Aa Aa
5 აპრილი 2021  |  13:09

Bugatti-ის ორიგინალი EB110 დისკები შესაძლოა აუქციონზე Nissan Versa-ს ფასად შეფასდეს

ეს ნებისმიერ საპროექტი ავტომობილს დაამშვენებდა.

მიმდინარე თვის ბოლოს, RM Sotheby-ს აუქციონზე Bugatti-ის ორიგინალი EB110 დისკები გავა. უნიკალური, მრავალსხივიანი დისკები სპეციალურად Bugatti-სთვის არის გამოშვებული, თუმცა, ის ნებისმიერ საპროექტო ავტომობილს მოუხდება. რა თქმა უნდა, თუ მისი მორგება პრობლემას არ შექმნის.

ეს BBS-ის დისკები ალუმინისაა და 2-ნაწილიანი შედუღება აქვს. მათი დიამეტრი 18-ინჩია, თუმცა სიგანე განსხვავებული გახლავთ. უკანა დისკი 12-ინჩიანია, ხოლო წინა 9-ინჩიანი. გეტყვით იმასაც, რომ ეს კომპლექტი საკმაოდ იშვიათი გახლავთ, რაც მის ფასს განსაზღვრავს.

RM Sotheby-ს მიხედვით, BBS-ის გამოჭედილი ალუმინის დისკები 8 000-დან 12 0000 ევრომდე უნდა შეფასდეს, რაც 9 400-14 100$-ს უდრის. შედარებისთვის გეტყვით, რომ თითქმის ამ ფასად Nissan Versa მოგივათ. კომპაქტური სედანის ფასი 14 980$-დან იწყება.

იმ შემთხვევაში თუ ამ განცხადებით დაინტერესდით გეტყვით, რომ EB110 GT-ის აუქციონი 21 აპრილს დაიწყება და 29 აპრილამდე გაგრძელდება. დისკები დანიაში, კოპენჰაგენში იყიდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტირების თანხაც გასათვალისწინებელია.

ხარჯიანი შენაძენია, ნამდვილად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ დისკებს ყოველდღიურად ვერ შევხვდებით. მათი უნიკალურობა უნივერსალურობაში და საოცარ დიზაინშია. ის ნებისმიერ სპორტულ ავტომობილს უხდება. ის თქვენს გამორჩეულ მანქანას, საავტომობილო სამყაროში, კიდევ უფრო გამოარჩევს.

გაზიარება: