Aa Aa
5 აპრილი 2021  |  10:33

პოპულარული სპორტსმენების Top 10 ავტომობილების კოლექცია

სპორტის სუპერვარსკვლავებს გარდა სპორტის იმ სახეობისა, რომელშიც ასპარეზობენ, ბევრი საყვარელი საქმიანობა აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰობი ავტომობილების შეგროვებაა. სპორტსმენები საყვარელ ავტომობილებში მილიონებს არ იშურებენ. ჯამში კი ყველაზე ძვირიანი და მრავალფეროვანი კოლექციები აქვთ.

ამ Top-ში თქვენ შეხვდებით მათ, ვისაც 2021 წლისთვის ყველაზე დიდი და საინტერესო კოლექცეიბი აქვთ. სიაში ის ავტომობილებიც გამოიკვეთება, რომლებიც სპორტსმენეტს შორის პოპულარულია. ვინ იცის, იქნებ ამ სტატიაში თქვენი საყვარელი სპორტსმენიც მოხვდა.

 

შაკილ ო’ნილი

ეს კალათბურთელი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა. ო’ნილი 2000-იანების ნამდვილი სუპერვარსკვლავი იყო, რომელმაც NBA ოთხჯერ მოიგო და გასაკვირი არაა, რო ის ჩვენს სიაში მოხვდა. თანაც მისი კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია.

შაკის კოლექციაშია Lamborghini Gallardo, Mercedes S-Class და Cadillac DTS-ი. გარდა ამისა, მას ჰყავს Jeep Wrangler-ი, Ford Expedition-ი და Lincon Continental-ი. ის ასევე Hummer H2-ს, Cadillac Escalade-ს და Chevrolet G1500 ვენსაც ფლობს.

კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიელი ფეხბურთელის ამ სიაში დანახვა არავის გაუკვირდება. კრიშტიანუ ნამდვილი ავტომოყვარულია და ძვირადღირებულ ავტომობილებში ფულს არასდროს იშურებს. როგორც ჩანს, ის Bugatti-სა და Ferrari-ს ავტომობილების დიდი მოყვარულია.

როგორც ამბობენ, რონალდუს 20-ზე მეტი ავტომობილი ჰყავს. მათ შორისაა £8.5 მილიონიანი Bugatti Centodieci, რომელიც „იუვენტუსის“ სერია A-ში ზედიზედ მეცხრე ტიტულის და „სამპდორიასთან“ გამარჯვების აღსანიშნავად შეიძინა. ამ ავტომობილმა ავტოფარეხში ადგილი Bugatti Veyron-ის, Chiron-ის,  Ferrari 599 GTB Fiorano-ს, Lamborghini Aventador-ის, Ferrari F43-ს, Ferrari 599 GTO-ს, Rolls-Royce Phantom-ის და სხვა გენიალური ავტომობილების გვერდით დაიკავა.

დევიდ ბექჰემი

ამ ბრიტანელმა ფეხბურთი ბევრ ადამიანს შეაყვარა. სუპერვარსკვლავს კი ნამდვილად აქვს იმდენი ფული, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია ჰქონდეს. ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს Porsche 911 Turbo, Jeep Wrangler Unlimited, Bentley Continental Supersport-ი და Rolls-Royce Phantom-ი ჰყავს.

მის კოლექციაში ასევე შედის Rolls-Royce Ghost-ი, Audi S8, Chevy Camaro, Cadillac Esalade და Bentley Mulsanne. მსოფლიოში ყველაზე სიმპათიურ ფეხბურთელად აღიარებულ ბექჰემს Ferrari 612 Scaglietti, Range Rover Evoque და კიდევ ბევრი საინტერესო ავტომობილიც ჰყავს.

ლებრონ ჯეიმსი

კალათბურთის ნამდვილ სუპერვარსკვლავს ავტომობილები ძალიან უყვარს. ლებრონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კალათბურთელია და მისი ავტომობილების კოლექციაც ძალიან მრავაფეროვანია.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილი $670 000-იანი, მოდიფიცირებული Lamborghini Aventador-ია. მის კოლექციაშია Hummer H2, Porsche 911 Turbo Sa, Ferrari F430 Spider-ი და Maybach 57S. ზოგადად კი, როგორც ჩანს, NBA-ს სუპერვარსკვალს Aventador-ები განსაკუთრებულად უყვარს.

კობი ბრაიანტი

გარდაცვლილი ადამიანის ამ სიაში დანახვა ალბათ გაგიკვირდათ. 2020 წლის 26 იანვარს NBA-ს სუპერვარსკვლავის შვეულმფრენით ავარიაში გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო შეძრა. ლოს-ანჟელეს ლეიკერსის ვარსკვლავს ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კოლექცია ჰქონდა.

Bentley და Ferrari კობის ფავორიტი ავტომწარმოებლები იყვნენ. მისი კოლექცია Bentley Continental GT-ს, Ferrari 458 Italia-ს, Ferrari F430-ს, Lamborghini Aventador-ს, Lamborghini Murcielago-ს, 1963 წლის Chevy Impala კაბრიოლეტს, 1967 წლის Pontiac Parisienne კაბრიოლეტს და კიდევ ბევრს საინტერესო ეგზემპლარს მოიცავდა.

ჯონ სინა

WWE-ს სუპერვარსკვლავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია და მისი კოლექცია ჩვენს სიაში ყოფნის ნამდვილად იმსახურებს.

მის კოლექციაში 20-ზე მეტი ამერიკული კლასიკული და მალსქარია. ეს მოიცავს 1967-2007 წლებში გამოშვებული 4 Dodge-ს, 1970 წლის Mercury Cougar Eliminator-ს, იმავე წლის Plymouth Road Runner Superbird-ს, 1971 წლის AMC Hornet SC 360-ს, 2009 წლის Chevrolet Corvette ZR1-ს, 

ჯენსონ ბატონი

ჯენსონი ფორმულა 1-ს პირველი პილოტია, რომელიც ჩვენს ტოპში მოხვდა. 2009 წლის სეზონის მსოფლიო ჩემპიონს ბევრი გასაოცარი ავტომობილი ჰყავს. მისი ქონების ღირებულება დაახლოებით $150 მილიონია. გასაკვირი არაა, რომ მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია აქვს.

მის კოლექციაშია Ferrari 355 GTS, Ferrari F40, Ferrari Enzo, Nissan GT-R-ი, Honda NSX Type R-ი, Honda S600, Mercedes C63 AMG, McLaren P1, Bugatti Veyron-ი და ა.შ.

ცალკე აღსანიშნავია 1970 წლის Pontiac GTO და 1976 წლის Ford Bronco. ბატონის მფლობელობაში VW Camper Van-იცაა.

მაიკლ ჯორდანი

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხართ, ან გიყვართ თუ არა კალათბურთი. მაიკლ ჯორდანის სახელი და გვარი ყველამ იცის. ჯორდანი მსოფლიოს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კალათბურთელი, არამედ ყველაზე მდიდარი სპორტსმენიცაა. მისი ქონება $1.6 მილიარდადაა შეფასებული.

მის კოლექციაშია Aston Martin DB9 და DB7 Volante, Mercedes-Benz SL 55 AMG, იშვიათი SLR McLaren 722, 1984 წლის C4 და ZR1 Corvette, 1989 წლის Porsche 930 TURBO, Range Rover-ი.

საინტერესოა, 1996 წლის Mercedes W140 S600 კუპე Lorinser-ისგან და 2021 წლის 3XI Racing Toyota.

ლუის ჰამილტონი

უცნაური იქნებოდა ფორმულა 1-ს 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი ამ სიაში რომ ვერ მოხვედრილიყო. პირველი ავტომობილი, რომელიც მან შეიძინა მეორადი Mini Cooper-ი იყო და მისი კოლექციაც ამ ავტომობილით იწყება. მას სულ მცირე 15 ავტომობილი ჰყავს.

მის კოლექციაში $5-მილიონიანი იშვიათი 1966 წლის Shelby 427 Cobra შედის. მას ასევე უახლესი $3 მილიონის ღირებულების Mercedes-AMG Project One ჰყავს.

გარდა ამისა, მის კოლექციაშია Ford Mustang GT 500, McLaren P1, LaFerrari და Pagani 760 LH.

ფლოიდ მეივეზერი

ამ მოკრივის პირველ ადგილზე დანახვა არავის გაგიკვირდებათ. მეივეზერს კარიერის მანძილზე არც ერთი ჩხუბი არ წაუგია. მას 50-დან 50 გამარჯვება აქვს. მათგან 26 ნოკაუტით. მისი ქონების ღირებულება $565 მილიონია და ეს მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სპორტსმენად აქცევს.

ფლოიდ „Money“ მეივეზერი ნამდვილი ავტომოყვარულია. მისი ავტომობილის მნიშვნელობა ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებითაც მრავალფეროვანია. მის კოლექციაში ფერების მიხედვით ცალკეული კოლექცების გამოყოფაც კი შეიძლება.

მისი თეთრი ფერის ავტომობილებს შორისაა Bentley  Mulsanne, Lamborghini Aventador, Rolls-Royce Drophead, Ferrari 599, Ferrari 458, ორი Rolls-Royce Phantom-ი, Mercedes-Benz S600, Mercedes SLS, Bentley Continental GT,  Maybach 62 და ორი Bugatti Veyron-ი.

სხვა ფერის ავტომობილებში მეივეზერს მოდიფიცირებული Ferrari F430, Ferrari 599, Lamborghini Murcielago, კიდევ ერთი Bugatti Veyron-ი და Mercedes SLR-ც ჰყავს.

მის მფლობელობაში მყოფი ყველა ავტომობილის ჩამოთვლა გაგვიჭირდება, მაგრამ გეტყვით, რომ ფლოიდს შავი ავტომობილების შთამბეჭდავი კოლექციაც აქვს.

გაზიარება: