Aa Aa
10 აპრილი 2021  |  11:01

9 კურიოზული ავარია სადილეროდან ახალგამოყვანილი ავტომობილების მონაწილეობით

Ferrari F8 Tributo ბეტონის ბლოკის წინააღმდეგ, ახალი როლს-როისი და ქვის კედელი და კიდევ სხვა „კურიოზული“ ავარიები, რომელიც ავტოსალონიდან გამოსვლისთანავე მოხდა.

მსგავსი ავარიები განსაკუთრებით ხშირია სწრაფი ავტომობილების შემთხვევაში. მძღოლები საკუთარი მართვის უნარების გამოვლინებას და ახალი ავტომობილებით თავის მოწონებას ცდილობენ, შედეგი კი არც თუ ისე საამაყოა. თუმცა, მათ არც შედარებით ნელი ავტომობილების მფლობელები ჩამორჩებიან. ამ სიაში თქვენ 9 კურიოზულ ავარიას შეხვდებით.

 

ყველაზე სწრაფი ავარია

ყველაზე სწრაფი ავარიის „ავტორი“ ინდოელი მძღოლია, რომელმაც თავისი ახალი Volkswagen Polo-თი სადილეროს კედელი გაიტანა. ავარია სულ რამდენიმე წამის შემდეგ მოხდა, რაც ავტომობილი დაიძრა. შეჯახების შემდეგ თეთრი ფერის ჰეჩბექი გადაბრუნდა. დაზიანდა გვერდით გაჩერებული ავტომობილიც. მძღოლი კი სერიოზული დაზიანებების გარეშე გადარჩა, ახალი ჰეჩბექი კი ასე მარტივად ვერ "გამოძვრა". მძღოლს ორმაგად არ გაუმართლა. მას სადილეროსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც მოუწევს.

Lamborghini Huracan-ი მინივენის წინააღმდეგ

დიდ ბრიტანეთში Lamborghini Huracan Spyder-ი ავარიაში შეძენიდან სულ რაღაც 20 წუთში მოყვა. მფლობელმა მასში $308 000-ზე მეტი გადაიხადა. მძღოლის თქმით, მას გაუმართაობის გამო შუა გზაში გაჩერება მოუწია. ამ დროს სპორტულ ავტომობილს მაღალი სიჩქარით მინივენი შეეჯახა. Lamborghini Huracan Spyder-ის უკანა მხარემ სერიოზული დაზიანება მიიღო, მძღოლი კი მსუბუქი დაზიანებით გადარჩა.

6 საათში დამტვრეული
გერმანიის მცხოვრებმა Ferrari F8 Tributo 360 000 ევროდ შეიძინა. შემდეგ კი თავის ავტომობილს ნახევარი წელი ელოდებოდა. მხოლოდ 6 საათში მას შემდეგ, რაც ავტომობილის გასაღები მიიღო, ის ბეტონის ბარიერის შეეჯახა. შეჯახებისას ავტომობილს ბორბალი მოძვრა. Ferrari მიკროავტობუსს შეეჯახა. ძვირაღირებული სუპერქარი თითქმის განადგურდა, მძღოლი კი საავადმყოფოსი გადაიყვანეს.

ბოროტი ხე სადილეროსთან

ამერიკაში ახალგაზრდამ თავის მეგობრებთან ერთად, შეძენამდე Toyota Supra-ს ტესტ დრაივი მოინდომა. ავტოსალონიდან გამოსვლისთანავე ის მაღალი სიჩქარით იქვე მდგარ ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილის ნაწილებმა ავარიის ადგილიდან 10 მეტრი იფრინა. ახალგაზრდებს მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიადგათ. რაც შეეხება იაპონურ სპორტულ ავტომობილს, რომლის ფასიც 54 000 დოლარია, აღდგენას არ ექვემდებარება.

ტესტ დრაივის დროს დამტვრეული იშვიათი „ფერარი“

ზოგჯერ მძღოლები იმ ავტომობილის დამტვრევასც ახერხებენ, რომელიც ჯერ არც კი შეუძენიათ. ამ ავსტრალიელს ქვინსლენდში კი განსაკუთრებით არ გაუმართლა. მან იშვიათი, მინიმუმ 1,5 მილიონ დოლარიანი Ferrari F40 ტესტ დრაივის დროს დაამტვრია. მძღოლმა სიჩქარეს საგრძნობლად გადააჭარბა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა. რამდენიმე საგზაო ნიშანი და ხე გაიტანა. იშვიათი სუპერქარი აღდგენას აღარ ექვემდებარება, მძღოლს კი სადაზღვეო კომპანიისთვის უზარმაზარი თანხის გადახდა მოუწევს.

ახალი Rolls-Royce Ghost-ი და აგურის კედელი

კიდევ ერთ ინდოელ მძღოლს გაცილებით მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს, რადგან მან შეძენიდან სულ რამდენიმე წუთში Rolls-Royce Ghost-ის დამტვრევა მოახერხა. მძღოლმა სანომრე ნიშნების აღებაც კი ვერ მოასწრო. სამწუხაროდ, გზად აგურის კედელს გადაეყარა, რომელსაც გაურკვეველი მიზეზის გამო გვერდი ვერ აუარა. ასე შეეჯახა 1 მილიონი დოლარი კედელს. ავტომობილის კედლიდან ჩამოსახსნელად ევაკუატორის გამოძახება გახდა საჭირო.

მასლქარი, რომელიც მყიდველამდე ვერ მივიდა

რესტავრირებული 1971 წლის Ford Mustang-ის კლიენტამდე მიყვანაც ვერ მოასწრეს. ჯორჯიას შტატში სატვირთო, რომლითაც იაშვიათი მასლქარი გადაჰყავდათ, ავარიაში მოყვა. ავტომობილი საბარგულიდან გადმოვარდა და სახურავით დაეცა.

უიღბლო დამქირავებელი

ჩინური ქალაქის ცენტრში ავარიაში სპორტული ავტომობილი Ferrari 458 Italia მოყვა. საჭესთნ ქალი იჯდა, რომელმაც ავტომობილი ერთ-ერთი ავტოსალონისგან იქირავა. გზის სველ ზედაპირზე მან ავტომობილის დამორჩილება ვერ შეძლო, საპირისპირო მოძრაობის ზოლზე აღმოჩნდა და მაღალი სიჩქარით მოძრავ BMW-ს შეეჯახა. მძღოლები არ დაზიანებულან. დამტვრეული სუპერქარი კი 568 000 ევრო ღირს.

ეს სახუმარო არაა

ამერიკელმა კომიკოსმა ტრეისი მორგანმა Bugatti Veyron Grand Sport-ი 2 მილიონ დოლარად შეიძინა. უბედური შემთხვევა კი სადილეროს დატოვებიდან სულ რაღაც ნახევარ საათში მოხდა. ავარიაში დამნაშავე Honda CR-V-ის 61 წლის მანდილოსანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი მხოლოდ მცირედით დაზიანდა, მისი შეკეთება 200 000 დოლარი ჯდება.



გაზიარება: