Aa Aa
17 აპრილი 2021  |  09:36

Ford Mustang-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილია

Mustang-ი პოპულარობას არ კარგავს!

Ford Mustang-მა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილისა და სპორტული კუპეს სტატუსი კიდევ ერთხელ მოიპოვა. ეს ინფორმაცია IHS Markit-ის ჩატარებულ კვლევას ეფუძნება.

გასულ წელს Ford-მა 80,577 Mustang-ი კუპე გაყიდა. ეს მსოფლიოში გაყიდული სპორტული კუპეების 15.1%-ია. შედარებისთვის, 2019 წლის მაჩვენებელი 14.8% იყო.

Ford-ის მტკიცებით, Mustang-ი ზედიზედ მეორედ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილიცაა, თუმცა, ზუსტი რიცხვები არ დაუსახელებიათ.

Bullitt-ის და Shelby-ს გაყიდვებიც 52.7%-ით გაიზარდა. Ford-ი Bullitt-ის, Shelby GT350-ს და Shelby GT350R-ის წარმოებას წყვეტს, თუმცა, Shelby GT500 რჩება და ხაზს Mach 1 ემატება.

ამერიკაში კი უკვე მეექვსე წელია, რაც Mustang-ი ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილია.

Ford-მა ბოლო დროს განაცხადა, რომ მიმდინარე თაობის Mustang-ი გლობალური ბაზრისთვის შეიქმნა და, როგორც ჩანს, ეს სტრატეგია ამართლებს. უნგრეთში გაყიდვები 2019 წელთან შედარებით 68.8%-ით გაიზარდა, ნიდერლანდებში - 38.5%-ით, დანიაში - 12.5%-ით და ა.შ.   

ბაზარზე პოპულარობა ელექტრო Mustang Mach-E-მაც მოიპოვა. 2021 წლის პირველ კვარტალში უკვე 6,614 ეგზემპლარია გაყიდული.

Mustang-ი დიზაინს 2022 წელს შეიცვლის და ის 2023 წლის მოდელის სახელით გამოვა.

გაზიარება: