Aa Aa
3 აპრილი 2021  |  11:21

15 თანამედროვე სპორტული ავტომობილი, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა

სანამ დავიწყებდეთ, მოდით, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ მექანიკურ გადაცემათა კოლოფს, რომელიც ბოლო დროს დავკარგეთ: Fiat 124 Spider, Honda Fit, Toyota Yaris, Chevy Corvette და Ford-ის ორ Mustang Shelby GT350 მოდელს.

მომავალი მექანიკურ გადაცემათა კოლოფებს იმედის თვალით არ უყურებს. ისინი უკვე წითელ წიგნშია შეტანილი. გასულ წელს ელექტრო ავტომობილების გაყიდვამ, სამსატერფულიანი ავტომობილების გაყიდვებს გადააჭარბა. თუმცა, იმედი ჯერ ბოლომდე დაკარგული არ არის. ამ სიაში თქვენ 15 ავტომობილს ნახავთ, რომლებიც მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი.

 

BMW 2-სერია და M2

ბევრი ამბობს, რომ BMW ისეთი სპორტული აღარ არის, როგორც ადრე, მაგრამ სინამდვილეში ბრენდს ასეთი ავტომობილები კიდევ ჰყავს. BMW მესამე სატერფულის გადაგდებას ჯერ არ აპირებს. მექანიკურ გადაცემათა კოლოფს ჯერ კიდევ შეხვდებით უკანაწამყვან 230i-სა და M240i კუპეში, M240i კაბრიოლეტში, M2 Competition-სა და M2 CS. ახალ 2-series Gran Coupe-ში კი მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფია.  

BMW M3

ახალი წელი, ახალი M3. ყველა BMW M3, დაწყებული E30-დან, მექანიკურ გადაცემათა კოლოფს გვთავაზობდა. მისი მექანიკურად ტყუპისცალის - M4 კუპეს მსგავსად, სწრაფი სედანიც 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა. სტანდარტულ მოდელს 473 ცხენის ძალა აქვს, M3 Competition-ს კი 503.  

Mazda MX-5 Miata

მეოთხე თაობის Mazda Miata, არამხოლოდ აგრძელებს სიცოცხლეს, არამედ ტრადიციებსაც არ ივიწყებს. უკანაწამყვან ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. ორივე, ორადგილიანი და RF ვერსიაც, ავტომატური გადაცემათა კოლოფის გარდა, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი.

BMW M4

იმდენად იყო ყველა 4-Series-ის გიგანტურ ცხაურაზე ორიენტიებული, რომ ერთი რამ გამორჩათ. 2021  წლის BMW 4-Series-ის კუპემ და კაბრიოლეტმა მესამე პედალი დაკარგა, 3-series და 4-Series ახლა ავტომატური გადაცემითაა. ერთი გამონაკლისის გარდა. 2021 წლის M4 Coupe-სა და 503-ცხენისძალიანი M4 Competition-ი 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.

Chevrolet Camaro

Chevy Corvette-ს მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღარ ყიდის. თუმცა, Camaro-ში სიჩქარეების მექანიკურად გადართვის საშუალებას ჯერ კიდევ გვაძლევს. უკანა წამყვანი მასლქარის ყველა ვერსია, საბაზისოდან დაწყებული, 6.2-ლიტრიანი V8 ძრავიანი მოდელებით დასრულებული, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემითაა კოლოფითაა ხელმისაწვდომი.  

Dodge Challenger

როგორც მისი კონკურენტები, Ford Mustang-ი და Chevy Camaro, Dodge Challenger-იც მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა. Mopar-ის მასლქარის ზოგიერთი ვერსია 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა: R/T, R/T Scat Pack, კომპრესორიანი 700+ ცხენისძალიანი Hellcat-ი და Hellcat Widebody.

Ford Mustang

Ford Mustang Shelby GT350 წარმოებაში აღარაა, ხოლო Shelby GT500 მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი. თუმცა, სხვა პონი ქარებში მესამე სატერფულს ისევ შეხვდებით. 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა 480-ცხენისძალიანი Bullitt-ი და ახალი Mach 1.

Honda Civic და Civic Type R

Civic-ი ახლა ავტომწარმოებლის ყველაზე მცირე ზომის ავტომობილია. მხოლოდ მექანიკურ გადაცემიანი მოდელი Si წარმოებიდან ამოიღეს. კომპაქტის ზოგიერთი ვერსია ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. მათ შორისაა სპორტული ჰეჩბექიც. 305-ცხენისძალიანი Civic Type R ჯერ კიდევ 6-სიჩქარიანია კოლოფითაა.

Nissan 370Z

Nissan-ის ახალი 400Z მალე გამოვა. მანამდე კი 370Z, რომელიც 2009 წლის მერე დიდად არ შეცვლილა, კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთადერთი უკანაწამყვანი სპორტული ავტომობილია. როდსტერის გამოშვება წინა წელს შეწყდა, კუპე კი ისევ გამოდის. ვერსიების უმეტესობასი 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს შეხვდებით. მათ შორისაა, NISMO-ც.

Porsche 718 Boxster / 718 Cayman

დღეს შესაძლოა Porsche უფრო მეტ კროსოვერს ყიდის, ვიდრე სპორტულ ავტომობილებს, მაგრამ 718-ის ხაზი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. მექანიკური გადაცემათა კოლოფი Cayman კუპე და Boxster კაბრიოლეტ ვერსიებში გვხვდება. 6-სიჩქარიანი კოლოფი კი Cayman GT4-სა და Boxster Spyder მოდელებში ერთადერთი არჩევანია.

Porsche 911

იმედია, ვერსადროს მოვესწრებით იმ დღეს, როცა 911 სიჩქარეების გადამრთველი აღარ იქნება. 8-სიჩქარიანი, ორმაგი გადაბმულობის კოლოფების გარდა Carrera S და Carrera 4S 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფებს ისევ გვთავაზობს. 911 GT3, რომელიც 4.0-ლიტრიან 6-ცილინდრიან ძრავას მიიღებს, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფებით იქნება ხელმისაწვდომი.

2022 Subaru BRZ

სულ ახალი, 2022 წლის მოდელი, უკანაწამყვანი, 2+2 სპორტული BRZ ტურბოდაბერვით ჯერ კიდევ არაა, მაგრამ უფრო ძლიერი და ლამაზია. რაც მთავარია, ის მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა. Subaru-მ 205-ცხენისძალიანი 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა, 2.4-ლიტრიანით და 228-ცხენისძალიანით ჩაანაცვლა. 6-სიჩქარიან მექანიკურ და ავტომატურ გადაცემათა კოლოფს შორის არჩევანის გაკეთება შეგვეძლება.

Subaru Impreza / WRX / STI

წელს Subaru-ს კლიენტებს მექანიკური გადაცემათა კოლოფის არჩევა შეეძლეებათ. დღევანდელ ბაზარზე კი სამი სატერფულისა და ოთხივეწამყვანის კომბინაცია იშვიათია. საბაზისო სედანი და ჰეჩბექ ვერსიები 5-სიჩქარიანი, ან CVT-ა. ტურბოდაბერვის ძრავიან WRX-სა და WRX STI-ს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.

Volkswagen Golf და Golf GTI

მერვე თაობის Golf-ი, 2022 წლის მოდელის სახელით, ამ წლის ბოლოს გამოვა. ჰეჩბექს მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექნება. 241-ცხენისძალიან GTI-შიც მესამე სატერფული დაბრუნდება. 7-სიჩქარიანი, ორმაგი გადაბმულობის, ავტომატური კოლოფი დამატებითი არჩევანი იქნება. სამწუხაროდ, Golf R-ი აღარ გამოდის, მაგრამ VW-ს თქმით, მისი დაბრუნება მალე იგეგმება.  

Toyota 86

BMW-სთან ერთად შექმნილი Supra მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა. თუმცა, უკანაწამყვან, სპორტულ 86-ში, მესამე სატერფულს ჯერ კიდევ შევხვდებით. Subaru-სთან ერთად შექმნილი ეს ავტომობილი მექანიკურად BRZ-ს ტყუპისცალია. ხანდახან  ზედმეტსახელად Toyobaru-საც კი უწოდებენ. 86 6-სიჩქარიანი მექანიკური, ან 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა ხელმისაწვდომი.

გაზიარება: