Aa Aa
15 აპრილი 2021  |  10:21

ყველაზე უცნაური ადგილები, სადაც BMW-ს ძრავები გვინახავს

სტატია არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტის აღიარებით უნდა დავიწყოთ: BMW-ს მოდელები კარგად აღარ გამოიყურებიან. დიახ, რამდენიმე გამონაკლისი დაკუნთული M2-ის, განახლებული მეხუთე სერიისა და M8 Competition-ის სახით არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ სამი ავტომობილი გახლავთ.

აშკარაა, რომ BMW ტექნოლოგიებისა და მექანიზმების შემუშავებაში უფრო მარჯვეა, ვიდრე საოცარი დიზაინის შექმნაში. ამ სიტყვებს კი ზემოთ ნახსენები M8 Competition-ის ძრავა ადასრუტებს. ეს 625-ცხენისძალიანი 750 ნიუტონ მეტრიანი 4.4-ლიტრიანი აგრეგატი მართლაც რომ ნამდვილი ფანტასტიკაა.

აღსანიშნავია, რომ BMW თავისი ძრავებით მუდმივად წარმატებული და გამორჩეული იყო, რის გამოც სხვადასხვა ავტომწარმოებელი ხშირად ძალოვანი აგრეგატების მიწოდებაზე მიმართავდნენ. საავტომობილო ისტორიაში კი ბევრი ასეთი შემთხვევა დაგროვდა. ქვემოთ შევეცდებით ისეთი მოდელები გაჩვენოთ, რომელთა შესახებაც ვერ წარმოიდგენდით, რომ ისინი BMW-ს აგრეგატით იქნებოდნენ აღჭურვილნი.

McLaren F1


დასაწყისისთვის მარტივი მაგალითით დავიწყებთ, ხოლო თანდათანობით სიაში სიურპრიზებს შემოგთავაზებთ.

ყველაზე ცნობილი (და ალბათ საუკეთესო) BMW-ს ძრავა მოდელში, რომელსაც წინ ცნობილი მრგვალი ბავარიული ემბლემა არ ამშვენებს. გორდონ მარის ნახევრად საგზაო ავტომობილისთვის BMW-მ ძრავა სპეციალური შეკვეთით დაამზადა. ეს 12-ცილინდრიანი აგრეგატი ავტომობილს 386კმ/სთ-ის განვითარებაში ეხმარებოდა.

გორდონ მარი პაულ როშეს Brabham-ის პერიოდიდან იცნობდა. მალე კი ნამდვილი საგზაო ავტომობილის შესაქმნელად მან როშეს დახმარება სთხოვა. შედეგად უკვდავი ძრავა მივიღეთ, რაც F1-ს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ატმოსფერული ძრავის მქონე ავტომობილის სტატუსს 10 წელი უნარჩუნებდა.

Toyota Supra


დიახ, ალბათ ეს უკვე McLaren F1-ის მსგავსად ცნობილი ფაქტია. ალბათ იმიტომ, რომ ამ მოდელის გამოსვლისას მთელი საავტომობილო სამყარო ამაზე საუბრობდა. რატომ დასჭირდა Toyota-ს სპორტული მანქანის გამოსაშვებად 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავი თხოვება? სამწუხაროდ, ეს პასუხაგაუცემელი შეკითხვაა.

როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Toyota ახალ Supra-ში BMW-ს 6-ცილინდრიან ერთგირა ძრავას განათავსებდა ეს ყველას გაუხარდა. თუმცა, Toyota-მ არასწორი არჩევანი გააკეთა. სიხარულის თავდაპირველ მიზეზს ის საფუძვლიანი ვარაუდი წარმოადგენდა, რომ ახალი ავტომობილი M Sport-ის აგრეგატით იქნებოდა წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ახალმა „სუპრამ“ B58 ძრავა მიიღო, რაც BMW-ს რეგულარულ მოდელებში გხვდება.

ეს ყველაფერი არ გახლავთ. გერმანულ ავტომწარმოებელს Toyota-მ, Supra-ს საბაზისო მოდელისთვის, 4-ცილინდრიანი ძრავების გადაცემაც სთხოვა.

Rolls-Royce Sliver Seraph, Ghost, Wraith, Dawn, Phantom, Cullinan


ახლა კი მომდევნო შეკითხვა - ითვლება თუ არა, როცა ბრენდს BMW უშუალოდ ფლობს? რა თქმა უნდა ითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია ვრცელი არ გამოვიდოდა და თქვენ სამუშაოსკენ მიბრუნება მოგიწევდათ.

საინტერესო ის გახლავთ, რომ Rolls-Royce-ი გერმანულ ძრავებს 1939 წლიდან იყენებდა. Bentley--მ კი თავისი ბედი VW-ს დაუკავშირა. 90-იანებში ამ ორ ბრიტანულ ბრენდს რთული დრო დაუდგა. საბოლოო ჯამში კი ისინი VW-ს და BMW-ს შემადგენლობაში შევიდნენ. Rolls-Royce-ი BMW-ს დარჩა, ხოლო Bentley Vee Dub-ს. მალე Rolls-მა BMW-სგან ტურბინიანი N74 V12 Ghost-ისთვის, Wraith-ისთვისა და Dawn-ისთვის მიიღო. ატმოსფერული 6.75-ლიტრიანი N73 კი Phantom-ში განათავსეს.

Range Rover L322


L322 Range Rover-ი (ერთადერთი Range Rover-ი, რომელიც საიმედო იყო) BMW-ს 4.4-ლიტრიანი V8 ბენზინის ან M57 ერთრიგა დიზელის ძრავით იყო აღჭურვილი. თუმცა, მალე Ford-მა Jag-ი და Range Rover-ი იყიდა და გერმანული ტექნოლოგიაც გაქრა.

Wiesmann


Wiesmanni-ი ისე ხშირად იყენებს BMW-ს ძრავებს, როგორც თავად BMW. ჩვენ არ გვინახავს არც ერთი Wiesmann-ი, რომელსაც ძრავაზე BMW-ს ლოგო არ ჰქონია. MF30 ზუსტად იმ 3-ლიტრიან N54 ძრავას იყენებდა, რომელითაც BMW 330 Ci იყო წარმოდგენილი. რამდენიმე წლის შემდეგ MF 3 ვიხილეთ, რომელიც უკვე S54 ძრავით იყო აღჭურვილი. კომპანიამ გამშვები სისტემაც სპეციალურად შეუკვეთა, რის შემდეგაც MF 3 საოცარ ხმას უშვებდა.

ამის შემდეგ მოვლენები დაჩქარდა. მალე MF 4 გამოვიდა, რომელიც 4.4-ლიტრიანი ტურბინიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი. საბოლოოდ კი MF 5 ვიხილეთ, რომელიც E60 M5-ის V10 ძრავას იყენებდა.

Brabham BT52


BT52 F1 მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბოლიდად ითვლება. ეს მხოლოდ მისი პილოტის, ნელსონ პიკეს დამსახურება არ იყო. სარბოლო მანქანა BMW-ს 1.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი M12/13 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 640 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. კვალიფიკაციისთვის ეს ძრავა 800 ცხენისძალამდეც დააპროგრამეს. არსებობდა ინიფორმაციაც, რომ ძალოვან აგრეგარტს, სპეციალური მოწყობითა და მომზადებით, 1500 ცხენისძალის გამომუშავებაც შეეძლო. წარმოიდგინეთ, 1000 ცხენისძალა ლიტრზე.

Ascari


ამ ავტომობილს „რისი მიღწევა შეუძლია BMW-ს ძრავას თუ საკმარისად რიჟი ხარ“ შეგვიძლია ვუწოდოთ. Ascari-მ E39 M5-ის 5-ლიტრიანი V8 ძრავა აიღო, გადააკეთა და 625 ცხენისძალიანი აგრეგატი მიიღო. შემდეგ კი ის უმსუბუქეს კორპუსში ჩადო და ავტოსამყაროს ყურადღებაც მიიპყრო.

Siemens DuoCombino


სიის ყველაზე მოულოდნელი და გამორჩეული წევრი! ალბათ ფიქრობთ, რომ ყველა ტრამვაი გადაადგილებისთვის ელექტრო ენერგიას იყენებს. თქვენ ცდებით. ზოგ შემთხვევაში ტრანსპორტის ეს სახეობა დიზელის ძრავებზე მუშაობს. სურათზე ნაჩვენები DuoCombino კი ამის მაგალითია. ის BMW-ს M67 V8 3.9-ლიტრიანი ტურბო-დიზელი ძრავით არის აღჭურვილი. ალბათ უკეთესი იქნებოდა თუ მას Combino M Sport-ს დაარქმევდნენ.

გაზიარება: