Aa Aa
7 აპრილი 2021  |  13:12

ვინმემ ამ BMW E30 M3-ს აუცილებლად უნდა უშველოს

ზაფხულისთვის ახალ დიდ პროექტს ეძებთ? თუ ამისთვის თანხები არ გენანებათ, მაშინ ეს მიუხედავი BMW M3 თქვენ გელოდებათ.

eBay-ს პლატფორმაზე განთავსებული ავტომობილი 1988 წლის M3-ა, რომელსაც რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი. სურათებიდან ჩანს, რომ ის საგზაო შემთხვევაშია მოყოლილი, შემდეგ კი მისი ბოლომდე აწყობა საკუთარ თავზე არავის აუღია. მფლობელის ინფორმაციით ძარა გასწორებულია. სხვა სურათებიდან კი ჩანს, რომ კორპუსი, გახუნებული ადგილების მიუხედავად, არც ისე ცუდ მდგომარეობაშია.

ძრავის ხუფი ნახევრად დაშლილ S52-ის ერთრიგა 6-ცილინდრიან ძრავს მალავს, რომელიც მოდევნო თაობის M3-ისგანაა აღებული. ორიგინალი S14-ის ბედი კი სამწუხაროდ უცნობია. განცხადების მიხედვით, მფლობელმა ავტომობილი ამ ძრავით შეიძინა.

ეს M3 ახლა დაშლილია, მაგრამ შეძენის შემთხვევაში მას აწყობისთვის საჭირო ყველა ნაწილი მოყვება. ავტომობილში ინტერიერის, ძრავისა და ექსტერიერის ნაწილები დევს. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, მაშინ ამ მანქანით საკმაოდ კარგი პროექტის განხორციელებაა შესაძებელი.

რა თქმა უნდა ეს ყველა პრობლემა არ ნიშნავს, რომ ავტომობილი იაფია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს E30 M3-ა. სტატიის წერისას მისი ფასი უკვე 22 300$-ს შეადგენს. აუქციონის ფასრულებამდე კი რამდენიმე დღეა დარჩენილი.

გაზიარება: