Aa Aa
4 აპრილი 2021  |  10:36

ორი ერთში: Top 10 ამფიბია

ავტომობილი, რომელიც წყალზეც დადის და ხმელეთზეც. რა შეიძლება იყოს ამაზე სახალისო? ვიღაცას შეიძლება ეს შორეულ მომავლად ეჩვენებოდეს, მაგრამ, სინამდვილეში ესეთი ავტომობილები არსებობს, და თანაც დიდიხანია. ისინი შესაძლოა ჩვეულებრივ საგზაო ავტომობილს ჰგავდნენ, მაგრამ ამავდროულად, მაგიური ტრანსფორმაციის წყალობით, წყალი მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ამ სიაში თქვენ Top 10 ამფიბიას გაეცნობით.

 

10. Gibbs Quadski

Gibbs Quadski ოთხტაქტიანი ამფიბიაა, რომელიც პერსონალურ საზღვაო ხომალდად იქცევა. მისი წყალში გამოყენება 2 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. Quadski-ს მაქსიმალური სიჩქარე 72კმ/სთ-ია, როგორც გზებზე, ასევე წყალში. ბორბლების ასაკეცად მხოლოდ ღილაკზე თითის ერთი დაჭერაა საკმარისი.

9. Amphicar

Amphicar-ი პირველი ფართოდ წარმოებული ამფიბია იყო, რომლის გამოსვლაც 1961 წლიდან დაიწყო. ის ჰანს ტრიფელმა შექმა. ტრიფელის ქმნილება ყველა საზღვაო ხომალდისა და ავტომობილისგან განსხვავებულია. 1965 წლამდე Amphicar-ი 4000 ეგზემპლარად აიწყო. მას 63 ცხენის ძალა აქვს და ყველა კოლექციონერისთვის სასურველი ამფიბიაა.

8. Gibbs Aquada

Gibbs Aquada რეალურად კონცეპტუალური ამფიბიაა, რომელიც ოკლენდში, ახალ ზელანდიაში 2003-2004 წლებში შეიქმნა. მას 2.5-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს. ხმელეთზე მისი მაქსიმალური სიჩქარე 160კმ/სთ-ია! წყალში კი 50კმ/სთ-ს ავითარებს. კარგი ტექნიკური შესაძლებლობებისთვის ამფიბია სულ თავიდან, ყოველგვარი ზედმეტი დეტალის გარეშეა აწყობილი.

7. Rinspeed Splash

Rinspeed Splash-ი შვეიცარიაში აიწყო. ის ცნობილმა დიზაინის სახლმა და ტუნინგ ატელიე Rinspeed-მა ააწყო. Splash-იც კონცეპტია, რომელიც გზაზე 200კმ/სთ-ს ავითარებს, წყალში კი 83კმ/სთ-ს. მას 2-ცილინდრიანი ტურბოდარვის ძრავა აქვს.

6. SeaRoader Lamborghini Countach

რა თქმა უნდა, Lamborghini-ს პირველი ამფიბია იაფი ვერ ეღირება! ის ინჟინერმა მაიკ რაიანმა შექნა. 2016 წელს, როცა ის აუქციონზე გამოჩდა, მისი ფასი $27 000 იყო. მას, V12-ის ნაცვლად, V8 ძრავა აქვს. ის Top Gear-შიც გამოჩნდა. SeaRoader-ის Countach-ის მოდიფიცირებული ცხვირი აქვს, რაც წყალში ძალიან ეხმარება.

5. Gibbs Humdinga

ეს ამფიბია მუდმივი ოთხივეწამყვანია. მისი V8 ძრავა 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Humdinga იმავე ტექნოლოგიით სარგებლოს, რითიც Gibbs Aquada. ხმელეთზე მისი მაქსიმალური სიჩქარე 160კმ/სთ-ია. წყალში კი 65კმ/სთ.

4. Hydra Spyder

ეს კაბრიოლეტი ამფიბია ხმელეთზე 201კმ/სთ-ს აღწევს, წყალში კი 85კმ/სთ-ს. შთამბეჭდავია, არა? Hydra Spyder-ი CAMI-მ (Cool Amphibious Manufacturers International) შექმნა. მას 6.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

3. Dobbertin HydroCar

ჩვენი სიის მესამე ადგილზე Dobbertin HydroCar-ია. ის Land Mode-დან Water Mode-ში გადადის. V8 ძრავა 762 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მის შექმნას $1 მილიონი დასჭირდა. მას გზებზე 200+ კმ/სთ უნდა განევითარებინა, წყალზე კი დაახლოებით 97%კმ/სთ, თუმცა, მისი ზუსტი პოტენციალი დღემდე დაუდგენელია.

2. Sea Lion

ეს ამფიბია ხმელეთზეც და წყალზეც სწრაფია. სახელი „წყლის ლომი“ მისთვის ზედგამოჭრილია. გზებზე მისი მაქსიმალური სიჩქარე 201კმ/სთ-ია, წყალში კი 96კმ/სთ. ის მარკ ვიტმა იმისთვის შექმნა, რომ გზებზე და წყალშიც რეკორდები დაემყარებინა.

1. WaterCar Panther

ჩვენს ტოპში პირველ ადგილს სწორედ ეს ამფიბია იმსახურებს. ამ სიაში ბევრი ავტომობილია, რომელიც წყალზე დადის, მაგრამ სუვი? ეს იშვიათობაა. WaterCar Panther დეივ მარჩმა შექმნა. ის Panther-ის დამაარსებელია.

ეს ამფიბია CJ8 Scrambler-ზეა დაფუძნებული. გზაზე ის 129კმ/სთ-ს ავითარებს, წყალში კი დაახლოებით 73კმ/სთ-ს აღწევს.

გაზიარება: