Aa Aa
18 აპრილი 2021  |  13:55

1 300-ცხენისძალიანი Saleen S7-LM-ი აუქციონზე გადის

ეს ერთ-ერთია იმ შვიდი S7-დან, რომელსაც LM სპეციფიკაციის მიხედვით მოდიფიცირება ჩაუტარეს. 

Saleen S7 2000 წლიდან იწარმოებოდა. ორიგინალი ავტომობილი კარბონისგან დამზადებული კორპუსის პანელებითა და 7-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 2006 წელს S7 TT-ი ორი ტურბინით, 750 ცხენისძალითა და 400კმ/სთ-იანი მაქსიმალური სიჩქარით დაბრუნდა.

Saleen-მა S7 რბოლებშიც გამოსცადა და რამდენიმე ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა. ამ მხრივ ყველაზე დიდი მიღწევა 2010 წლის ლე მანსის 24-საათიან რბოლაში გამარჯვება გახლდათ. ეს მოვლენა კი სურათებზე გამოსახულ ავტომობილში ითარგმნა - შვიდი ყველაზე ძლიერი საქალაქო Saleen S7-LM-ი.

მსოფლიოში სულ შვიდი ასეთი მოდელი არსებობს და მათგან ერთ-ერთი ახლა აუქციონზე გადის. Le Mans-ის მოდიფიკაცია მსუბუქ სარბოლო მუხრუჭებს, გამოჭედილ დისკებს და აეროდიმიკურ დანამატებსაც მოიცავდა. შეცვლილი იყო შემშვები სისტემაც. გარდა ამისა, ძალოვან აგრეგატს ახალი ბურთალასაკისარის ტურბინაც დაემატა. შედეგად, მაღალი ოქტანობის საწვავზე მუშაობისას ეს უზარმაზარი V8 1 300 ცხენისძალას გამოიმუშავებს.

ეს კონკრეტული მოდელი Bonhams’ Supercars on Sunset-ის აუქციონზე გავა და მისი სავარაუდო ფასი 720 000-940 000£ იქნება.

გაზიარება: