Aa Aa
8 აპრილი 2021  |  10:19

ყველაზე მძლავრი და სუსტი ძრავის მქონე ავტომობილები ერთ ლიტრზე

იმისათვის, რომ სწრაფი ავტომბილი შექმნათ ძრავის მოცულობის გაზრდა იოლი გამოსავალია. თუმცა, მცირე ზომის ძრავიდან დიდი სიმძლავრის მიღება შესაბამის უნარებს მოითხოვს.

სანამ ჩამოთვლას დავიწყებდეთ გეტყვით, რომ ეს 100%-ით ზუსტი სია არ გახლავთ. სამწუხაროდ, ყველა ავტომობილის სიაში შეყვანა შეუძლებელი იქნებოდა. ქვემოთ იმ მანქანებს წარმოგიდგენთ, რომელთა ხილვაც, ჩვენი აზრით, თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნებოდა.

SSC Ultimate Aero TT – 202 ცხენისძალა ლიტრზე


წარმოიდგინეთ გაამერიკებული Koenigsegg-ი! ამერიკულმა მცირე „სტარტაპ“ კომპანიამ მაღალი სიჩქარეების დასაპყრობად ავტომობილი შექმნა. მას კონკურენცია Veyron-ისა და Agera-სთვის უნდა გაეწია. SSC Ultimate Aero TT-მ 413კმ/სთ-ის განვითარება შეძლო და ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსი მოიპოვა. სამწუხაროდ, მალევე Veyron SS-მა და Agera RS-მა გვირგვინი ჩამოხსნეს. ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილს, ერთ ლიტრზე, 202 ცხენის ძალა ჰქონდა. Aero TT კომპრესორიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი.

McLaren Sabre – 206 ცხენისძალა ლიტრზე


Senna-ს ყველაზე მძლავრი V8 ძრავა ჰქონდა, რაც McLaren-ს ოდესმე შეუქმნია. მისი სიმძლავრე 789 ცხენისძალას შეადგენდა. ახლა ამ ტიტულის მფლობელი 824-ცხენისძალიანი Sabre-ა. მის ვიზუალთან დაკავშირებით უამრავი შეხედულება არსეობობს, თუმცა, ამ ავტომობილის 15 მფლობელს არცერთი მათგანის არსებობა ადარდებს. ამ ავტომობილის ძრავი ერთ ლიტრზე 206 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mercedes-AMG CLA45 S-ი - 208 ცხენისძალა ლიტრზე


CLA 45 S-ი უამრავი ავტომოყვარულის საყვარელი Merc-ია, რისი ყიდვაც ახლა ბაზარზეა შესაძლებელი. მისი 2.0-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი, ტურბინიანი ძრავა 416 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. „მერსედესს“ ამ აგრეგატზე სერიოზულად აქვს ნამუშევარი და ეს რიცხვებშიც ჩანს. CLA 45 S-ის სიმძლავრე ერთ ლიტრზე 208 ცხენისძალაა.

Mitsubishi Lancer Evo X FQ-440 MR-ი - 220 ცხენისძალა ლიტრზე


სად იყო Mercedes-ი მაშინ, როდესაც Mitsubishi 2-ლიტრიანი ძრავადან ასობით ცხენისძალებს იღებდა? მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილს მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელი აქვს, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძრავის მატარებელია. ამ აგრეგატის გამო ის ნამდვილი JDM გმირია. Mitsubishi Lancer Evo X FQ-…-ის 2-ლიტრიანი ძრავა 440 ცხენისძალას გამოიმუშავებს, რაც ლიტრზე 220 ცხენისძალას გულისხმობს. რა დაემართა Mitsubishi-სა და Subaru-ს? ისინი ხომ ახლა უფრო წარმატებულები უნდა ყოფილიყვნენ?

Koenigsegg Jesko – 314 ცხენისძალა ლიტრზე



ნეტავ ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიები მასობრივად იყოს ხელმისაწვდომი. წარმოიდგენთ, რომ ყიდულობთ 1-ლიტრიან Recault Twingo-ს, რომელსაც 300 ცხენის ძალა აქვს. ამ სიის გამარჯვებული Koenigsegg Jesko-ა, რომელიც ავტოინდუსტრიის გრძნეული ჯადოქარია. ამ ავტომობილს სიმძლავრე, ძრავის მოცულობის ერთ ლიტრზე, 314 ცხენისძალას შეადგენს.

ყველაზე სუსტი ძრავები ერთ ლიტრზე
Dodge Viper GTC-ი - 80 ცხენისძალა ლიტრზე.


„ამერიკული კუნთები“ მაღალი მაბრუნი მომენტითა და სიძლავრით უნდა გამოირჩეოდნენ. სატვირთოები კი უამრავი ნიუტონ მეტრითა და სიმძლავრით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, Dodge-მ ამერიკულ კუნთებში სატვირთოს ძრავის ჩადგმა განიზრახა. Viper-ის პირველ მოდელებში 8.0 ლიტრიანი ძრავა 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მოგვიანებით მწარმოებელმა ძრავა გააუმჯობესა, რის შემდეგადაც სიმძლავრემ 600 ცხენისძალას მიაღწია. 2017 წლის Dodge Viper GTC-ის ლიტრზე 80 ცხენისძალა აქვს.

Jeep Wrangler Rubicon 392 – 72 ცხენისძალა ლიტრზე


ახალი Wrangler-ი საოცარი ავტომობილია. მას კორპუსის პანელები და სახურავი ეხსნება და საერთოდაც, კარგი გასართობი ავტომობილია. თუმცა, როგორ მოახერხეს, რომ 6.2 ლიტრიანი V8 ძრავა 500-ზე ნაკლებ ცხენის ძალას გამოიმუშავებს? ეს აგრეგატი მაბრუნი მომენტითაც ვერ დაიკვეხნის, რადგან ამ ძრავასთვის 470 ნიუტონ მეტრიც ცოტაა. Rubicon-ის ძალოვანი აგრეგატი ლიტრზე 72 ცხენისძალას გამოიმუშავებს.

Chevrolet Camaro SS-ი - 68 ცხენისძალა ლიტრზე


ავტომწარმოებლების უმეტესობა დაბალი კლასის მოდელებს მცირე მოცულობის ძრავით წარმოგვიდგენს. თუმცა, ამ SS-ს ZL1-ზე ცოტა ცხენის ძალა აქვს. ავტომობილი 6.2 ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და მიუხედავად აგრესიული გამოხედვისა, ლიტრზე მისი აგრეგატი 62 ცხენისძალას შეადგენს.

VW Beetle – 30 ცხენისძალა ლიტრზე


მიუხედავად იმისა, რომ სიაში თანამედროვე ავტომობილებს მიმოვიხილავდით Beetle-ი აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ეს ავტომობილი სამხრეთ ამერიკაში 21-ე საუკუნეშიც იწარმოებოდა. სულ კი 23 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. Beetle-ი სწრაფი ავტომობილი არასდროს ყოფილა. მისი ძალოვანი აგრეგატი ლიტრზე 30 ცხენისძალას გამოიმუშავებს.

გაზიარება: