Aa Aa
21 მარტი 2021  |  10:58

სალონის მოვლისთვის საჭირო რჩევები

თქვენი ავტომობილის ინტერიერის ნახვის პირველი შთაბეჭდილებები ადამიანებზე მნიშნელოვნად მოქმედებს. თუ სალონი ბინძურია, ეს მთლიან მანქანას უკარგავს ფასს. პირიქით კი შესაძლოა, სუფთა კაბინა, ბევრი დადებითი მოვლენის განმსაზღვრელიც გახდეს.

რა თქმა უნდა პატარა ბავშვებისა და შინაური ცხოველების რეგულარული ტრანსპორტირების შემთხვევაში რთულია სრული წესრიგის შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, ქვემოთ ინტერიერის მეტი სისუფთავისთვის რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.

გაწმინდეთ სავარძლები რეგულარულად


თუ სავარძლებს რეგულარულად არ გაწმენდთ, ჭუჭყი დაგროვდება, შემდეგ კი თქვენი სალონი საღორედ გადაიქცევა. იმისათვის, რომ ჭუჭყი არ დაგროვდეს ავტომობილის ინტერიერის გაწმენდვას თვეში ერთხელ მაინც გირჩევთ. თუ დაკავებული ბრძანდებით და ამ სამუშაოს თავად შესრულებას ვერ ახერხებთ, მიმართეთ სამრეცხაოს ან შვილებს, კომპენსაციის სანაცვლოდ შეასრულონ სამუშაო.

დაიტანეთ დამცავი საშუალებები


დაბურულობის მიუხედავად, ინტერიერის დეტალები დროთა განმავლობაში მყიფე ხდება. მზის რადიოაქტიური გამოსხივება ნაწილებს აშრობს და ბზარებსაც კი აჩენს. საქართველოს პირობებში კი მძღოლისა და მისი გვერდით მჯდომი მგზავრის მინების დაბურვა მაღალი პროცენტით აკრძალულია, რაც მზის სხივებს უფრო უშვებს კაბინაში.

ასეთ დეტალებზე ხშირად დამცავ სითხეებს იყენებენ, რაც მათ ახლებურ იერსახეს დიდი ხნის განმავლბაში უნარჩუნებს. აუიცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დამცავი საშუალებების საჭეზე და პედლებზე გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ასე ეს დეტალები სრიალა გახდება.

გამოიყენეთ მტვერსასრუტი


რთულად მისაწვდომი ადგილების ხელით გაწმენდვა პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის მოსახერხებელი. თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტთ, დროის დაკარგვით დაასრულებთ. ასეთ დროს ხელის მტვერსასრუტის გამოყენება საუკეთესო ალტერნატივაა. მისი საშუალებით ქვიშას, მარცვლებს, კენჭებს და სხვა უცხო ნივთიერებებს იოლად მოაგროვებთ. არსებობს ისეთი ტიპის მტვერსასრუტებიც, რომლებიც ბატარეებზეც მუშაობს.

რაც შეიძლება სწრაფად მოაცილეთ ლაქები


ღია ფერის სალონზე ლაქები განსაკუთრებით ცუდად გამოიყურება. რაც უფრო მალე დაიწყებთ არასასურველი სითხის მოშორებას, მით უფრო ნაკლებად დარჩება ლაქა. ტყავის სავარძლებიდან ლაქების ამოყვანა ყველაზე მარტივია. ნაჭერს კი დასველება და ხშირ შემთხვევაში ამომყვანი საშუალების გამოყენებაც სჭირდება.

ჭერი და მზისგან დამცავი დაფები


იმ შემთხვევაში თუ მწეველი მრძანდებით და ავტომობილში მოწევას არ ერიდებით, ამით ყველაზე მეტად ჭერის რბილი ქსოვილი და მზისგან დამცავი დაფები ისვრება. არასასიამოვნო სუნის გარდა, თეთრი ფერის დეტალები ყვითელ შეფერილობასაც იღებს. ამ ორი დეტალის მდგომარეობას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რადგან ისინი სალონის უმნიშვნელოვანეს ნაწილებს წარმოადგენენ. მათი გაწმენდვა კი არც ისე მარტივია.

ნაგვის ყუთი

ნაგვის მცირე ყუთით ავტომობილის სალონის აღჭურვა აუცილებელი არ გახლავთ. ინტერიერის სიკაშკაშე მის გარეშეც მიიღწევა. თუმცა, ტკბილეულობის შეფუთვებისთვის, უსარგებლო ნივთებისა და ბოთლებისთვის მცირე ზომის ნაგვის კონტეინერი მოსახერხებებლი საშუალებაა. არ დაგავიწყდეთ, რომ ნაგვის ფანჯრიდან გადაგდება კანონით ისჯება. სხვების თვალში კი ამ ატრიბუტის ავტომობილში არსებობა უფრო მოწესრიგებულს გამოგაჩენთ.

გაზიარება: