Aa Aa
6 აპრილი 2021  |  11:01

Mercedes-მა EQG-ს სავაჭრო მარკაზე განცხადება შეიტანა

ევროპაში სავაჭრო მარკაზე შევსებული დოკუმენტი იმას ნიშნავს, რომ ელექტრო Mercedes-Benz G-Class უკვე ახლოსაა.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ბიუროში დოკუმეტი გამოჩნდა, რომელშიც Mercedes-Benz EQG-ია მითითებული. ავტომწარმოებელმა პირველად განცხადება 2016 წელს შეავსო და ამ სახელზე უფლება 2026 წლამდე აქვს.

EQG იმაზე მიუთითებს, რომ ამ სახელის მქონე ავტომობლი ელექტრო უნდა იყოს. Mercedes-ი EQS, EQE, EQA და EQB მოდელების გამოშვებაზე უკვე მუშაობს.

Daimler-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლა კელენიუსმა ელექტრო G-Class-ის იდეა 2019 წელს ბერლინის კონფერენციის დროსაც დაადასტურა, თუმცა, მას შემდეგ ელექტრო სუვზე არაფერი გვსმენია. გამოშვების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, სხვა ელექტრო ავტომობილების დებიუტი უკვე იგეგმება.

EQS სედანის წარმოება ამ წლის ბოლოს შედგება. საშუალო ზომის EQE სედანის წარმოება 2022 წელს უნდა დაიწყოს. 2022 წელს ალაბამაში EQS-ისა და EQE-ს წარმოებაც დაიწყება.

თუ EQG ამერიკაშიც გამოვა, მაშინ ის GMC Hummer EV-ს და Rivian R1S-ის მეტოქე იქნება.

გაზიარება: