Aa Aa
7 აპრილი 2021  |  11:42

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი კარტინგში დაიწყო

2021 წლის სეზონი გაიხსნა!

რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორ სხვადასხვა კლასში - Rotax Micro Max და Rotax mini Max ჩატარდა.

შეჯიბრების ფარგლებში 12 პატარა ლიცენზირებული ავტომრბოლელი მონაწილეობდა. მონაწილეების ასაკი 6 დან - 13 წლის ჩათვლით არის და ჩემპიონატის ფარგლებში ისინი 7 ეტაპის განმავლობაში შეეცდებიან პირველობისთვის ბრძოლას.

პირველი ეტაპის  სამეული კლასში Mini:

1 ადგილი - მათე კობახიძე

2 ადგილი - ალექსანდრე ქაჯაია

3 ადგილი - ლადო კუხიანიძე

პირველი ეტაპის სამეული კლასში Micro:

1 ადგილი - გიგი მებაღიშვილი

2 ადგილი - ალექსანდრე ბენაშვილი

3 ადგილი - ალექსანდრე თურმანიძე

პირველ ეტაპზე ასევე გათამაშდა  საქართველოში კარტინგის ერთ-ერთი დამფუძნებელის, თემურ ხიდეშელის, სახელობის გარდამავალი თასიც, რომლის მფლობელები გიგი მებაღიშვილი და მათე კობახიძე გახდნენ.

შემდეგი ეტაპი რუსთავის საერთაშორისო კარტადრომზე 24 აპრილს იგივე ფორმატით გაიმართება.

გაზიარება: