Aa Aa
1 აპრილი 2021  |  15:53

მსოფლიოს 10 უცნაური კანონი ავტომობილის მფლობელებისთვის

იცით, კანონით რამდენი კილოგრამი კარტოფილის გადატანის უფლება გაქვთ? ალბათ, არა. იმიტომ, რომ საქართველოში მსგავსი უცნაური კანონი არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს ავსტრალიაში.

სიჩქარის გადაჭარბება და ალკოჰოლური თრობის დროს საჭესთან ჯდომა კანონით ყველა ქვეყანაში ისჯება. თუმცა, ამ სიაში მოხვედრილი ქვეყნები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და უფრო მკაცრი შეზღუდვებიც დააწესეს. ცოტათი უცნაურიც...

კანონი ეხება ყველაფერს კარტოფილიდან დაწყებული, ტალახის შხეფებით დასრულებული. ამ სტატიაში კი თქვენ 10 ყველაზე უცნაურ კანონს შეხვდებით:

ავსტრალია: დაარეგისტრირეთ კარტოფილი

ეს კანონი ავსტრალიაში 1946 წლიდან არსებობს და მათ ეხება, ვინც კარტოფილით ვაჭრობით არ არის დაკავებული და 50კგ-ზე მეტი გადააქვთ. კანონის აღმასრულებელთან თან სასწორის ქონა არ ევალებათ, ისინი თვალის ზომით წონიან.

40-იანებში, ვინც ამ კანონს დაარღვევდა, დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევდა. თუმცა. 2021 წელს ჯარიმები ისევ მოქმედებს თუ არა, უცნობია.

საფრანგეთი: საკუთარი ჩასასუნთქი თან იქონიეთ

2013 წლიდან საფრანგეთი ითხოვს, რომ მძღოლს ჩასასუნთქი თან ჰქონდეს. თავდაპირველად, არ ქონის შემთხვევაში მძღოლების €11-თი დაჯარიმებას აპირებდნენ. თუმცა, კანონის საბოლოო ვერსიაში ჯარიმა ვერ მოხვდა.

თუ პოლიცია მძღოლს გააჩერებს და მას ჩასასუნთქი არ აღმოაჩნდება, პოლიციელი უბრალოდ ეტყვის „კანონი ასეთია“ და კიდევ რამეს დაამატებს. შემდეგ კი ალკოჰოლის მოხმარებაზე ტესტის ჩასატარებლად საკუთარ ჩასასუნთქს გამოიყენებს.

ისევ საფრანგეთი: არ გაქვთ მართვის მოწმობა? რა პრობლემაა

საფრანგეთში მართვის მოწმობის გარეშე მართვა ნებადართულია. თუმცა, რა თქმა უნდა, მძღოლი და სატრანსპორტო საშუალება გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

14 წელს ზემოთ მყოფ მძღოლებს უფლება აქვთ მართონ ე.წ. მოპედები 4 ბორბალზე. ეს არის ავტომობილები, რომლებსაც მაქსიმუმ 8 ცხენის ძალა და 45კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარე აქვს. რა თქმა უნდა, წონის შეზღუდვებიც გასათვალისწინებელია.

გერმანია: საწვავის ავზი სავსე უნდა გქონდეთ!

გერმანიის ავტობანზე საწვავის გამოლევა არალეგალურია. ხელისუფლების აზრით, საწვავის არ ამოწურვა მარტივად მოგვარებადია. ავტომობილის გაჩერება კი ისეთ ადგილას, სადაც სიჩქარის შეზღუდვა არ არსებობს, უკვე დიდი პრობლემაა.

თუ მძღოლს საწვავის ამოწურვის გამო ავტობანზე გაჩერება მოუწევს, მაშინ ის შეიძლება €70-მდე თანხით დააჯარიმონ.

იაპონია: არ გაწუწოთ სხვები ტალახით

ალბათ, ხშირად გაგივლიათ ქუჩაში წვიმის შემდეგ და რომელიმე ჩამვლელ ავტომობილს თქვენთვის გუბის წყალი შემოუსხამს. ამ დროს ადამიანი უყურადღებო მძღოლის მიმართ „თბილ“ სიტყვებსაც არ იშურებს.

იაპონიის ხელისუფლებას კი სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ქუჩაში სიარულის დროს თქვენს ლამაზ ტანისამოსს არავინ დასვრის. ხელისუფლება მძღოლებს გუბეებში მაქსიმალურად ფრთხილად გავლას ავალდებულებს.

ისევ იაპონია: მთვრალს არ ჩაუჯდეთ!

რა თქმა უნდა, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომა ყველა ქვეყანაში უკანონოა. იაპონია უფრო შორს წავიდა და იმ მგზავრებსაც აჯარიმებს, ვინც ნასვამ ადამიანს ავტომობილში ჩაუჯდება. ასეთ მგზავრს 500 000 იენის ან 3 წლის ციხეში გატარება ემუქრება.

სამხრეთ აფრიკა: თუ ავტომობილი გაგიფუჭდათ, არ გადმოხვიდეთ!

ეს უფრო კეთილი რჩევაა, ვიდრე კანონი. სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ საშიშ ადგილას ავტომობილის გაფუჭების შემთხვევაში, მძღოლს უფლება არ აქვს ავტომობილიდან გადმოვიდეს და კაპოტში ჩაიხედოს. ასე გაძარცვას ან სხვა ავტომობილის დაჯახებას თავიდან აირიდებს.

შვედეთი: არ ჩააქროთ მაშუქები!

შვედეთში, დღის მონაკვეთის, ამინდის და სხვა პირობების მიუხედავად, წინა მაშუქები სულ უნდა ენთოს. უკანა მაშუქების გამოყენება მხოლოდ ხილვადობის შემცირების შემთხვევაშია აუცილებელი.

მართალია, ეს ბევრ ქვეყანაში უცნაურია, მაგრამ შვედეთში, სადაც შედარებით ბნელა, ეს კარგად მუშაობს.

კვიპროსი: ჭამე, დალიე და ისე წადი

კვიპროსი საჭესთან არა მხოლოდ ჭამას, არამედ რაიმეს დალევასაც კრძალავს. მართვისას წყალსაც კი ვერ დალევთ, რადგან აუცილებელია, რომ მძღოლს ორივე ხელი საჭეზე ჰქონდეს.

სკანდინავიის ქვეყნების მსგავსად, კვიპროსშიც წინა მაშუქები დღის ნებისმიერი მონაკვეთში უნდა ენთოს.

შვეიცარია: არ გარეცხოთ ავტომობილი სახლში!

შვეიცარიაში, მძღოლებს ავტომობილის საკუთარი სახლის წინ გარეცხვის უფლება არ აქვთ.

მთავრობას სუფთა ავტომობილების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. შვეიცარიის მოქალაქეებს საკანალიზაციო მილებში დაბინძურებული წყლის ჩაშვების უფლება არ აქვთ. თუმცა, ავტომობილის გარეცხვა ნებისმიერი სარეცხი საშუალების გამოყენების გარეშეც აკრძალულია. ავტომობილები მხოლოდ ავტოსამრეცხაოებში უნდა გაირეცხოს.

გაზიარება: