის პრესლის ასეთი ორი ეგზემპლარი ჰყავდა.

BMW-მ 252 1956-1959 წლებში ეგზემპლარის გამოშვების შემდეგ, ამ ავტომობილის წარმოება შეწყვიტა. ავტომწარმოებელი 700-ის და მსგავსი ავტომობილების წარმოებაზე გადავიდა და საწარმოო ხარჯებიც დაზოგა. BMW ავტომობილებს სამციფრიან სახელებს არქმევდა, სანამ 1978 წელს M1 არ გამოუშვა. Lamborghini-სთან თანამშრომლობით, ჯამში 453 ავტომობილი ააწყეს და აქედან 399 გზებზე დაშვებული იყო.

Toyota: BXD20 Mega Cruiser (149 ეგზემპლარი, 1996-2001)

ავტოსამყაროს ექსპერტები ხშირად კამათობენ იმაზე, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის BXD20 Mega Cruiser-ი გამოვიდა. უმეტესობა სწორ რიცხვად 149-ს მიიჩნევს. თუმცა, 151 ან 132 ვერსიასაც შეხვდებით. Hummer H1-ს მსგავსი ყველგანმავალის წარმოება იმდენივე ჯდებოდა, რამდენიც შუაძრავიანი NSX-ის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოვიდა.

Lamborghini: Silhouette (54 ეგზემპლარი, 1976-1979)

1976 წელს იტალიური დიზაინის სახლი Bertone Lamborghini-ს Urraco-ს გარდაქმნაში დაეხმარა და შედეგად Silhouette მივიღეთ. ეს ორი მოდელი ბევრ დეტალს იზიარებდა. თუმცა, Silhouette მაინც ცალკეული მოდელი იყო. ეს კომპანიას საშუალებას აძლევდა ჰყოლოდა ახალი მოდელი, მისი თავიდან ბოლომდე შექმნის გარეშე. სულ 54 ეგზეპლარი ააწყეს. შესაბამისად, ეს ავტომობილი იშვიათია. ის კიდევ იმითაა გამორჩელი, რომ იყო პირველი ღია სახურავიანი Lamborghini, რომელიც გაყიდეს.

შედარებისთვის 2019 წელს გამოსული ჰიბრიდული Sian-ი 63 ეგზემპარად აიწყო.

Alfa Romeo: 33 Stradale (18 ეგზემპარი, 1967-1969)

1967 წელს კომპანიამ 33 Stradale წარმოგვიდგინა. მისმა ტექნიკურმა მაჩვენებლებმა ავტომობილები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. ეს ავტომობილი რბოლებში წარმატებულ Tipo 33-თან მჭიდრო კავშირი იყო. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სუპერქარი, რომლის V8 ძრავაც 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 6 წამში აღწევდა. მას ისეთივე კარები ჰქონდა, როგორიც 2021 წელს McLaren-ის ავტომობილებს აქვს.

სარბოლო ტექნოლოგიის საგზაო ავტომობილში გადატანა ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ, თავის დროზე Stradale Lamborghini Miura-ზე ძვირი ღირდა. 18 ეგზემლარის გამოსვლის შემდეგ, ამ ავტომობილის წარმოება შეწყდა.

Saab: Sonett (6 ეგზემპლარი, 1955-1957)

Saab-ის ინჟინერმა როლფ მელდემ პირველი Sonett-ი ბეღელში ააწყო. მას უბრალო, მსუბუქი სპორტული ავტომობილის შექმნა სურდა, რომლითაც შვედური კომპანია ევროპულ რბოლებში მიიღებდა მონაწილეობას. სანამ ახალი რეგულაციების გამო, კომპანია ავტომობილის წარმოებას შეწყვეტდა, კიდევ 5 ეგზემპლარი აიწყო.

გაზიარება: