Aa Aa
12 აპრილი 2021  |  10:18

7 სპორტული ავტომობილი საბჭოთა კავშირიდან, რომლის მონაცემებიც გაგაკვირვებთ

გიგანტური როდსტერი, Mercedes 300SLR-ის საბჭოური ანალოგი, ყველაზე ექსტრემალური სპორტული ავტომობილი გამანადგურებელის ძრავით და სხვა სწრაფი ავტომობილები საბჭოეთიდან.

საბჭოური ავტომობილების ბაზარი, ყოველთვის უტილიტარულ ავტომობილებთან ასოცირდება. სინამდვილეში კი საბჭოთა კავშირში სხვა, უფრო ამაღელვებელ ავტომობილებზეც მუშაობდნენ. ზოგიერთ ავტომწარმოებელს სპორტული ავტომობილიც ჰყავდა. მათი ტექნიკური მახასიათებლები კი შეიძლება თქვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდეს. ასეთ ავტომობილებს ენთუზიასტი-მოყვარულებიც ქმნიდნენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ქარხანაში მომუშავე კოლეგებს ჯაბნიდნენ. საბჭოური სპორტული ავტომობილები სულ ერთეულ ეგზემპლარებად იქმნებოდა. პროფესიონალი მრბოლელების გარდა, მათით იშვიათად თუ სარგებლობდნენ. დღეს კი მათგან მხოლოდ რამდენიმე შემოგვრჩა.

ЗИС-101А-Спорт

ЗИС-101А-Спорт იყო ომამდელი პერიოდის ავტომობილი მომავლიდან. მას პრესაში „სპორტულლ ლიმუზინს“ უწოდებნენ. ეს ავტომობილი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად აიწყო და წარმოებაში არ ჩაეშვა. მას გადასახდელი ნაჭრის სახურავი, კაპოტზე ჰაერის შემწოვი და დიდი ცხაურა ჰქონდა.

ЗИС-101А-სპორტს 6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 141 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური სიჩქარე 180კმ/სთ უნდა ყოფილიყო. მაგრამ მისი გამოცდის დროს მხოლოდ 164კმ/სთ-ს დაფიქსირება შეძლეს.  

Победа-Спорт

ომის შემდგომი პირველი საბჭოური სპორტული ავტომობილი Победа-Спорт გახდა, რომელსაც ГАЗ-СГ1 სახელითაც ვიცნობთ. ამ ავტომობილის განსაკუთრებულობა მისი უცნაური უკანა ნააწილი იყო. ასევე 2,5-ლიტრიანი ძრავა, რომელიც 105 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილი რეკორდულ დროში 191კმ/სთ-ს აღწევდა.

მხოლოდ სამი ავტომობილი აიწყო, რომლებიც დრო და დრო საბჭოთაკავშირის მასშტაბით რბოლებში მონაწილეობდ და 50, 100 და 300-კილომეტრიან დისტანციებზე რეკორდებს ამყარებდა.

ЗИС-112



სხვებს არც ცნობილი ავტომწარმოებელი ЗИЛ-ი ჩამორჩა. 1951 წელს მათ სპორტული კუპე ЗИС-112 ააწყეს. ბაზად ЗиС-110 ლიმუზინი გამოიყენეს. წინ ერთი დიდი მაშუქი დაუყენეს, რის გამოც ავტომობილმა ზედმეტსახელი „ციკლოპი“ მიიღო.

ამ სპორტულ ავტომობილს 6-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური სიჩქარე - 200კმ/სთ! რამდენიმე წლის შემდეგ ინჟინრებმა ავტომობილი განაახლეს და სიჩქარე 210კმ/სთ-მდე გაიზარდა. თუმცა, ოფიციალურად არც ერთი რეკორდი დაუმყარებია.

МАЗ-1500

1857 წელს МАЗ-ის ქარხნის ექსპერიმენტალური ავტომობილების განყოფილების თანამშრომლებმა წრიული რბოლებისთვის ავტომობილს შექმნა გადაწყვიტეს. 2-კარიანი ავტომობილი ძალიან ჰგავდა 1955 წლის Mercedes 300SLR-ს.

ალუმინის კაპოტის ქვეშ Москвич-407-ს ძრავა იდო, რომელიც 60 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს ავტომობილი სულ 730 კილოგრამს იწონიდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 165კმ/სთ იყო! ასეთი სულ ორი ეგზემპლარი ააწყეს და მისი საუკეთესო შედეგი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი იყო.  

Ленинград

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტული ავტომობილი საბჭოთა კავშირში „ლენინგრადი“ იყო. გიგანტური როდსტერი, რომელიც ГАЗ-12-ზე იყო დაფუძნებული, მოყვარულმა ინჟინერმა არკადი ბაბიჩმა ააწყო. ამისთვის მას სამი წელი დასჭირდა. ამ ავტომობილმა თავისებური რეკორდი დაამყარა, როცა სიმფერეპოლიდან მოსკოვში 20 საათში ჩავიდა.

საბჭოთა კავშირში ახალი შეზღუდვები მიიღეს, რომელიც ხელნაკეთ ავტომობილებს ეხებოდა. სპორტულ ავტომობილს მსგავს მოგზაურობებზე უარის თქმა მოუწია. 3,5-ლიტრიანი ძრავა 90 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 130კმ/სთ იყო.

ГАЗ ТР (Стрела)

ეს ექსტრემალური სპორტული ავტომობილი 1950-იანებში გორკის ქარხანაში შეიქმნა. მასში МиГ-17-ს რეაქტიული ძრავა ჩასვეს, რომელიც 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ინჟინრების გათვლებით, ამ ავტომობილს 800კმ/სთ უნდა განევითარებინა და აბსოლუტური რეკორდი დაემყარებინა. კონსტრუქციაში ალიმუნი იყო გამოყენებული. გასაჩერებლად კი პარაშუტი უნდა დაეხმარებინათ.

მთავარი პრობლემა საბჭოთა კავშირში შესაფერისი საბურავების არარსებობა გახდა. შედეგად, აეროდრომზე ავტომობილის გამოცდა ავარიით დასრულდა. ასე დაიმტვრა პირველი საბჭოური ჰიპერქარი. საჭესთან საბჭოთა კავშირის ორ გზის ჩემპიონი მ. მეტელევი იჯდა, რომელმაც თითი მოიტეხა.

Лаура

ძნელი წარმოსადგენია, რომ ისეთი დიზაინის მქონე სპორტული ავტომობილი, როგორიც „ლაურაა“ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ავტოფარეხში აიწყო. ის ლენინგრადში ორმა მოყვარულმა ინჟინერმა გენადი ხაინოვმა და დიმიტრი პარფენოვმა ააწყეს. წინაწამყვანი ავტომობილი ელექტრო შუშებით აღჭურვეს.

ხუთადგილიან სპორტულ ავტომობილში ВАЗ-2105-ის ძრავა ჩასვეს, რომელიც 77 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი „ზაპოროჟეციდან“ აიღეს. ავტომობილის წონა დაახლოებით ერთი ტონა იყო. მაქსიმალური სიჩქარე - 160კმ/სთ. „ლაურა“ რამდენიმე ეგზემპლარად აიწყო და ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ისინი არაერთ გამოფენაში მონაწილეობდნენ.

გაზიარება: